Digest Logo

„კარგი გადაწყვეტილება იქნება მარტო ყოფნა...“ - 27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

1769460471
ჰოროსკოპი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 27 იანვრის ასტროლოგიურ პროგნოზს გვაცნობს:

„ჰოროსკოპი 27 იანვრისთვის
  მთვარის დღე — 9 / 10
  მთვარის ფაზა — პირველი მეოთხედი კუროში / ტყუპებში

ვერძი

დღეს სამუშაოში აჩქარებამ შეიძლება შეცდომები და პრობლემები გამოიწვიოს. იარეთ მიზნისკენ ეტაპობრივად, წინასწარ გააანალიზეთ თითოეული ნაბიჯი. სახლში დარჩენა არ არის რეკომენდებული — ვარსკვლავები გირჩევენ დრო გაატაროთ ადამიანებთან, წახვიდეთ კონცერტზე ან ბუნებაში. მეგობრებთან ურთიერთობა საინტერესო და სასიამოვნო იქნება.

კურო

თქვენი გეგმების განხორციელებისას შესაძლოა შეხვდეთ შეზღუდვებს ან გარე წინააღმდეგობას. ეძებეთ ალტერნატიული გზები და გამოავლინეთ კრეატიულობა. მიზნის მისაღწევად დაგჭირდებათ მოთმინება და სიმტკიცე. მოერიდეთ კამათსა და ურთიერთობის გარკვევას.

ტყუპები

დღეს კომუნიკაცია გაგიჭირდებათ — ნებისმიერი საუბარი შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს კამათში. უმჯობესია დღე მშვიდად, მარტო გაატაროთ, დაკავდეთ საყვარელი საქმიანობით და შეამციროთ საუბარი, მათ შორის ახლობლებთანაც. ახალი ან მნიშვნელოვანი საქმის დაწყება არ არის რეკომენდებული.

კირჩხიბი

დღე მიუძღვენით იმ საქმეებს, რომლებიც სიხარულს და კმაყოფილებას გაძლევთ. სერიოზული საკითხები დროებით გადადეთ — ისინი დღეს თავიდანვე შეფერხდება. შოპინგი სჯობს სხვა დღისთვის დატოვოთ: არსებობს დიდი თანხის უაზროდ დახარჯვის რისკი.

ლომი

დღეს სჯობს პასიური პოზიცია დაიკავოთ ნაკლები საუბარი და ახალი საქმეების დაწყებას არ გირჩევთ. თქვენი სიტყვები და ქმედებები შესაძლოა შედეგიანად აისახოს მომავალზე, ამიტომ იფიქრეთ ორჯერ პასუხის გაცემამდე. კარგი დღეა ჰობისთვის და მსუბუქი საოჯახო საქმეებისთვის.

ქალწული

დღეს თქვენი სიტყვები ძლიერ გავლენას მოახდენს მომავალ მოვლენებზე. ეცადეთ ილაპარაკოთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და საქმეზე. უმჯობესია დღე ოჯახთან ერთად, სახლში გაატაროთ. საყოფაცხოვრებო საქმეები და საყვარელი ჰობი განწყობას აგიმაღლებთ.

სასწორი

დღე ემოციურად დატვირთულია. კარგი გადაწყვეტილება იქნება მარტო ყოფნა, სახლის მოწესრიგება და მშვიდი საქმეებით დაკავება. მოუსმინეთ ინტუიციას ის სწორ პასუხებს გიკარნახებთ. ჩაიწერეთ იდეები, რომლებიც დღეს მოგივათ თავში.

მორიელი

სასურველია კომუნიკაციის შეზღუდვა და ემოციების კონტროლი. ეს დაგეხმარებათ დაძაბული საუბრებისა და კონფლიქტების თავიდან აცილებაში. რთული საქმეები გადადეთ, ხოლო დღე მიუძღვენით სასიამოვნო საქმიანობას, ჰობს ან ოჯახურ საკითხებს.

მშვილდოსანი

მოემზადეთ შეფერხებებისა და სირთულეებისთვის. მიზნისკენ სვლაში დაგჭირდებათ მეტი ძალისხმევა. სასარგებლო იქნება ავტორიტეტული და გამოცდილ ადამიანებისგან რჩევის მიღება მათი მხარდაჭერა შედეგს მოგიტანთ.

თხის რქა

დღე დაძაბული და რთულია. შესაძლებელია დროის ფუჭად ხარჯვა პრობლემებთან ბრძოლაში. მნიშვნელოვანი საქმეები სჯობს საღამოსთვის გადადოთ მაშინ თქვენი ენერგია მოიმატებს. მეგობრებთან შეხვედრა და გასართობ ღონისძიებებზე წასვლა დადებითად იმოქმედებს თქვენზე.

მერწყული

მკვეთრმა სიტყვამ შესაძლოა კონფლიქტი გამოიწვიოს, ამიტომ დღეს თავშეკავება და თავაზიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სასარგებლოა სუფთა ჰაერზე სეირნობა და მეგობრებთან შეხვედრა. საღამოს დაუთმეთ დრო ჰობის ეს შინაგან ბალანსს დაგიბრუნებთ.

თევზები

დღე იდეალურია მშვიდი დასვენებისა და მსუბუქი სამუშაოსთვის. სერიოზული და პასუხისმგებლობიანი საქმეები სხვა დროისთვის გადადეთ. მოერიდეთ ნაჩქარევ პასუხებს — მათ შეიძლება არასასიამოვნო შედეგი მოჰყვეს. მოკლე მოგზაურობები საინტერესო და შემეცნებითი იქნება“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„რატომ ვერ ავსებს შინაგან სიცარიელეს ვერაფერი გარედან? „მშიერი მოჩვენების“ სინდრომი...“ - რას წერს რამაზ გიგაური

🎥 „ყველაზე მაგარი გრძნობა“ - სოსო ნებიერიძის ახალი ვიდეო სვანეთიდან

⭕„ენერგეტიკული ვამპირები: როგორ ამოვიცნოთ და დავიბრუნოთ საკუთარი ძალა?