Digest Logo

🎥 „კარგი იქნება თუ დაანთებთ სანთელს, ილოცებთ და ოჯახურ კეთილდღეობაზე იზრუნებთ“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ოდიშელისგან

1749450381
ქეთი ოდიშელი

„დღეს არის ოჯახური კერიის ღვთაება ვესტას დღე. ძალიან კარგია ცეცხლთან ურთიერთობა. ორშაბათი მთვარის დღეა, რაც ოჯახურ თემებს უკავშირდება.

კარგი იქნება თუ დაანთებთ სანთელს, ილოცებთ და ოჯახურ კეთილდღეობაზე იზრუნებთ“, - ასე დაიწყო მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე საუბარი ასტროლოგმა ქეთი ოდიშელმა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“.

რაც შეეხება მიმდინარე კვირის ტენდენციებს:

„გვაქვს ორი მნიშვნელოვანი მოვლენა,  ერთია სავსემთვარეობა, ხვალ, 11:44 სთ-ზე, მშვილდოსნის ზოდიაქოში და მეორე მოვლენაა იუპიტერის კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა. 

რა უნდა გავითვალისწინოთ?

მშვილდოსნის მმართველი არის იუპიტერი, ყველაზე ოპტიმისტი, პოზიტიური ნიშანი, პლანეტებს შორის ყველაზე დიდი. სამყაროში ფილოსოფიაზე პასუხისმგებელი პლანეტაა. 

ყველა ადამიანს მინდა ვუთხრა, რომ ადამიანების გონებას აქვს ძალიან კარგი უნარი მართოს ყველაფერი ისე, როგორც მივაწვდით. შესაბამისად, სავსემთვარეობის ფონზე დამუხტვები ძალიან კარგია წყალი, მინერალური ქვები, საფულის დამუხტვა მთვარის შუქზე. ჩვენს სურვილებთან, ჩანაფიქრებთან იყავით თამამები, ნუ იქნებით ჩარჩოებში და მიეცით თქვენს თავს ოცნებების საშუალება.

რიტუალისთვის უნდა იყოს ღამე, დილამდე. წყალი არის მაკურნებელი“, - ამბობს ქეთი ოდიშელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ენდეთ ინტუიციას, მიიღებთ მინიშნებებს სიზმრის სახით, დაუჯერეთ შინაგან ხმას...“ - 9 ივნისის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან

„მადლობა, რომ თქვი დიახ... ძალიან აღფრთოვანებული ვარ“ - ნუცა ბუზალაძის რჩეული 55 წლის დარენ პრინსია

„ეცადეთ გადადოთ ახალი პროექტების დაწყება, დღევანდელი დღე არ არის ხელსაყრელი სიახლეებისთვის“ - 9 ივნისის ასტროპროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან