Digest Logo

„როდესაც ბავშვი სკოლაში მიდის, მას ორი ზურგჩანთა აქვს მოკიდებული... მეორეს ვერ დაინახავ“ - რას წერს ფსიქოლოგი ანა კვიჟინაძე

1762243204
ანა კვიჟინაძე

ბავშვთა ფსიქოლოგი ანა კვიჟინაძე სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს. 

მისი თქმით, როდესაც ბავშვი სკოლაში მიდის, მას ორი ზურგჩანთა აქვს მოკიდებული, ერთი ხილულია, მეორე კი უხილავი:

„როდესაც ბავშვი სკოლაში მიდის, მას ორი ზურგჩანთა აქვს მოკიდებული.

ერთი ხილულია: ის სავსეა რვეულებით, წიგნებით, ფანქრებით, ზოგ შემთხვევაში ლანჩბოქსითაც.
მეორე კი უხილავია და სწორედ ის არის მთავარი.

მეორე ზურგჩანთაში დევს ყველაფერი, რაც ბავშვს სახლიდან მოაქვს, გუშინდელი პატარა გამარჯვება, შიშები, მოლოდინების სიმძიმე, რომლის გამართლებასაც ცდილობს. ზოგჯერ ზურგჩანთა სავსეა მშობლის დილის ჩახუტებითა და კარებთან მოძღვნილი ღიმილის მოგონებით. სხვა დროს კი - მძიმეა დილის ჩხუბითა და იმედგაცრუებით.

შიგნით ასევე შეიძლება იყოს მიკუთვნებულობის განცდა ან მარტოობა. თავდაჯერებულობა ან შფოთვა.

და ყველაზე სიღრმეში ჩალაგებულია ის, რისთვისაც ბავშვი ჯერ სიტყვებს ვერ პოულობს - ის, რაც სურს, რომ ვინმემ შეამჩნიოს… ოდნავ მაინც რომ შეუმსუბუქდეს ზურგჩანთა.

P.S. იმ მეორე ზურგჩანთას ვერ დაინახავ.

მაგრამ თუ ყურადღებით შეხედავ ბავშვს, ამოიცნობ მის თვალებში, სიჩუმეში ან ქცევაში”, - წერს ანა კვიჟინაძე. 

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მათი ემოციური განვითარება იმ დონეზეა, სადაც ისინი სამყაროს ცენტრად საკუთარ თავს მიიჩნევენ“ - მაია მომცელიძე „პრინცესა ბიჭებისა“ და „პატარა გოგონების“ ფენომენზე

„ნამდვილი სიყვარული არ იწყება აყვავებულ სიტყვებით, ვნებით ან შემთხვევითი მომენტით, არამედ სიჩუმეში, იმ უხილავ წამში როცა ორი სული ერთმანეთს ცნობით აღიარებს“ - ზაზა ჯაიანი

ნოემბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - „მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ“