აქტიურად მოქმედების დღეა, თუმცა არ ღირს კამათსა და კონფლიქტში ჩაბმა, რისი ალბათობა დღეს განსაკუთრებით მაღალია.
კარგი დღეა საკამათო ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად.
არ ღირს სხვათა განკითხვა და გაკიცხვა, ჩაძიება და ნაკლოვანებების ხაზგასმა.
თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისა და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებისგან.
პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ ეჭვიანობას და ზედმეტი პრეტენზიების წაყენებას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, კულინარიული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯისა და უძრავი ქონების შესაძენად, ვაჭრობისა და კომერციისთვის, ახალი მეგობრების შეძენისა და ნაცნობთა წრის გასაფართოებლად.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა იოგასა და სუნთქვითი ვარჯიშების ჩასატარებლად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, კრემისფერი, თიხისფერი და ყავისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ზურმუხტი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ სასწორს და მშვილდოსანს.
ასევე დაგაინტერესებთ:
დღეს ამ ქუჩებს წყალი 6 საათით შეუწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს - ნახეთ, როგორი ამინდია მოსალოდნელი