
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.
იგი მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც ლილიტის, ანუ შავი მთვარის ინგრესიაზე ნიშანში საუბრობს, რომელიც მორიელის ზოდიაქოს ნიშანში ხდება:
„პლანეტარულად მარტის თვე ძალიან დიდი სიახლეებითაა დახუნძლული, ხოლო ამ პოსტში მსურს ვისაუბრო ლილითის, ანუ შავი მთვარის ინგრესიაზე მორიელის ზოდიაქოს ნიშანში და პლანეტა ვენერის რეტროგრადულ მოძრაობაზე ვერძში:
ლილითი 27 მარტს გადაბრძანდება მორიელის ნიშანში და დარჩება 9 თვით, ხოლო 20 დეკემბერს წავა მშვილდოსნის ნიშანში.
შავი მთვარე ესაა ფიქციური წერტილი, რომელიც აჩვენებს ადამიანთა მანკიერ ბუნებას. ყველა ინდივიდს აქვს რაღაც ნეგატიური თვისება, საიდანაც ბნელი ძალა მარტივად აღწევს მისი ბუნების წიაღში, სწორედ ასეთია ლილითიც.
ლილითი ხანდახან მოხსენიებულია, როგორც სატანის მე-9 მოციქული. ებრაული ლიტერატურის მიხედვით კი, ის იყო ადამის პირველი ცოლი, რომელი კავშირიც განხეთქილებით დასრულდა, ხოლო ლილითი გადაიქცა დემონად. მან მოისურვა მამაკაცზე ბატონობა, წილად კი არშემდგარი დედობა ერგო. აქედან მოყოლებული ის ებრძვის კაცობრიობის მოდმგას.
მამაკაცებში ეს ვლინდება, როგორც საბედისწერო ცხოვრების ქალი, რომელიც უმწარებს არსებობას, ხოლო მანდილოსნებში კურირებს შვილიერების ამბებში პრობლემებს და პირად ბედნიერებასაც უქმნის საფრთხეს.
სხვათა შორის, არა მხოლოდ ზეციურ ძალთა იერარქია იყოფა 9 დასად, არამედ, დაცემის დღიდან მოყოლებული ეს 9 დასი, რომელიც 3-3 ნაწილად წარმოგვიდგება, ასეა დემონებშიც, ხოლო დაცემული ანგელოზების 10 სახეობასაც გამოარჩევენ ხოლმე.
ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დემონია ,,სონეილონი“, რომელიც ყოველგვარ სიძულვილს, მტრობას და კაცთმოძულეობას თესავს სამყაროში. გამოსახავენ ხოლმე ობობას ფეხებზე შემდგარს, დრაკონის სახით და ადამიანის ტანით. ლილითი კი უფრო სექსუალური ცდუნებებითაც ტანჯავს ხოლმე ზოგიერთს!
ყველაფერს მოერევა ადამიანი ღმერთით! შესაშინებელი სულაც არაფერია, თუ სწორად და რაციონალურად მივუდგებით!
ლილითის მორიელში გადაბრძანებით, თხოვნა მექნება, რომ მიაქციოთ ყურადღება თქვენს იმპულსურობას და ცდუნებებს. ეს ერთ-ერთი შესანიშნავი დროა, რომ ადამიანმა ისწავლოს პატიება, ძველი დაგროვილი ნეგატიური ინფორმაციებისგან გათავისუფლდეს და თავი დაიხსნას სექსუალური პრობლემებისგან.
წინააღმდეგ შემთხვევაში, რისკი იარსებებს ღალატის, სამაგიეროს უკან დაბრუნების და რაც ყველაზე მთავარია ნებისმიერ თემაში შავი მაგიის გამოყენება იქნება მაღალი. ერიდეთ ასეთ საეჭვო ადგილებში სიარულსაც კი.
მაგიური ჩარევები არის დასჯადი და ე.წ. მჩხიბავობა არ დარჩება უფლისგან პასუხგაუცემელი.
ძირითადად, მაინც ეს 3 მხარე იქნება გააქტიურებული: როცა, მაღალია მოულოდნელი სექსუალური აქტები, ბავშვის ჩასახვა ან პირიქით, მძიმე მშობიარობა ან მისი შეწყვეტა, დაგროვილი ბოღმის სააშკარაოზე გამოტანა და ბნელი მაგიური რიტუალებით ფონს გასვლა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილს და ასეთ ხალხს ერიდეთ!
რაც შეეხება პლანეტა ვენერას რეტროგრდულ მოძრაობას:
ვენერამ უკუსვლით მოძრაობა დაიწყო 2 მარტს ვერძის ზოდიაქოს 10°50’-ზე და გასწორდება აპრილის 13 რიცხვში.
ვენერა კურირებს მატერიალურ ფასეულობებს, ასევე პირადი ბედნიერების და სასიყვარულო ტენდენციების საკითხებსაც. ზოგადად, უნდა ვიცოდეთ, რომ რეტროგრადული პლანეტის ენერგია ყოველთვის მიმართულია ადამიანის მენტალური და სულიერი ზრდისკენ. ასეთ დროს ინდივიდი იღვიძებს და გაცილებით ღრმად იწყებს ფიქრს, სვამს კითხვებს და მიდის კიდეც დანიშნულების წერტილამდე.
როცა ვენერა უკუსვლითია, ესაა გადასარევი დრო ძველი სასიყვარულო პრობლემების მოგვარებისთვის. ასეთ შემთხვევაში, ხშირად, სასიყვარულო კონფლიქტური მხარეები რიგდებიან კიდეც ან მიდის გენერალური მოლაპარაკებები, თუ როგორ უნდა მიაღწიონ შეთანხმებას.
მისაღები ეტაპია ერთ დროს მივიწყებული ეკონომიკური ბერკეტების გააქტიურებისთვისაც. ძველი პროექტები, იდეები, გეგმები ან რეორგანიზაციული მომენტებიც მოიმატებს და თქვენც მიხვდებით, რომ ეს ცვლილება საჭიროა.
რეტროგრადული ვენერა, ხან და ხან, აჩვენებს, რომ ადამიანმა მიიღოს საკუთარი თავი სიყვარულში ისეთი, როგორიც არის, თუნდაც ხისტი, ჩქარი, მომთხოვნი. ეს ცოტა რადიკალური სიყვარულია. ჯერ, საწყის ეტაპზე, ყველაფერს სჭირდება თვალის გასწორება, მიღება და შემდგომ ამ ნეგატიურ თვისებებზე მუშაობა.
ამ რეტროგრადულ ვენერაზეც, სიყვარული აღდგება იმ წყვილებში, სადაც იქნება მეტი დიპლომატია და მოთმინება.
ასეთ ვენერას სჭირდება მეტი გამბედაობა პირადშიც. არც დაგვიანება არაა საჭირო და არც ზედმეტი სისხარტე.
ვენერა ამ რეტროგრადულობით თევზები-ვერძის ნიშნებში, ისედაც ასრულებს ციკლს და საბოლოოდ უნდა წავიდეს ვერძში, ამიტომ მთელი ეს დრო კარგია საკუთარ თავში დაფიქრებისთვის და გენერალური დასკვნების გამოტანისთვის, რისთვის ვართ მზად და რისთვის არა.
ვიმეორებ ეს დრო კარგია: ძველი მატერიალური პროექტების გაცოცხლებისთვის, ძველი სასიყვარულო კონტაქტების აღდგენისთვის, დაგეგმარებისა და შინაგანი ძიებისთვის.
დრო არ ვარგა: ახალი ხელშეკრულებების გაფორმებისთვის, დიდი შენაძენებისთვის, ქორწინებისთვის და რაც მთავარია - პლასტიკური ოპერაციებისთვის. ვისაც გაქვთ დაგეგმილი რამე სილამაზის პროცედურა სხეულზე, აქ შეიძლება მეტად დაგტანჯოთ ამან, ესოდენ ერიდეთ მსგავს საქმეებში მონაწილეობის მიღებას.
ყველას გისურვებთ ბედნიერ დღეებს!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: