27 ოქტომბერს რესტორან „ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა.
ლაშა ბასლანძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ.
გარდაცვლილს დღეს, 4 ნოემბერს დაკრძალავენ. მას საბურთალოს ამაღლების ეკლესიიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი გამოეხმაურა და ლაშასთან ბოლო შეხვედრა გაიხსენა:
„რთულია წარსულში ისაუბრო ადამიანზე, რომელიც დადებითი ენერგიით, სიკეთით იყო აღსავსე. კეთილი საქმეების კეთება აბედნიერებდა. ასეთი იყო ჩვენი ლაშა.
გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე შევხვდით ერთმანეთს, ბევრი ვისაუბრეთ, ქალბატონი ლელაც ვნახე, ბევრი მოვეფერეთ ერთმანეთს.
ამ დროს ყველა სიტყვა უძლურია, მხოლოდ გვერდში დგომა გამძლეობა.
ჩემო სალომე შენ და შენს ოჯახს, ქალბატონო ლელა, მადლობა თქვენ ასეთი
შვილის გაზრდისათვის, დროებით კეთილო ადამიანო“, - წერს დათო ოქიტაშვილი.
ლაშა ბასლანძე 40 წლის ასაკში 2025 წლის 27 ოქტომბერს გარდაიცვალა.
ლაშა ბასლანძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, გავრცელებული ინფორმაციით კი იგი გულის შეტევით გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ლაშა ბასლანძე პროდიუსერი და რესტორან „ქვევრის“ მფლობელი გახლდათ. ლაშას პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ელენე ჰყავს, რომელთან ერთადაც იტალიაში გარდაცვალებამდე მოგზაურობდა.
მისი მეუღლე მომღერალი სალომე ბაკურაძეა. წყვილი 2014 წელს დაქორწინდა.
მათ ერთი საერთო შვილი, 9 წლის სანი ჰყავთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: