Digest Logo

🎥 „კარგი დროა ქორწინებისთვის, პერიოდი თქვენგან სერიოზულ ცვლილებებს, ტრანსფორმაციას ითხოვს“ - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1754289478
მიხეილ ცაგარელი

მიმდინარე კვირაში (4-10 აგვისტო) ორი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური გარემოება გვაქვს, დედამიწის უარყოფით ენერგოველში ყოფნა და სავსემთვარეობა ლომისა და მერწყულის ზოდიაქურ ღერზე.

ჯანმრთელობის პრობლემების, პროვოკაციების, კონფლიქტური სიტუაციების ალბათობა მაღალია, ამიტომ მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზი, რათა თავი აარიდოთ ზემოთ აღნიშნულ სიტუაციებს.

მიხეილ ცაგარელის  ასტროლოგიურ პროგნოზი ზოდიაქოს 12-ვე ნიშნისთვის ასე გამოიყურება: 

ვერძი - ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, იმუნიტეტი მაღალია, ამიტომ ეს ნიშანი აქტიურია, ენერგიულია. შესაძლოა, აღმოჩნდეს სასიყვარულო და პარტნიორული ურთიერთობის წინაშე. შვილებთან კონტაქტისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. შესაძლებლობები იმისა, რომ გახდეთ ლიდერი, ხელმძღვანელი მაღალია. კონკურსებში, ლატარიებში მონაწილეობა იქნება მოგებიანი. 

კარგი დღე: 8 აგვისტო.

ცუდი დღეები: 6 და 7 აგვისტო. 

კურო - ენერგოტონუსი დაბალია, ამიტომ აიღეთ შვებულება, დაისვენეთ. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, მაშინ ნუ გადაიღლებით და შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმით. არ ჩაერთოთ პროექტებში. კარგი პერიოდია საოჯახო საკითხების მოსაგვარებლად, რემონტისთვის, გადაკეთებისთვის. ცუდი პერიოდი არ არის ურთიერთობების კუთხით. მგზავრობა-მოგზაურობა კარგია, მთავარია გათავისუფლდეთ ილუზიებისგან, იყავით პრაგმატულები! 

კარგი დღე: 7 აგვისტო. 

ცუდი დღეები: 5 და 9 აგვისტო. 

ტყუპები - აქტიურია, ენერგიულია, ინიციატივიანია, გეძლევათ საინტერესო იდეების გენერირების და მატერიალიზაციის შანსები. საინტერესო და წარმატებული პერიოდია ფინანსური კუთხით, იპოვით საჭირო ადამიანებს, ჩაერთვებით საინტერესო პროექტებში, რაც იქნება მოგებიანი. საქმეს სწორად წარმართავთ. ზედმეტმა თვითკმაყოფილებამ, თვითრწმენამ და ნდობამ შესაძლოა, ხელი შეგიშალოთ. 

კარგი დღე: 8 აგვისტო.

ცუდი დღეები: 6 და 10 აგვისტო.

კირჩხიბი - ენერგოტონუსი შემცირებულია, ამიტომ ჯანმრთელობა არამდგრადია, რის გამოც მარტივად დაიღლებით. თვითრწმენა საკმაოდ მაღალია, შეგიძლიათ უფრო დიდ რაღაცებზე გქონდეთ პრეტენზია. იმოქმედეთ ინტუიციაზე დაყრდნობით, გააფართოვეთ თქვენი გავლენის სფერო. 

კარგი დღე: 7 აგვისტო. 

ცუდი დღეები: 5 და 9 აგვისტო. 

ლომი - ახლა თქვენი დროა, მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანს გადის, ამიტომ ერთ-ერთი წარმატებული პერიოდი გაქვთ, ამიტომ ეს გამოიყენეთ პოზიტიური ცვლილებებისთვის. ზოგიერთ გეგმას გადახედავთ, შეცვლით. მოგიწევთ არამარტო საკუთარი, არამედ სხვისი პრობლემების მოგვარებაც. 

კარგი დღეები: 4 და 9 აგვისტო.

ცუდი დღე: 6 აგვისტო.

ქალწული - ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადია. ნუ გადაიღლებით, დაისვენეთ! სხვადასხვა სახის წინაღობებს გადაეყრებით, ყველას არ მოეწონება თქვენი იდეები, ნდობის ფაქტორიც შემცირებული იქნება, რის გამოც კონფლიქტები წარმოიშობა კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან. უკეთესია, დაისვენოთ ან ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. 

კარგი დღე: 7 აგვისტო. 

ცუდი დღე: 9 აგვისტო. 

სასწორი - საკმაოდ კარგი პერიოდია თანამშრომლობისთვის, საერთო პრობლემების მოგვარებისთვის, სხვათა დახმარებისთვის, გაქვთ საშუალება ახალი იდეები ჩამოაყალიბოთ, მაგრამ ყველასთვის მისაღები არ იქნება. ურთიერთობები გაგირთულდებათ ხელმძღვანელებთან, გეგმების დარღვევის შედეგად. კარგი დროა მეგობრებთან კონტაქტისთვის. 

კარგი დღეები: 4 და 8 აგვისტო. 

ცუდი დღეები: 6 და 10 აგვისტო. 

მორიელი - მრავალფეროვანი მოვლენებით სავსეა პერიოდი, სადაც გექნებათ ისეთი საქმეები, რომელსაც ვერ გადადებთ! ბევრი კონტაქტები, შეხვედრები, მოლაპარაკებები გელოდებათ. გადაწყვეტთ არაერთ საკითხს, დაასრულებთ ბევრ საქმეს. ეს კი გადაიტანს თქვენს ყურადღებას პირადი ცხოვრებისგან. ფინანსური კუთხით, ზოგიერთი მოქმედება და პროექტი იქნება წარმატებული. 

კარგი დღე: 7 აგვისტო. 

ცუდი დღე: 9 აგვისტო. 

მშვილდოსანი - საინტერესო პერიოდია, ჯანმრთელობა მდგრადია, ენერგოტონუსი მაღალია, აქტიური ხართ, ლიდერობთ. საინტერესო შეხვედრები, წინადადებები გელოდებათ, რაც დიდ, რადიკალურ ცვლილებებს შეიტანს თქვენს ცხოვრებასა და მსოფლმხედველობაში. ახალი ინფორმაციის მიღებისთვის, სულიერი განვითარებისთვის, მგზავრობა-მოგზაურობისთვის საუკეთესო პერიოდია. ნუ იქნებით სულსწრაფები და პრეტენზიულები. 

კარგი დღეები: 5 და 9 აგვისტო. 

ცუდი დღე: 7 აგვისტო. 

თხის რქა - ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადია, ამიტომ დაისვენეთ! შეიცვლება როგორც სასიყვარულო ურთიერთობები, ისე პარტნიორებთან ბიზნესში. ფინანსებთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტა მოგიწევთ პარტნიორებთან. პერიოდის მსვლელობისას მოსალოდნელია, ცვლილებები გეგმებში. თანაბარი დრო დაუთმეთ საქმეს და ოჯახს. 

კარგი დღეები: 6 და 10 აგვისტო. 

ცუდი დღე: 4 და 8 აგვისტო. 

მერწყული - საინტერესო პერიოდია პარტნიორული ურთიერთობისთვის, კარგი დროა ქორწინებისთვის, ბიზნესს-საქმიანი, სასიყვარულო ურთიერთობისთვის. პერიოდი თქვენგან სერიოზულ ცვლილებებს, ტრანსფორმაციას ითხოვს. ერთობლივი, პარტნიორული გადაწყვეტილებები იქნება ნაკლებად წარმატებული. 

კარგი დღეები: 5 და 9 აგვისტო. 

ცუდი დღე: 7 აგვისტო. 

თევზები - გექნებათ უამრავი საქმე, გეგმა, ვალდებულება, მოლაპარაკებები. თუ საშუალება გაქვთ დაისვენეთ, რადგან ენერგოტონუსი დაბალია. ირგვლივ მყოფები არ გაძლევენ მოდუნების საშუალებას, რაც ნევროზულ სიტუაციას შექმნის, რაც გამოიწვევს კონფლიქტებს. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას. 

კარგი დღეები: 6 და 10 აგვისტო. 

ცუდი დღეები: 4 და 8 აგვისტო“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

რეჟისორი ელდარ შენგელაია გარდაიცვალა

🎥 „ყურადღება 2 გარემოებას უნდა მივაქციოთ, არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საკითხები, არ აჰყვეთ პროვოკაციებს“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

🎥 „რომ ამბობენ, ცოტა ღვინო ჯანმრთელობისთვის კარგია, ტყუილია! სიმსივნის რისკს ზრდის, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ჭიქას სვავს“ - კოტე თოდუა