Digest Logo

„ხშირად სრულდება ტკივილით, გაკვეთილი მიღებულია, მაგრამ მიჯაჭვულობა კიდევ ცოცხალია“ - რას წერს ქეთევან ჯანდიერი კარმულ სიყვარულზე

1762245745
ქეთევან ჯანდიერი

იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც კარმულ სიყვარულზე საუბრობს. 

მისი თქმით, როცა კარმულ პარტნიორს ხვდები, შენში ყველაფერი იცვლება. ეს სიყვარული არ არის მშვიდი, ის არის ცეცხლი, რომელიც წვავს, რომ განგწმინდოს:

„არსებობს კარმული სიყვარული - როცა სული ტკივილში იხსენებს თავის წარსულს..

კარმული სიყვარული არ იწყება ამ ცხოვრებაში. ის მოდის იქიდან, სადაც დრო არ არსებობს — სადაც ორი სული ერთმანეთთან შეხებით, აღთქმას დებს:

„გასწავლი იმას, რასაც ვერ ხედავ და შენ გამათავისუფლებ ჩემი ჩრდილიდან“.

როცა კარმულ პარტნიორს ხვდები, შენში ყველაფერი იცვლება. ეს სიყვარული არ არის მშვიდი. ის არის ცეცხლი, რომელიც წვავს, რომ განგწმინდოს. კარმული ურთიერთობა, როგორც წესი, არ მოდის ბედნიერებისთვის — ის მოდის, რომ გიბიძგოს გაცნობიერებისკენ. ის გაჩვენებს შენს სუსტ მხარეებს, შიშებს, ეგოს თამაშებს და „გაიძულებს”, რომ გადაიზარდო იმ ადამიანად, ვინც სინამდვილეში ხარ.

ხშირად კარმული სიყვარული სრულდება ტკივილით.. გაკვეთილი მიღებულია, მაგრამ მიჯაჭვულობა კიდევ ცოცხალია. სულები ამ დროს დგანან ძველსა და ახალ გზას შორის:

ერთმა უნდა გაუშვას, მეორემ უნდა ამოისუნთქოს. და როცა ეს პროცესი ტკივილით სრულდება, სწორედ მაშინ იბადება სულიერი სიბრძნე.. შენ აღარ ეძებ სიყვარულს გარეთ, იწყებ მის პოვნას საკუთარ გულში.

კარმული სიყვარული — ეს არის სულის სარკე, სადაც შენ ხედავ საკუთარ ჩრდილს. როცა ამ ჩრდილს ჩაეხუტები და არ გაექცევი, სიყვარული იწყებს გარდაქმნას. ტკივილი ნაზად იქცევა ცნობიერებად და შენ ხვდები, რომ ყველაფერი, რაც გაწუხებდა, სიყვარულის ერთი დიდი გაკვეთილი იყო.

თუკი ოდესმე გიყვარდა ისე, რომ თითქოს იწვოდი და დაგფერფლა/გაგანადგურა, იცოდე, ეს შენი სული გელაპარაკებოდა.. ის გთხოვდა, რომ დაგემთავრებინა ძველი ციკლი და გაგეღო კარი ახალი სინათლისთვის.. კერძოდ, ისეთი სიყვარულისთვის, რომელიც აღარ გტკივა, არ მოითხოვს, არ ფლობს, უბრალოდ არსებობს და განიჭებს ბედნიერებას..

ჩემო კარგებო.. ყველა შემთხვევა სრულიად ინდივიდუალურია.

ზოგისთვის ეს არის ტკივილიდან გათავისუფლების პროცესი, ზოგისთვის — ძველი აღთქმის განახლება, ხოლო სხვებისთვის - კარმის დასრულება და ახალ ეტაპზე გადასვლა და ა.შ.

შენი კარმული კავშირი შეიცავს უნიკალურ ხაზებს:

რატომ მოხვდა ეს ადამიანი შენს ცხოვრებაში?

რა გაკვეთილი გელოდება/გქონდა ამ ურთიერთობაში?

დასრულდა თუ ისევ მიმდინარეობს ძველი კარმა?“, - წერს ქეთევან ჯანდიერი. 

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე შევხვდით ერთმანეთს...“ - რას წერს დათო ოქიტაშვილი ლაშა ბასლანძეზე

„ხანდახან სიყვარული აღარ არის თავისუფლება, იქცევა შიშად...“ - როგორ მივხვდეთ ვართ თუ არა ემოციურ დამოკიდებულებაში

„ამჩნევ, რომ ადამიანები იმეორებენ შენს აზრებს, ჩაცმულობასა და ქცევებს“ - 10 ნიშანი იმისა, რომ შენს ვიბრაციას მაღალი სიხშირე აქვს