საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი თეო ელიაძე გადაცემის „პრაიმ შოუ“ სტუმარი იყო, სადაც მან ცხოვრების რთულ პერიოდზე ისაუბრა. როგორც თავად აღნიშნავს, იგი 14 წლის ასაკში იძულებით, უცნობ კაცზე მიათხოვეს, რომელიც მასზე 12 წლით დიდი იყო:
„მე გამათხოვეს 14 წლის ასაკში ადამიანზე, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი, არც მისი სახელი ვიცოდი. გამათხოვა მამამ და ბაბუამ.
დედაჩემს ეტკინა და შერცხვა, მაინც ხალხს უყურებდა.
ეს პრობლემები დღესაც არის.
მე აჭარის ერთ-ერთი სოფლიდან ვარ, ჩემი გათხოვება მოხდა მოულოდნელად, საშინელება იყო ქორწილის დღეც, უცხო ადამიანთან ურთიერთობა, საუბარი, ძალიან დიდი იყო ასაკობრივი სხვაობა, ვიყავი შეშინებული, დასტრესილი. მამა არც დამშვიდობებია, იცოდა, რომ მე ისედაც ვკვდებოდი.
როცა მამამ შემომხედა, ფეხებზე ხელი შემოვხვიე და ვტიროდი, არ დამტოვო-მეთქი“, - იხსენებს თეო ელიაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ორი კვირა, რომელმაც შეიძლება შეცვალოს შენი ბედი“ - რა არ უნდა გააკეთო დაბნელების დერეფანში?