Digest Logo

„კარგი დღეა ინტელექტუალური საქმიანობისთვის და ხედვის გაფართოებისთვის“ - 12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

1770843022
ჰოროსკოპი, ასტროლოგია

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 12 თებერვლის ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს:

„ჰოროსკოპი - 12 თებერვალი

🌝 მთვარის დღე — 24 / 25

🌒 მთვარის ფაზა — კლებადი მთვარე მშვილდოსანში

♈️ ვერძი დღეს მეტი დრო შეიძლება სამუშაო საკითხებს დაუთმოთ ან ოჯახში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს, რაც თქვენს სტატუსს შეცვლის შესაძლოა ახლობელს იუბილე ან მნიშვნელოვანი მოვლენა ჰქონდეს. ყურადღებით გადაამოწმეთ დოკუმენტები შეცდომები მოსალოდნელია.

♉️ კურო დღეს ზოგიერთ კუროს მეგობარზე შეხედულება შეეცვლება შესაძლოა იმედგაცრუებაც იგრძნოთ. კარგი დღეა ინტელექტუალური საქმიანობისთვის და ხედვის გაფართოებისთვის. დაგეგმეთ საინტერესო ღონისძიებაზე დასწრება.

♊️ ტყუპები არ ენდოთ ცარიელ დაპირებებს და თავადაც ნუ იტყვით იმას, რის შესრულებასაც ვერ შეძლებთ. შესაძლებელია სამუშაოში ცვლილებები ან ჭორები, რომლებიც არ მოგეწონებათ. ყურადღება მიაქციეთ უფროსი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას და ფრთხილად იმოქმედეთ ფინანსებთან.

♋️ კირჩხიბი დღეს ურთიერთობები პირველ ადგილზე იქნება. ზოგი ყურადღებას გამოიჩენს, ზოგმა კი შესაძლოა შეცდომაში შეგიყვანოთ ფრთხილად იყავით უცხო ადამიანებთან. არ არის კარგი დღე დიდი შესყიდვებისა და მოლაპარაკებებისთვის.

♌️ ლომი სამუშაო ჩვეულებრივზე მეტი იქნება. კარგი დროა ექიმთან კონსულტაციისთვის ან პროფილაქტიკური მკურნალობის დასაწყებად. თავი შეიკავეთ მძიმე სპორტული დატვირთვისგან სეირნობა ან აუზი უკეთესია.

♍️ ქალწული დღე რომანტიკასაც მოიტანს, თუმცა ზოგისთვის იმედგაცრუებაც შესაძლებელია. სტაბილურ წყვილებს საფრთხე არ ემუქრება გაატარეთ დრო ერთად. ყურადღება მიაქციეთ ბავშვების ქცევას.

♎️ სასწორი შეიძლება სახლისა და სამსახურის შორის ბალანსის პოვნა გაგიჭირდეთ. ახლობლებს შეიძლება თქვენი დაკავებულობა არ მოსწონდეთ, ხოლო სამსახურში ხშირი ზარები. დღეს შესაძლოა სტუმრად წახვიდეთ ან სტუმრები მიიღოთ.

♏️ მორიელი აქტიური დღეა ბევრი კომუნიკაცია და გადაადგილება. კარგი დროა და-ძმებთან ურთიერთობისთვის. შესაძლოა თქვენს უბანში რაიმე ახალი გაიხსნას. ინტელექტუალური საქმიანობა და ახალი კურსები წარმატებულია.

♐️ მშვილდოსანი კარგი დღეა საკუთარ თავზე ზრუნვისთვის მასაჟი, სილამაზის სალონი. ზოგმა შეიძლება ფინანსური საკითხები გადაწყვიტოს. უმჯობესია ბანკებთან ან სახელმწიფო უწყებებთან საქმე არ დაიჭიროთ.

♑️ თხის რქა დღე ხელსაყრელია საკუთარი პრობლემების მოგვარებისთვის. გაიხსენეთ, რომ საკუთარ თავსაც სჭირდება ყურადღება. თუ ჯანმრთელობა გაწუხებთ ექიმთან ჩაიწერეთ. შეგიძლიათ შოპინგიც ან მცირე დასვენება დაგეგმოთ.

♒️ მერწყული მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას. კარგი დროა კონსულტაციისთვის ან მსუბუქი სპორტისთვის იოგა, აუზი, სეირნობა. მძიმე დატვირთვა არ არის რეკომენდებული. სამუშაო შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ მოტივაცია ნაკლები.

♓️ თევზები კარგი დღეა მეგობრებთან შეხვედრისთვის და საზოგადოებრივ ღონისძიებებზე დასასწრებად. შესაძლებელია საინტერესო გაცნობა ინტერნეტში. შემოქმედებით ადამიანებს საქმეები უფრო სწრაფად წაუვათ. ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს“, - წერს თაკო მელიქიშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „შფოთვა, შფოთვითი აშლილობა და დეპრესია ნამდვილად არის კავშირში ბავშვობის ტრავმებთან...“ - რას ამბობს თათა გიორგობიანი

🎥 „გამათხოვეს 14 წლის ასაკში ადამიანზე, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი, საშინელება იყო ქორწილის დღე, მამას ფეხებზე ხელი შემოვხვიე“ - თეო ელიაძის მძიმე ისტორია

🎥 „აყვინთავებდნენ, ცოტა მეტი დროით დაიჭირეს და გული გაუსკდა... სისხლი რომ წამოუვიდა, შეეშინდათ და გამოიქცნენ“ - დათო ევგენიძე პირად ტრაგედიაზე