Digest Logo

🎥 „კარგი იქნება თუ სახლის შემოსასვლელში დადგამთ ლარნაკს და 3-4 ცალ ბამბუკს მოათავსებთ მასში“ - როგორია სექტემბერი ფენშუის მიხედვით

1726060174
ეკა კვარაცხელია 

ფენშუის სპეციალისტი ეკა კვარაცხელია გადაცემის „პოსტ ალიონის“ სტუმარი იყო, სადაც მიმდინარე თვის პროგნოზზე ისაუბრა. 

როგორც თავად ამბობს, ჩინეთში 7 სექტემბრიდან -7ოქტომბრამდე პერიოდს მამლის თვეს ეძახიან. 

„7 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე პერიოდს აღმოსავლეთში ეძახიან მამლის თვეს. 

კარგი იქნება თუ სახლის შემოსასვლელში დადგამთ ლარნაკს და 3-4 ცალ ბამბუკს მოათავსებთ მასში. 

ვინც დაბადებულია გველის და ცხენის წელს, ეს პერიოდი მათთვის გახლავთ ძალაუფლებასთან ურთიერთობის პერიოდი. თუ პრობლემა გაქვთ იურისპრუდენციასთან, გინდათ სარჩელის შეტანა ან გაქვთ დავა, გირჩევთ არ დაიწყოთ, რადგან ეს თვე ამ კუთხით პრობლემას გიქმნით. თქვენი ძალისხმევა მოახმაროთ ფინანსების მოზიდვას.

ადამიანები, რომლებიც თხის, ძაღლის, დრაკონის წელს დაიბადნენ, პერიოდი უნდა გამოიყენონ ქონების შესაძენად. თუ გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, მიხედეთ ამას, იღბლიანობა მაღალია. თუ ფინანსური კუთხით გაქვთ რამე საქმე დაწყებული, დაასრულეთ.

ადამიანები, რომლებიც კურდღლის წელს დაიბადნენ, ძალიან კარგი პერიოდია შემოქმედებითი კუთხით, თეატრი, ხელოვნება. მეტი თვითრეალიზება მოახერხეთ. უცებ შეიძლება გახდეს თქვენი პროექტი პოპულარული. 

თუ დაბადებული ხართ ტახის და ვირთხის წელში, გელოდებათ მშვენიერი თვეა, რადგან ესაა პერიოდი, რომელიც ფინანსებს მოგიტანთ, მეგობრებს და ნაცნობებს. 

თუ დაბადებული ხართ მაიმუნის და მამლის წელს, მაშინ მოვიდა თვე, რომელიც თქვენი მეგობარია, მაგრამ გააქტიურდება ადამიანთა კატეგორია, რომელიც თქვენი სიმდიდრის მძარცველები იქნებიან. ეკონომიურად და ყაირათიანად გამოიყენეთ ფინანსები“, - ამბობს ეკა კვარაცხელია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„გოლის გამტანი შვიდი ფეხბურთელი დიდი ფუფუნებაა, ერთს გააჩერებენ?! - მეორე გაიტანს... ლიგაში ყველაზე მეტი ქულა გვაქვს“ - რას წერს ცნობილი კომენტატორი გიგა გვენცაძე

🎥 „გემი ჩემი შვილია... სიზმარშიც კი ხშირად ვარ აქ, მეძახის, მოდი ჩემთანო“ - გაიცანით, 85 წლის კაპიტანი, რომელმაც პროფესიას ცხოვრების 40 წელი დაუთმო

🎥 „უსაყვარლესები ხართ, გაიხარეთ“ - ნოე სულაბერიძე ოჯახურ ფოტოს გვიზიარებს