Digest Logo

„ჩაეხუტეთ საყვარელ ადამიანებს, უთხარით სასიამოვნო სიტყვები...“ - თაკო მელიქიშვილი 28 ივლისის ენერგიებზე

1785218651
თაკო მელიქიშვილი

28 ივლისი წარმატების, დიდი შესაძლებლობებისა და ახალი დასაწყისების დღე!

დღის ენერგიები: 1 • 9 • 1.

დღეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დღეა ახალი წამოწყებებისთვის, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად და ფინანსური ნაბიჯების გადასადგმელად. ნუ შეგეპარებათ ეჭვი საკუთარ ძალებში. დღის ენერგია გაბედულად წინსვლასა და მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.

💵 დღეს აქტიურია „მილიონერის კოდი“ 28. ხელსაყრელი დღეა საბანკო ანგარიშის გასახსნელად, დოკუმენტების ხელმოსაწერად, ახალი პროექტების დასაწყებად, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გასამართად და დიდი მიზნებისკენ პირველი ნაბიჯების გადასადგმელად. შესაძლოა, იღბალი სწორედ დღეს თქვენს მხარეს აღმოჩნდეს.

📝 აუცილებლად დაწერეთ სურვილები ქაღალდზე. ჯერ კიდევ მოქმედებს ახალმთვარეობის ენერგია, ამიტომ ჩაიწერეთ თქვენი სურვილები, მიზნები, მადლიერება და აფირმაციები. განსაკუთრებით ეფექტურია მადლიერებით დაწყებული ფრაზები, მაგალითად: „მადლიერებით ვიღებ…“ ასეთი განწყობა სასურველის მოზიდვას ამარტივებს.

❤️ გაასხივეთ სიყვარული და სითბო. დღეს წარმატება მოდის არა ბრძოლით, არამედ სიმშვიდით, კეთილგანწყობითა და თბილი დამოკიდებულებით. ჩაეხუტეთ საყვარელ ადამიანებს, უთხარით სასიამოვნო სიტყვები და თავადაც მადლიერებით მიიღეთ სიყვარული.

🚿 თუ გაღიზიანებას იგრძნობთ, ემოციებს ნუ აჰყვებით. დღეს არ არის სასურველი ხმის აწევა, კამათი ან უკმაყოფილების გამოხატვა. უმჯობესია შხაპი მიიღოთ, წყალს დაატანოთ დაძაბულობა და შინაგანი სიმშვიდე დაიბრუნოთ.

🌟 ნუ შეგეშინდებათ დიდი მიზნების დასახვის. ეს დღე შესანიშნავია იმისთვის, რომ გაბედოთ ის, რაც ადრე შეუძლებლად გეჩვენებოდათ. იღბალი განსაკუთრებით მათ მხარესაა, ვინც თავდაჯერებულად და საკუთარი თავის რწმენით მოქმედებს.

💖 გისურვებთ, ამ დღემ მოგიტანოთ ფინანსური სიუხვე, ბედნიერი მოვლენები, ახალი შესაძლებლობები და თქვენი ყველაზე დიდი სურვილების ასრულება. იყავით ბედნიერები, საყვარლები და იცხოვრეთ სიუხვეში!

ასევე დაგაინტერესებთ:

28 ივლისი: დღე, როდესაც ფული ნიჭის, დისციპლინისა და არასტანდარტული გადაწყვეტილებების მეშვეობით მოდის - რას წერს ეზოტერიკოსი

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

🎥 „გადმონაშთია რაღაცის...“ - რამდენად ხშირად მიმართავენ ქალები ექიმებს საქალწულე აპკის აღსადგენად საქართველოში?