
„გვაქვს ის პერიოდი, რომელსაც ოდითგანვე ერქვა ნასესხები. აპრილის ზონა, როცა უცებ აცივდებოდა, დაცხებოდა და სამი დღე ყოველთვის იყო ძალიან ცივი. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რადგან ახლა მარტივად შეიძლება გაციება. ზოგმა საერთოდ გამორთო უკვე გათბობა.
ახლა გარდამავალი პერიოდია, გაზაფხულის პერიოდი ყოველთვის რთულია ჯანმრთელობისთვის, სამწუხაროდ ინფარქტების, ინსულტის, სხვა დაავადებების ალბათობა ამ დროს ყველაზე მაღალია. ცვალებადია ამინდი, წნევის ამბები ძალიან მნიშვნელოვანია. ხდება ქრონიკული დაავადებების გამწვავება, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. მაისში ეს ყველაფერი ალაგდება“, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ისაუბრა და საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარა.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს:
ვერძი - მიუხედავად იმისა, რომ ენერგოტონუსი მაინც მაღალია, გარკვეული საყურადღებო საკითხები მაინც გაქვთ. სუსტდება თქვენი სისხლძარღვოვანი სისტემა, რაც თავის ტკივილს გამოიწვევს. ძალიან ნუ გადაიღლებით. მხედველობასთანაც ფრთხილად იყავით.
კურო - პირველი თქვენი პრობლემაა წონა, ვენური სისტემა გიქმნით პრობლემას, როცა ფეხზე დგომა გიწევთ. ახლა თქვენ გაქვთ ყველაზე დაბალი იმუნიტეტი, 20 რიცხვამდე, ამიტომ გაუფრთხილდით მაქსიმალურად ჯანმრთელობას. სუსტი ზონებია: ყელი, ფარისებრი ჯირკვალი, სწორი ნაწლავის ზონა, ლიმფური სისტემა.
ტყუპები - თქვენ პრობლემა გაქვთ ვენებთან, ნუ დადგებით დიდხანს ფეხზე. იმედია ივლით ბევრს. ტკივილი, ვენის გამობერვა შეიძლება მოხდეს. ძილის წინ ზედმეტ ინფორმაციას ნუ მიიღებთ. თქვენი სუსტი ზონაა: მხრები, ხელები.
კირჩხიბი - ძვლოვანი სისტემა, სახსრები, მუხლები არის თქვენი სუსტი ზონა, ამიტომ არანაირი მკვეთრი მოძრაობები, სიმძიმის აწევის დროს. ასევე ყურადღება მიაქციეთ კვებას, კუჭის ზონას.
ლომი - ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი არის თქვენი სუსტი ზონა, ამიტომ კვების კულტურას ყურადღება მიაქციეთ. ისე ნუ იზამთ, როგორც იცით ზოგჯერ ღამის 12 საათზე იმდენს რომ შეჭამთ, ვეღარ სუნთქავთ და მერე მთელი დღე არ ჭამთ, ეს აღარ გააკეთოთ.
ქალწული - ყველაზე სუსტი წერტილია ნაწლავთა სისტემა. სპაზმი, შინაგანი დისკომფორტი იქნება. კვებასაც მიაქციეთ ყურადღება.
სასწორი - მთავარი სუსტი ზონაა ყელი, ფარისებრი ჯირკვალი და თირკმელი. არ გაიციოთ წელის არე და არ გაცივდეთ.
მორიელი - თქვენთვის მთავარია შარდ-სასქესო, რეპროდუქციული სისტემა, რომელიც ტრადიციულად სუსტი გაქვთ და ასევე კვების კულტურას მიაქციეთ ყურადღება. თან ტონუსი დაბალი გაქვთ. კატეგორიულად არ შეიძლება ამ პერიოდში აბორტი.
მშვილდოსანი - გაითვალისწინეთ, რომ ახლა ენერგია გემატებათ, მაგრამ გაუფრთხილდით გულს, მას დასვენება სჭირდება. ასევე ნაღვლის ბუშტს მიაქციეთ ყურადღება.
თხის რქა - მთავარი სუსტი ზონაა იმუნიტეტი, ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები. იყავით თბილად. ასევე კვებას მიაქციეთ ყურადღება.
მერწყული - შესუსტებული ნერვული სისტემაა პრობლემა. მნიშვნელოვანია ძილის მოწესრიგება. ასევე ფეხის კუნთების დაჭიმვაა მოსალოდნელი. სუნთქვითი ვარჯიშისთვის საუკეთესო დროა, გაათავისუფლეთ ფილტვები და არანაირი თამბაქო!
თევზები - ლიმფური სისტემა, ტერფის ზონა, ფეხის გადაბრუნების ალბათობა მაღალია. კარგი იქნება ძილის წინ თბილ წყალში თუ ჩააწყობთ ტერფებს. ყურადღება მიაქციეთ ნერვულ სისტემას.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ძლიერი ქარი, ტემპერატურის ვარდნა, ნალექი - კობა ფარტენაძე ამინდის პროგნოზს აქვეყნებს