Digest Logo

„კარგია ლოცვები, მედიტაციები და სხვა სულიერი პრაქტიკები...“ - ასტროლოგი 27 ნოემბრის სავსემთვარეობაზე

1701025313
ხათუნა ნოელი

27 ნოემბერს 13:16წთ-ზე მზე და მთვარე ერთმანეთის საპირისპირო ნიშნებში, ზუსტ ოპოზიციაში აღმოჩნდებიან, ამ მოვლენას კი სავსემთვარეობა ეწოდება, სწორედ ამ ასტროლოგიური მოვლენის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ხათუნა ნოელი პოსტს და საზოგადოებას რჩევებს აძლევს.

„13:16 უბრალოდ სავსემთვარეობის პიკია, თორემ მზისა და მთვარის ოპოზიცია უკვე დღეს საღამოს ჩაირთვება და ზეგ შუადღემდე იქნება საგრძნობი. ამიტომ ყველა გაფრთხილება რაც სავსემთვარეობის შესახებ იწერება, როგორც წესი ,ეხება მის წინა და მომდევნო დღეებსაც.

ასტრომოყვარულებმა ვფიქრობ უკვე კარგად იცით, რომ ასეთ დღეებში ყველა მნიშვნელოვანი საქმეების წამოწყებისაგან თავს ვიკავებთ, ვუფრთხილდებით ჩვენს ენერგიას, ჯანრთელობას, არ ვღებულობთ ალკოჰოლს, ნაკლებად მივირთმევთ ხორცეულობას და ვცდილობთ, თუ გარემოებები ამის საშუალებას გვაძლევს, წყნარ, მშვიდ ადგილას გავატაროთ დრო. ასევე , კარგია ლოცვები, მედიტაციები და სხვა სულიერი პრაქტიკები...
ახლა უშუალოდ ამ სავსემთვარეობის შესახებ რამოდენიმე სიტყვა.

ეს მოვლენა ამჯერად მშვილდოსნისა და ტყუპების ღერძზე ხდება, °-ზე. ამიტომ მათ ვისაც რუკაში ეს გრადუსები აქტიური გაქვთ( ნებისმიერ ნიშანში) ახლა მომხდარი ამბები არამხოლოდ 3 დღით, არამედ მთვარის მომდევნო ფაზამდე, ახალმთვარეობამდე, გაგყვებათ ექოდ.

ვიღაცისთვის ეს ექო სასიამოვნო იქნება, ვიღაცისათვის- უსიამოვნო. ეს უკვე ასპექტებზეა დამოკიდებული, თუ რას გიტრინავთ ან გიკვადრატებთ ეს წერტილები...სავსე მთვარე ტყუპებში ხაზს უსვამს აზრთა გაზიარებას, კომუნიკაციას, სწავლასა .ჰაერის სტიქიიის წარმომადგენლებს მიეცემათ საშუალება მეტი სოციალიზაციისათვის, ახალი კონტაქტებისა და მნიშვნელოვანი საბუთების გაფორმებისათვის.
სავსემთვარეობის ღერძი ერთის მხრივ პლუტონთან აკეთებს ჰარმონიულ ასპექტს, მეორეს მხრივ კი სატურნს ეკონფლიქტება. ანუ ურთიერთსაწინააღმდეგო ენერგიები მოდის...

საინტერესოა ისიც, რომ სწორედ ამ პერიოდში მერკური, რომელიც ჩვენს კონტაქტებს განსაზღვრავს, ნეპტუნთან მოდის დაძაბულ ასპექტში.

გამოდის, მიმდინარე ასპექტები გვკარნახობენ, მოვიქცეთ ისე, რომ არც მწვადი დავწვათ, არც შამფური. აქტიურად და კონსტრუქციულად კი ვიმოქმედოთ, მაგრამ უკან დასახევი გზაც არ უნდა მოვიჭრათ. სადაც საჭიროა, ნეპტუნიანური სირბილე და მგრძნობიარობა გამოვიჩინოთ, სადაც საჭიროა კი ხასიათის სიმტკიცე ვაჩვენოთ.
ასევე გეტყვით, რომ ამ დღეებში მოწამვლის რისკი იზრდება, როგორც ალკოჰოლური, ისე კვებითი და მედიკამენტოზური. ძალიან საფრთხილოა ფსიქიკური გადახრების, ან დეპრესიული ფონის მქონე ადამიანებისათვის. ახლობლებმა გააძლიერეთ კონტროლი, სუიციდური თემები შეიძლება წამოიწიოს.

უკეთესი იქნება, თუ შემოქმედებით არხში გადაიტანთ ამ ენერგიას, ხატეთ, წერეთ, ძერწეთ, ბოლობოლო კლასიკურ მუსიკას მაინც უსმინეთ... და დაიცავით წესები. რომელი? ყველა!! ამას ითხოვს ახლა სატურნი“ - წერს ხათუნა ნოელი.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ნეკა დოროყაშვილის მდიდრული სახლი და შვილთან ერთად ნულიდან დაწყებული ცხოვრება

🎥 „წლებია ველოდებოდი ამ ორსულობას... როგორც კი მოვეშვი და აღარ მქონდა მოლოდინი, ზუსტად მაშინ გავიგე ორსულობის ამბავი“ - ქეთი ხატიაშვილი

🔵„ვიცი, ამაზეც დაიწყებენ ლაპარაკს“ - გიორგი ნაზღაიძემ პლასტიკური ოპერაციები გაიკეთა და ვაკეში ბინა იყიდა