თავი შეიკავეთ სხვათა განსჯასა და განკითხვისგან. მოერიდეთ სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას. არ ღირს საკუთარი პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბარება, რადგან ვერ შეძლებთ სასურველი შედეგის მიღებას.
პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა საერთო საქმეების შესრულებისა და გეგმების დასახვისთვის.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისა და საკუთარი პროექტების წარსადგენად, სასწრაფო და გადაუდებელი საქმის შესასრულებლად, სპორტული ინვენტარისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური გარიგებები და მსხვილი კაპიტალის დაბანდება,
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, ნიგვზის და ასკილის ჩაით. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. კარგი დღეა თირკმელების სამკურნალოდ, თუმცა არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს და სისხლძარღვოვან სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ფირუზი, ძოწი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს, მორიელს, თხის რქას და თევზებს.
ასევე დაგაინტერესებთ
🔵5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
წყარო: www.fortuna.ge