Digest Logo

🎥 „გემი ჩემი შვილია... სიზმარშიც კი ხშირად ვარ აქ, მეძახის, მოდი ჩემთანო“ - გაიცანით, 85 წლის კაპიტანი, რომელმაც პროფესიას ცხოვრების 40 წელი დაუთმო

1726056527
სულიკო სეიდიშვილი

40 წელი ზღვაში და არც ერთი წუთი მის გარეშე - გაიცანით 85 წლის კაპიტანი, რომელიც თავის პროფესიაზე უზომოდაა შეყვარებული და მასზე ემოციების გარეშე ვერ საუბრობს.

დღეს სულიკო სეიდიშვილი ხისგან სხვადასხვა ზომის გემს თლის, რითაც საყვარელი საქმიანობის მონატრებას ებრძვის.

„ბაბუა რომ პატარა შვილიშვილს ხელში აიყვანს, იმის მსგავსი ემოციაა. გემი ჩემი შვილია, აქ გავიზარდე. 

სიზმარშიც კი ხშირად გემზე ვარ. მიძახის, მოდი ჩემთანო. 

ზღვა ბავშვობიდან მიყვარდა. სახლიდან გავიპარებოდი, მშიერი, მწყურვალი სულ ზღვაზე ვიყავი. 

მეზღვაურში სიყვარული იმდენად დიდია, ვერ გრძნობს, ვერც დაღლას, მოწყენილობას. 

როდესაც მეზღვაური გავხდი, დავინტერესდი გავმხდარიყავი კაპიტანი. 40 წელი ვიყავი ზღვაში, ცოტა ნამდვილად არ არის.

საჭე რა თქმა უნდა მენატრება, ყველაზე მოსაგონარი კი გემის გასვლა და შემოსვლაა. გასვლის დროს გენატრება შენი სახლი, ოჯახი. ბათუმი ყოველთვის იყო საყვარელი ქალაქი“, - ამბობს სულიკო სეიდიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „უსაყვარლესები ხართ, გაიხარეთ“ - ნოე სულაბერიძე ოჯახურ ფოტოს გვიზიარებს

🎥 „საქართველოს, დაახლოებით, 3 კვირით დავტოვებთ“ - ჯგუფი „მგზავრები“ ამერიკაში მიემგზავრება

„ყველაზე ნამდვილი, გულწრფელი, ყველაზე შეკრული გუნდი“ - გადაცემა „ჩვენი ოჯახი“ ახალი წამყვანებით ეკრანს უბრუნდება