Digest Logo

„ხანდახან სიყვარული აღარ არის თავისუფლება, იქცევა შიშად...“ - როგორ მივხვდეთ ვართ თუ არა ემოციურ დამოკიდებულებაში

1762244434
თამარ კვარაცხელია

პიროვნული ზრდის სამყაროს სპეციალისტი თამარ კვარაცხელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც  ემოციურ დამოკიდებულებაზე საუბრობს. 

მისი თქმით, სიყვარული ხანდახან აღარ არის თავისუფლება, არამედ შიში, რომ „ის წავა“:

„ემოციური დამოკიდებულება – გზამკვლევი განკურნებისკენ:

როცა სიყვარული ტკივილად იქცევა და რას ნიშნავს ემოციური დამოკიდებულება?

ხანდახან სიყვარული (შვილის, მეუღლის, ბიჭი/გოგო, მეგობრის, მშობლის..) აღარ არის თავისუფლება - იქცევა შიშად. შიში, რომ თუ ის წავა… მე ვინ ვარ მის გარეშე? მოვკვდები, მის გარეშე რა მეშველება?

ეს არ არის სიყვარული, ეს არის შიში.

ეს უკვე არ არის სიყვარული — ეს არის ემოციური დამოკიდებულება.

ფსიქოლოგიაში ამას უწოდებენ ემოციურ დამოკიდებულებას, შეშინებულ მიჯაჭვულობას.

საიდან იწყება? 

როცა ბავშვობაში სიყვარული პირობითი იყო: „მიყვარხარ, თუ კარგი შვილად იქნები…“.

როცა გვესმოდა: „გაჩუმდი, არავის აინტერესებს შენი გრძნობა“.

როცა მიტოვებამ, განქორწინებამ, სიცივემ გვასწავლა — სიყვარული საშიშია, არ არის უსაფრთხო.

და ჩვენში გაჩნდა პროგრამა: „თუ მარტო დავრჩები — მე არავინ არ ვარ, არ ვარსებობ, რა აზრი აქვს ცხოვრებას....“.

როგორ ვიგებთ, რომ ემოციურად დამოკიდებული ვართ?

მუდამ ველოდები შეტყობინებას/ზარს.

ვკარგავ საკუთარ თავს, უარს ვამბობ საკუთარ ცხოვრებაზე ოღონდ ის არ წავიდეს.

მეშინია, რომ საკმარისი არ ვარ.

ვაკონტროლებ, ვეჭვიანობ, არ მაქვს მიზანი, ცხოვრების ხედვა.

გამოსავალი არსებობს.

ცვლილებები იწყება ერთ, ორ მსგავს წინადადებაში:

„მე ვაფასებ და მიყვარს საკუთარი თავი. მე ყველგან და ყოველთვის ვიზრუნებ და გვერდით დავუდგები ჩემ თავს“.

რას ვაკეთებთ განკურნებისთვის?

1. ვაღიარებ, რომ დამოკიდებულებაში ვარ — და ეს სირცხვილი არ არის.
2. ვქმნი შინაგან სიმშვიდეს: ვიმეორებ – „შენ უსაფრთხოდ ხარ, მე შენთან ვარ.“
3. ვსწავლობ საზღვრებს — ვეღარავინ გადაკვეთს ჩემს სულის საზღვრებს და შინაგან სამყაროს ნებართვის გარეშე.
4. ვიბრუნებ საკუთარ ცხოვრებას – ჰობი, სხეული, მიზნები, შემოსავალი, სული.

პრაქტიკა:

მიჯაჭვულობისგან გათავისუფლება და ღვთაებრივი თავისუფლების მოპოვება“, - წერს თამარ კვარაცხელია. 

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ამჩნევ, რომ ადამიანები იმეორებენ შენს აზრებს, ჩაცმულობასა და ქცევებს“ - 10 ნიშანი იმისა, რომ შენს ვიბრაციას მაღალი სიხშირე აქვს

„როდესაც ბავშვი სკოლაში მიდის, მას ორი ზურგჩანთა აქვს მოკიდებული... მეორეს ვერ დაინახავ“ - რას წერს ფსიქოლოგი ანა კვიჟინაძე

„მათი ემოციური განვითარება იმ დონეზეა, სადაც ისინი სამყაროს ცენტრად საკუთარ თავს მიიჩნევენ“ - მაია მომცელიძე „პრინცესა ბიჭებისა“ და „პატარა გოგონების“ ფენომენზე