კარმული კვანძები (მათ რახუ-ქეთუს, ჩრდილოეთის და სამხრეთის, აღმავალ-დაღმავალ კვანძებსაც ეძახიან) 18-19 წელიწადში ერთხელ იცვლიან ნიშანს და ახლა ქალწული თევზების ღერძიდან ლომი მერწყულის ღერძზე გადადის, სადაც დარჩებიან 2028 წლის აპრილამდე.
ამ მდგომარეობაში ისინი 2007-2009 წლებში იყვნენ და გაიხსენეთ რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში, თქვენი გარშემო მყოფების ცხოვრებაში და ზოგადად, სამყაროში.
🛑 კარმული კვანძები ინდური ასტროლოგიიდან მოვიდა ჩვენთან, ისინი ფიქტიური წერტილებია, თუმცა, აქვთ გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე და ვთვლი, რომ უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ. კარმული კვანძების ტრანზიტის დროს იცვლება პრიორიტეტები, ყურადღების წერტილი. 2025 წლიდან კარმული კვანძები ქალწული-თევზების ღერძზე განლაგდნენ და გვასწავლიდნენ, რომ დაგვებალანსებინა ნდობა და კონტროლი, მსახურება და მიმღეობა, რაციონალურობა და შემოქმედებითობა, ტრადიციული მედიცინა და არატრადიციული. ეს ზოგადად, ყველასთვის მთელ მსოფლიოში, მაგრამ თითოეული ადამიანის რუკაში ღერძები კონკრეტულ სფეროში არიან განლაგებულნი და იქ ითხოვენ ყურადღების გამახვილებას.
🛑 ახლა ვნახოთ, რისკენ მიგვაქცევინებენ ყურადღებას კარმული კვანძების ლომი-მერწყულის ღერძზე განლაგება. ამჯერად სამხრეთის ღერძი, ქეთუ ლომში იქნება. ეს არის გათავისუფლების, წარსულში დატოვების წერტილი. უნდა მოიცილოთ ან თავისით მოგცილდებათ ის, რამაც თავისი თავი ამოწურა. ლომი არის „მე“, მეფე, ლიდერი, შემოქმედება, ბრწყინვალება. გარდა ამისა, ლომი მართავას ბავშვების თემას და მშობლების უმეტესობა მიხვდება, რომ შვილი მისი საკუთრება კი არა, პიროვნებაა, რომელიც საკუთარი თავის რეალიზაციისთვის მოვიდა ამქვეყნად.
🛑 ჩრდილოეთის კვანძი, რახუ ახლა იქნება მერწყულში. ეს არის ის, რისკენაც უნდა ვისწრაფოდეთ. მერწყული არის „ჩვენ“, თანამოაზრეები, ინტელექტუალური თანამშრომლობა. ლიდერების, ავტორიტეტების შეცვლის დრო.
შეიძლება უარი თქვათ ლიდერობაზე, მეფობაზე და გახდეთ რაიმე ჯგუფის წევრი, მაგრამ ისე, რომ არ დაკარგოთ ინდივიდუალურობა. უნდა შეძლოთ პირადისა და საერთოს გაერთიანება. საუკეთესო პროექტებს მეგობრულად შეკრული ჯგუფი განახორციელებს.
ანუ მოკლედ რომ შევაჯამოთ: ერთ ადამიანზე აღარ იქნება დამოკიდებული რამის გაკეთება, შექმნა, იქნება გუნდურობა, პარტნიორობა, პროფესიული საზოგადოებები. კიდევ უფრო მეტად განვითარდება თანამედროვე ტექნოლოგიები, ციფრული სფერო. იქნება ახალი ონლაინპროექტები, საგანმანათლებლო პლატფორმები. ადამიანები გაერთიანდებიან არა ლიდერის, არამედ იდეის გამო.
ურთიერთობებში იქნება თანასწორობა. ოჯახში ლიდერობისთვის ბრძოლა დასრულდება ან თუ ლიდერობის გაგრძელებას მოისურვებთ, ოჯახი დასრულდება. იქნება მეგობრულობა, საერო მიზნისთვის გვერდიგვერდ მუშაობა. შეიძლება ადამიანები საერთო პროექტზე სამუშაოდ გაერთიანდნენ და მერე გაუჩნდეთ ერთმანეთის მიმართ რომანტიკული გრძნობები. ხელოვნური ინტელექტი გახდება შემოქმედების: დიზაინერების, მხატვრების, მუსიკოსების, მწერლების, რეჟისორების დახმარე. ადამიანები პირადი ავტომობილებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადავლენ.
🛑 რა ხდება ამასობაში თქვენს ცხოვრებაში: ჩაიხედეთ ნატალურ რუკაში და ნახეთ სად გყავთ და რა სფეროებს მართავენ ლომი-მერწყულის ნიშანი. გაქვთ თუ არა ამ ნიშნებში პლანეტები. ეხება თუ არა დაბნელებები თქვენი რუკის პლანეტებსა და მნიშვნელოვან წერტილებს (შეგახსენებთ, რომ დაბნელება ლომში გველოდება 12 აგვისტოს).
🛑 ახლა კი გაეცანით ასტროლოგიურ პროგნოზს, რათა ზოგადი წარმოდგენა გქონდეთ იმისა, თუ რა შეიძლება შეიცვალოს მომდევნო 18 თვის განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში:
♈️ ვერძი: თითქოს ის, რაც ადრე გბოჭავდათ, ახლა გაგიშვებთ და მეტი შესაძლებლობა მოგეცემათ საკუთარი თავის პრეზენტაციისთვის. მეტად მოგინდებათ სოციალურ ცხოვრებაში ჩართვა, ახალ პროექტებზე მუშაობა. ზოგიერთი შეიძლება მშობელი გახდეთ და ამასთან, უნდა დაარეგულიროთ ურთიერთობა გერთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში. უნდა დაამეგობროთ თქვენი და თქვენი მეუღლის შვილები. არაა გამორიცხული, რომ თავად გადაწყვიტოთ შვილის გაჩენა. თუ აქამდე განმარტოებით ქმნიდით შემოქმედებით პროექტებს, ახლა უნდა წარმოადგინოთ სოციალურ ქსელებში. მოგინდებათ თქვენს სიყვარულზე საუბარი, თქვენი პარტნიორით ამაყობა.
♉️ კურო: გააქტიურდება თქვენი ოჯახისა და კარიერის ღერძი. რაღაც მნიშვნელოვანი მოვლენები უნდა მოხდეს თქვენს სახლში და სამსახურში; უნდა შეგეცვალოთ სტატუსი ამ სფეროებთან დაკავშირებით (დაწინაურება, ბიზნესის დაწყება/გაფართოება, დაქორწინება, შვილის დაბადება). შეიძლება დაასრულოთ რემონტი ბინაში, გადახვიდეთ ახალ სახლში ან თუ აქამდე შვილებს ზრდიდით, ახლა სრულად გადაერთოთ კარიერაზე.
♊️ ტყუპი: შეიძლება ერთ სასწავლებელში დაასრულოთ სწავლა და მეორეში ჩააბაროთ, ან საბუთები გადაიტანოთ სხვა სასწავლებელში, უცხოეთში გააგრძელოთ. შეიძლება იმოგზაუროთ უცხოეთში ან უცხოელებთან ითანამშრომლოთ. მიიღებთ დიპლომს, შეიძლება გამოქვეყნდეს თქვენი ლიტერატურული ნაწარმოები. ზოგიერთი დაასრულებთ იურიდიული საკითხის მოგვარებას. ზოგიერთს კი გამოგიჩნდებიან ახალი მეგობრები, ზოგიერთთან კი, ვისთანაც აღარ გაკავშირებთ საერთო ინტერესი, დაასრულებთ კომუნიკაციას. თუ ასაკი ხელს გიწყობთ, შეიძლება შვილიშვილი გეყოლოთ.
♋️ კირჩხიბი: ფინანსები და რესურსები გახდება თქვენთვის აქტუალური. უნდა მოიზიდოთ, დააბანდოთ ფული. მიიღოთ ფინანსური სარგებელი, მემკვიდრეობა ან ძვირფასი საჩუქარი მშობლებისგან. შეგეცვლებათ შემოსავლის წყარო. რაც უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებთ, მით მეტად აიმაღლებთ თვითშეფასებას. შეიძლება გადახვიდეთ ახალ, კეთილმოწყობილ ბინაში, შეიძლება მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს თქვენს პარტნიორს და თქვენც ისარგებლოთ მისი ფულით. არაა გამორიცხული, რომ ადრე დაბანდებულმა ფულმა მოგიტანოთ სარგებელი. თუ სოციალურ დახმარებას იღებთ, გაგეზრდებათ; შეიძლება დაგენიშნოთ პენსია ან მიიღოთ დეკრეტის ფული. ამასთან, გაფრთხილდით, რომ არავინ ისარგებლოს ბოროტად თქვენი ფინანსებით.
♌️ ლომი: მომდევნო პერიოდში დაბნელებები მოხდება თქვენი პარტნიორობის ღერძზე. შეიძლება მეგობრები ან პარტნიორები (სასიყვარულო და საქმიანი) საკუთარ თავზე წინ დააყენოთ. არაა გამორიცხული, რომ ამ პერიოდში გამოგიჩნდნენ ახალი მეგობრები ან პარტნიორები ან დაგიბრუნდნენ ძველები.
♍️ ქალწული: კარმული კვანძი თქვენს ნიშანს ტოვებს, ახლა უფრო თავისუფლად ისუნთქებთ, თითქოს მძიმე ტვირთი მოგეხსნათ ზურგიდან. ახლა ყურადღება უნდა მიაქციოთ მუშაობას, ყოველდღიური ვალდებულებების მოგვარებას, ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. ზოგიერთმა შეიძლება საკუთარი ბიზნესი გახსნათ, აიყვანოთ ახალი თანამშრომელი, საქმიანობაში მეტად გამოიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები. ზოგიერთი შეიძლება ახალი შინაური ცხოველის მფლობელი გახდეთ.
♎️ სასწორი: მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ ბავშვების თემას, გართობას, შემოქმედებით საქმიანობას. უნდა ჩაერთოთ შემოქმედებით პროექტებში ან თავად შექმნათ რამე. შეძლებთ ახალი იდეების განხორციელებას. გაგიუმჯობესდებათ სასიყვარულო ურთიერთობა, პირადი ცხოვრება. არ გამოაკლდეთ წვეულებებსა და დღესასწაულებს და თავადაც ხშირად მოაწყვეთ. ზოგიერთი გახდებით მშობელი და ზოგიერთი გადაწყვეტთ შვილის გაჩენას. შეიძლება ის საქმე, რაც აქამდე ჰობი იყო, თქვენი შემოსავლის წყარო გახდეს. შეიძლება დაიწყოთ ბიზნესი მეგობრებთან ერთად ან ინტერნეტსაქმიანობა.
♏️ მორიელი: მეტი დრო და ყურადღება უნდა დაუთმოთ სახლი-სამსახურის თემას. უნდა შექმნათ ოჯახი, შეიძინოთ უძრავი ქონება. თქვენს ოჯახში ახალი წევრი შემოვა. ამასთან, ყურადღება არ უნდა მოაკლოთ სამსახურს თუმცა, მიხვდებით, რომ რაღაც ახალი გსურთ და შეიძლება ახალი საქმე დაიწყოთ.
♐️ მშვილდოსანი: ცოტას ამოისუნთქავთ, რადგან კარმული კვანძები თქვენს მზესთან რთულ ასპექტებს ქმნიდნენ. მიხვდებით, რომ ბედნიერება თქვენ გვერდითაა. მოინდომებთ სწავლას ან თავად დაიწყებთ პედაგოგობას, მიიღებთ საბუთს უცხოეთში სწავლის ან იქ მუშაობის, ბიზნესის დაწყების შესახებ.
♑️ თხის რქა: ფინანსური ღერძი გიაქტიურდებათ. გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო, შეიძლება მიიღოთ სარგებელი ადრე დაბანდებული ფულისგან, ბიზნესისგან, მემკვიდრეობა. ზოგიერთი ფულს მიიღებთ საჩუქრად, მშობლებისგან. შეიძლება მატერიალური მდგომარეობა გაუუმჯობესდეს თქვენს პარტნიორს და თქვენც ისარგებლოთ. გარდა ამისა, უნდა დაიწყოთ ფულის დაბანდება სარფიან ბიზნესში, საკუთარ მომავალში (განათლება, ჯანმრთელობა).
♒️ მერწყული: ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები უნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, პლუტონმა ხომ დაიწყო თქვენი ტრანსფორმაცია და ახლა მთვარის აღმავალი კვანძი გადმოდის თქვენს ნიშანში. გაიხსენეთ რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში 18-19 წლის წინ. შეიძლება სრულიად სხვა სფეროში მოსინჯოთ ძალები და მიაღწიოთ საუკეთესო შედეგს. საინტერესო ისაა, რომ დაღმავალი კვანძი თქვენი პარტნიორების (საქმიანი და სასიყვარულო, მეგობარი, კლიენტი) ნიშანშია და შეიძლება ვინმესთან დაშორებამ მოგიწიოთ, თუ ხვდებით, რომ ეს ადამიანი ხელს გიშლით წინსვლაში ან არ განიჭებთ ბედნიერებას. გარდა ამისა, პერიოდულად შეიძლება გაიგოთ, რომ პარტნიორი, რომელმაც თქვენი დახმარებით, ცოდნით, ფულით წარმატებას მიაღწია, ახლა რეგრესს განიცდის. რადგან აღმავალი კვანძი თქვენს ნიშანშია, თავისუფლები თავად უნდა გააქტიურდეთ, რომ გაიუმჯობესოთ პირადი ცხოვრება.
♓️ თევზები: ჩრდილოეთის კვანძი თქვენი ნიშნიდან გადადის. 2027 წლის 20 თებერვალს გველოდება თევზები-ქალწულის ღერძზე ბოლო დაბნელება და კარმული კვანძები საბოლოოდ გადავლენ ლომი მერწყულის ღერძზე. რაღაც ეტაპის დასრულდება და სხვა ეტაპზე გადასვლა უნდა დაიწყოს. შეიძლება დეკრეტიდან გახვიდეთ სამსახურში ან გახვიდეთ პენსიაზე და დაიწყოთ ჰობი, ბავშვების მომზადება. ზოგიერთი შეიძლება სამუშაოდ წახვიდეთ უცხოეთში, ხანგრძლივი მივლინებით ან ემიგრაციაში. ეცადეთ, გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ბედნიერი მშობლები გამყოფოთ უფალმა“ - დათო ოქიტაშვილი ორგზის ბაბუა გახდა