Digest Logo

„მათი ემოციური განვითარება იმ დონეზეა, სადაც ისინი სამყაროს ცენტრად საკუთარ თავს მიიჩნევენ“ - მაია მომცელიძე „პრინცესა ბიჭებისა“ და „პატარა გოგონების“ ფენომენზე

1762242750
 მაია მომცელიძე

ნუმეროლოგი, ბედის მატრიცის, ბიოენერგეტიკული რუკის სპეციალისტი მაია მომცელიძე, რომელიც პირად, ბავშვთა და შეთავსების რუკებს ქმნის და სიღრმისეულ ანალიზს აკეთებს, სოციალურ ქსელში „პრინცესა ბიჭებისა“ და „პატარა გოგონების“ ფენომენზე საუბრობს. 

მისი თქმით, ასეთი ადამიანების ემოციური განვითარება იმ დონეზეა, სადაც ისინი სამყაროს ცენტრად საკუთარ თავს მიიჩნევენ და ელოდებიან, რომ გარშემომყოფები მათ საჭიროებებს უპირობოდ დააკმაყოფილებენ:

„ემოციური მოუმწიფებლობა: „პრინცესა ბიჭებისა“ და „პატარა გოგონების“ ფენომენი.

„პრინცესა ბიჭების“ ფენომენი (ემოციურად მოუმწიფებელი მამაკაცი):

ტერმინი „პრინცესა ბიჭი“ გამოიყენება იმ ზრდასრულ მამაკაცებთან მიმართებაში, რომლებიც მიუხედავად ასაკისა, ინარჩუნებენ ბავშვურ ან მოზარდულ დამოკიდებულებებსა და მოლოდინებს ცხოვრებისა და ურთიერთობების მიმართ.

მათი ემოციური განვითარება იმ დონეზეა, სადაც ისინი სამყაროს ცენტრად საკუთარ თავს მიიჩნევენ და ელოდებიან, რომ გარშემომყოფები მათ საჭიროებებს უპირობოდ დააკმაყოფილებენ.

დამახასიათებელი ნიშნები:

ისინი პარტნიორისგან ელიან არა თანასწორ კავშირს არამედ "დედობრივ“ ზრუნვას ემოციურ მხარდაჭერას, პრობლემების გადაწყვეტას, ცხოვრების ორგანიზებას. ამასთან ისინი მიიჩნევენ რომ ეს ზრუნვა და მომსახურება მათ უბრალოდ „ეკუთვნით“ და არ აფასებენ პარტნიორის ძალისხმევას, რაც ურთიერთობას ცალმხრივს ხდის.

ფოკუსირება „მიღებაზე“ ურთიერთობას უყურებენ როგორც რესურსს, საიდანაც მუდმივად უნდა მიიღონ სიყვარული, აღტაცება, დადასტურება, ფული ან მომსახურება. მათ უჭირთ პარტნიორის საჭიროებების დანახვა ან მათზე ფიქრი, რადგან საკუთარი სურვილები მათთვის ყოველთვის პრიორიტეტულია. ნამდვილი ემპათია მათთვის რთული მისაღწევია, რადგან მათი ყურადღების ცენტრი საკუთარი თავია.

არ იციან როგორ დაარეგულირონ საკუთარი ემოციები და ითხოვენ, რომ ეს პარტნიორმა გააკეთოს მათ მაგივრად. მათი განწყობა ხშირად დამოკიდებულია გარე ფაქტორებზე ან პარტნიორის ქმედებებზე. მათი ემოციური რეაქციები ხშირად არაპროპორციულია სიტუაციის მიმართ, რაც პარტნიორს აიძულებს მუდმივად „ცეცხლის ჩაქრობის“ რეჟიმში იყოს.

გაურბიან სერიოზულ ვალდებულებებს და ურჩევნიათ კომფორტის ზონაში დარჩნენ. ცვლილებები და სირთულეები მათთვის მძიმე ტვირთია, რომლის გადაბარებაც პარტნიორზე სურთ. ფინანსური პასუხისმგებლობისგან თავის არიდება და პარტნიორზე დამოკიდებულება ამ ფენომენის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გამოვლინებაა.
კრიტიკის მიუღებლობა და ნარცისტული ტენდენციები. „პრინცესა ბიჭს“ ხშირად აქვს მყიფე თვითშეფასება, რომელიც გარე დადასტურებაზეა დამოკიდებული. ნებისმიერი კრიტიკა (თუნდაც სამართლიანი) აღიქმება როგორც პირადი თავდასხმა, რასაც ხშირად მოჰყვება თავდაცვითი რეაქცია, ბრაზი ან პარტნიორის დადანაშაულება. ისინი ელიან მუდმივ აღტაცებას და იგნორირებას უკეთებენ ნებისმიერ ნაკლს რომ შეინარჩუნონ იდეალური „მე“- ს ილუზია.

„პრინცესას“ ან „პატარა გოგოს“ ფენომენი (ემოციურად მოუმწიფებელი ქალბატონი):

ემოციური მოუმწიფებლობა არ არის მხოლოდ მამაკაცების თვისება. არსებობენ ქალბატონებიც, რომლებიც ზრდასრულ ასაკშიც „პატარა გოგოს“ პოზიციაში რჩებიან და პარტნიორ მამაკაცისგან „მამის“ ან „მხსნელის“ ფუნქციას ელიან.

დამახასიათებელი ნიშნები:

მუდმივი მოლოდინი „გადარჩენის“: ისინი ეძებენ მამაკაცს რომელიც ფინანსურად და ემოციურად „გადაარჩენს“ ან უზრუნველყოფს. ისინი თავს სუსტ, დაუცველ არსებად აღიქვამენ, რომელსაც სჭირდება მუდმივი დაცვა და მატერიალური უზრუნველყოფა.

ხშირად მიმართავენ ემოციურ მანიპულაციებს, გადაჭარბებულ რეაქციებს, რათა მიიღონ სასურველი ყურადღება ან კონტროლი პარტნიორზე.

საკუთარ წარუმატებლობებში ან უბედურებაში სხვებს განსაკუთრებით პარტნიორს, ადანაშაულებენ. მათ უჭირთ იმის მიღება და გააზრება რომ, საკუთარ ცხოვრებაზე თავად არიან პასუხისმგებელნი.

მათ სჯერათ ზღაპრული „პრინცის“ არსებობის, რომელიც მათ ყველა სურვილს უსიტყვოდ შეუსრულებს და მისი ცხოვრების აზრი გახდება.

საით მივყავართ ამ ყველაფერს?

როგორც „პრინცესა ბიჭის“ ისე ემოციურად მოუმწიფებელი ქალის შემთხვევაში, მთავარი პრობლემა არის თანასწორობის არარსებობა ურთიერთობაში. საკუთარი თავის უსიყვარულობა.

ჯანსაღი სიყვარული არის ორი სრული, თვითკმარი ინდივიდის კავშირი, რომლებიც უზიარებენ ერთმანეთს სიყვარულს, სითბოს, მზრუნველობას, ემოციებს...

მოუმწიფებელი სიყვარული არის ორი ნახევარი ინდივიდის მცდელობა, რომ ერთმანეთით შეივსონ საკუთარი სიცარიელე და მიიღონ ის, რაც თავად აკლიათ (ზრუნვა, უსაფრთხოება, დადასტურება...).

ემოციური სიმწიფე კი ნიშნავს, რომ შენ ხარ შენი ემოციების და ცხოვრების ბატონ-პატრონი.

ნამდვილი ურთიერთობის მიზანი არ არის დანაკლისის შევსება, არამედ სიყვარულით სიყვარულის ზრდა.

პარტნიორი უნდა იყოს თანასწორი და თვითკმარი პიროვნება, ვისთან ერთადაც სურვილი გაქვს გააგრძელო გზა, გაუზიარო გამოცდილება და ურთიერთპატივისცემის ფონზე გაძლიერდეთ“, - წერს მაია მომცელიძე.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ნამდვილი სიყვარული არ იწყება აყვავებულ სიტყვებით, ვნებით ან შემთხვევითი მომენტით, არამედ სიჩუმეში, იმ უხილავ წამში როცა ორი სული ერთმანეთს ცნობით აღიარებს“ - ზაზა ჯაიანი

ნოემბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - „მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ“

„შესანიშნავი დღეა ხელშეკრულებების გაფორმებისთვის, დიდი შენაძენებისთვის და ქორწინებისთვის“ - თაკო მელიქიშვილი 4 ნოემბრის ენერგიებზე