ასტროლოგ „ანა მზიანის“ პროგნოზით, მაისი ვერძის ნიშნით დაბადებულთათვის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ინტელექტუალური აქტივობის პერიოდია. თვე დატვირთულია პლანეტარული ცვლილებებით, რაც მოითხოვს როგორც ფიზიკურ აქტივობას, ისე გადაწყვეტილებების მიღებისას გონიერებას.
ჩემო ძვირფასო ვერძებო, გილოცავთ მაისის დადგომას, ყველაფერი საუკეთესო მოგიტანოთ ვარდებისა და იასამნების თვემ. ასტროლოგიური მოვლენებით მაისი საკმაოდ დატვირთულია.
გველოდება ორი სავსემთვარეობა: პირველი პირველ მაისს, 21:22-ზე მორიელში და მეორე 31 მაისს 12:44-ზე მშვილდოსანში. ამ დროისთვის მზე უკვე ტყუპში იქნება, თუმცა, მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრულად და ვნახოთ, რას მოგიტანთ პლანეტების კონფიგურაცია მაისში. შეგახსენებთ, რომ პროგნოზს უნდა გაეცნოთ თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით.
პირველ მაისს, 21:22-ზე სავსემთვარეობა გველოდება მორიელში - უნდა მოგვარდეს მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხი. შეიძლება ადრე დაბანდებული ფულიდან მიიღოთ სარგებელი. ზოგს შეიძლება გაგახსენდეთ ძველი წყენა რომ ვერ მიიღეთ სასურველი, ის, რაც გეკუთვნოდათ. შეიძლება საკუთარ თავზეც გაბრაზდეთ, რომ მაშინ ვერ გადადგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რასაც ახლა ნანობთ. უნდა გადაიხადოთ ვალი, კრედიტი, გადასახადი. შეიძენთ ძვირადღირებულ ნივთს. ზოგმა შეიძლება მიიღოთ ფული ჯილდოდ, საჩუქრად, მემკვიდრეობით.
3 მაისს მერკური კუროში გადავა, სადაც დარჩება 17 მაისამდე - უფრო დინჯი საუბარი გექნებათ, დაფიქრებული, აღარ გასცემთ დაუფიქრებელ დაპირებებს. გააქტიურდებით, რომ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა - შემოსავლის ახალი ან დამატებითი წყარო.
5 მაისს მარსი დაძაბულ ასპექტშია იუპიტერთან, ხოლო მერკური - პლუტონთან - რთული და დაძაბული დღეა. ამიტომ, თუ აუცილებელი არაა, ამ დღეს ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან შეხვედრებს, საქმეებს. გაფრთხილდით, რომ მშვიდი საუბარიც კი არ გადაიზარდოს ურთიერთობის გარკვევაში.
6 მაისს ვენერა ოპოზიციაშია ლილიტთან (შავი მთვარე) - ნუ აჰყვებით ცდუნებას, რომ გადაყაროთ ფული, სიყვარულის გამო გაიღოთ მსხვერპლი. მოერიდეთ რაღაც იდეის გამო თქვენი პრინციპების გაწირვას. ლილიტისა და ვენერას შეერთება გვქონდა 2025 წლის 28 ნოემბერს და გაიხსენეთ რა ხდებოდა ამ დღეს.
6 მაისს პლუტონი რეტროგრადული ხდება 16 ოქტომბრამდე - პლუტონი არის დიდი ტრანსფორმაცია და იგი ბრუნდება კონკრეტულ წერტილში იმის გამო, რომ მოხდეს იმის გაწმენდა, რაც ვერ გაიწმინდა პირველ ჯერზე. უნდა მიუბრუნდეთ ძველ იდეებს ან შეიძლება ისინი ახალ კოლექტივში განახორციელოთ. ზოგიერთს გელოდებათ ძველ ჯგუფში, სწავლასთან დაბრუნება, რათა გაიუმჯობესოთ მომავალი.
14 მაისს მზე-მერკურის შეერთება გველოდება კუროში - ამ დღეს ფრთხილად იყავით მგზავრობისას, საბუთების მოწესრიგებისას. დაფიქრდით, რას გთავაზობენ. ისე არ გამოვიდეს, რომ ფული თქვენ დააბანდოთ, სხვამ ისარგებლოს და თქვენ ხელცარიელი დარჩეთ. ნუ გაიღებთ ყველაფერს არაფრის სანაცვლოდ.
17 მაისს გველოდება ახალმთვარეობა კუროში 00:01-ზე - სიახლეები გელოდებათ ფინანსების სფეროში. მოგინდებათ ფულის გამომუშავება, შეიძლება გააქტიურდეთ, რომ დამატებითი შემოსავალიც გაიჩინოთ, მაგრამ თან მოგინდებათ ფულის დაგროვება, ფინანსების საკუთარ ჯანმრთელობაში, კეთილდღეობაში დაბანდება.
17 მაისს მერკური გადადის თავისი მმართველობის ნიშანში - ტყუპში, სადაც დარჩება პირველ ივნისამდე. გახშირდება მეგობრული შეხვედრები, კომუნიკაცია ახლობლებთან. მიიღებთ ახალ ინფორმაციას, ცოდნას, მოგინდებათ მოგზაურობა და მსუბუქად, იოლად გაემგზავრებით სასურველ ადგილას.
17 მაისიდან 23 ივნისამდე თქვენი მმართველი პლანეტა მარსი კუროშია - ფიზიკურად უნდა გააქტიურდეთ, რომ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება დაგჭირდეთ რთული საქმის შესრულება. კარგი იქნება, თუ დაიწყებთ ვარჯიშს, გაიკაჟებთ სხეულს.
18 მაისს მერკური შეერთებაშია ურანთან - დაგებადებათ ახალი იდეები. მოგინდებათ კრეატიულად აზროვნება, დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმა, თუმცა, სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ. ზოგიერთი გადაწყვეტთ ახალი ტექნოლოგიების ათვისებას, სწავლას.
19 მაისს ვენერა კირჩხიბში გადავა, სადაც დარჩება 13 ივნისამდე - მეტი დრო უნდა დაუთმოთ სახლის მოლამაზებას, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ამაზე ფულის დახარჯვა მოგიწევთ. გაანებივრებთ ოჯახის წევრებს ლამაზი ნივთებითა და გემრიელობებით.
21 მაისს მზე, ერთი თვით, ტყუპში გადადის - გახშირდება მიმოსვლა, კომუნიკაცია, მოგინდებათ მეტი ინფორმაციის, ცოდნის მიღება. შეიძლება გაემგზავროთ ტურებზე, პიკნიკზე.
22 მაისს მზე ურანთან შეერთებაშია - დაგებადებათ ახალი იდეები, რომელთა განხორციელებაც თქვენს ნიჭიერებას გამოავლენს. თქვენს საქმიანობაში, ბინზნესში, სწავლაში აქტიურად უნდა გამოიყენოთ თანამედროვე გაჯეტები, ხელოვნური ინტელექტი.
25 მაისს მზე მთვარის კარმულ კვანძებს შორისაა და მერკური დაძაბულ ასპექტშია შავ მთვარესთან - კარგად დაფიქრდით, სანამ შემოთავაზებას დათანხმდებით, ახლობლისგანაც რომ მიიღოთ. დღეს მიხვდებით, ვინაა თქვენი ნამდვილი მეგობარი და ვინ ასეთად გაჩვენებთ თავს.
26 მაისს, მზე ასპექტშია პლუტონთან - უნდა გააქტიურდეთ, რომ სოციალუმში ღირსეული ადგილი დაიმკვიდროთ თქვენი საქმიანობით. შეიძლება მიუბრუნდეთ ძველ იდეებს ან ჯგუფს, სადაც ადრე იყავით გაწევრიანებული და ახლა ახლებურად, ძველი შეცდომების გათვალისწინებით, იმოქმედოთ.
31 მაისს, 12:44-ზე სავსემთვარეობა გველოდება მშვილდოსანში - სავსემთვარეობა ისედაც ემოციური პერიოდია და საკმაოდ რთული დღეა და ეცადეთ, ამ და პლუს/მინუს 3 დღე იყოთ ფრთხილი და დაკვირვებული თქვენი იურიდიული საკითხების, უცხოეთის თემებში. შეიძლება გადაწყვიტოთ სწავლა ან მოგზაურობა უცხოეთში.
წყარო:
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ 30 წელს გადაცილებული სელებრითები, რომლებიც კვლავ მოზარდებივით გამოიყურებიან
⭕ „ჩემი სიყვარული 22 წლის გახდა!“ - ლულუ კახიანი ქალიშვილს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს
⭕ მაისის კრიტიკული თარიღები, როცა ექიმთან ვიზიტი სახიფათოა! - ეკა კვარაცხელიას რეკომენდაციები