Digest Logo

„კარგი დროა ახალი ჯანსაღი ჩვევების ან დეტოქსიკაციის დასაწყებად, ეხმარება შეცდომების აღმოფხვრას და მოწესრიგებას“ - ხათუნა ნოელი 3 სექტემბრის ახალმთვარეობაზე

1725352378
ხათუნა ნოელი

3 სექტემბერი ახალმთვარეობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთვარემ ქალწულის ზოდიაქოში გადაინაცვლა. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ეს დღე მნიშვნელოვანია, რადგან საერთო ფონი უარესდება. ამიტომ მიმდინარე კვირა ფრთხილად უნდა გავიაროთ.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

„ახალმთვარეობა ქალწულის ზოდიაქოს 11* 04''-ზე:

სექტემბრის თვის ახალი მთვარე 3 რიცხვში, თბილისის დროით 05:55 -ზე დადგება.

პირველი მთვარის დღე ჯადოსნურადაც კი ითვლება ზოგიერთ სწავლებებში, ამიტომ თუ საშუალება გექნებათ გაიღვიძოთ დილის 5 საათზე, შეიძლება სურვილების ჩასაფიქრებლად გამოვიყენოთ. საქმე იმაშია, რომ სექტემბრის თვეში მთვარის პირველი დღეს 05:55-იდან 06:34-მდე გაგრძელდება, ანუ სულ რაღაც 40-მდე წუთი გვაქვს ნატვრების ჩასაფიქრებლად და ჩამოსაწერად. 

მაშ, ასე - დამთავრდა ზაფხული და შრომის დროც დადგა - ახალი მთვარე ქალწულში გვიბიძგებს ვიყოთ მოწესრიგებულები, პუნქტუალურები, პრაგმატულები, ყურადღება მივაქციოთ ჯანმრთელობას, ყოველდღიურ ჩვევებს და რუტინას.

მომდევნო 2 კვირის მანძილზე შეგვიძლია ბევრი რამ მოვაწესრიგოთ ჩვენს ცხოვრებაში, დავგეგმოთ და მივდიოთ ჩვენს მიერ დასახულ გზებს. კარგი დროა ახალი ჯანსაღი ჩვევების ან დეტოქსიკაციის დასაწყებად.

ეს ახალი მთვარე ეხმარება შეცდომების აღმოფხვრას და მოწესრიგებას. კარგია პირადი თუ პროფესიული საქმეების რევიზია და დაგროვილი პრობლემების მოგვარება. ეს ასევე არის პირადი სივრცის დასუფთავებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების დრო.

თვითონ 3 რიცხვს და ახალმთვარეობას რაც შეეხება, საკმაოდ დაძაბული ასპექტების ფონზე ჩაივლის - მთვარეს კვადრატი აქვს იუპიტერთან, ხოლო სატურნთან ოპოზიცია.

ამიტომ მაქსიმალურად ვეცადოთ ეს დღე მნიშვნელოვანი საქმებისათვის არ გამოვიყენოთ. მხოლოდ დაგეგმვა. ითვლება, რომ ქალწულში ახალი მთვარე კარგი დროა ახალი საქმეებისა და პროექტების დასაგეგმად, ხოლო განხორციელებისთვის კი - მზარდი მთვარის პერიოდი.

ეს ორი კვირა მნიშვნელოვანი იქნება ქალწულებისთვის, თევზებისათვის, მშვილდოსნებისა და ტყუპებისათვის. ასევე მათთვის ვისაც ამ ნიშნების 10-12 გრადუსებზე რაიმე პლანეტა გყავთ. რას მოიტანს - ეს უკვე პირადი რუკით უნდა ინახოს. დანარჩენებისათვის შედარებით ნეიტრალურია“, - წერს ხათუნა ნოელი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ნაადრევი მშობიარობის რისკი მქონდა, საბედნიეროდ, დათუნია 38 კვირამდე გაჩერდა მუცელში“ - ნანა აროშიძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

როგორ გახდა სტუდენტი 36 წლის ასაკში ვახო ბიჭიკაშვილი და როდის ეწყება მას მონატრების „შემოტევები“

⭕„აი, მესმის სილამაზე“ - ევა ბარბაქაძე ულამაზეს თეთრ კაბაში პოზირებს