„7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი, 2026 წელი. მთვარის 22-ე დღე (23:00-02:00)“, - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი სოციალურ ქსელში გვიზიარებს:
„სიმბოლური შესატყვისება: მშვილდოსნის მე-13 და 24-ე გრადუსები.
სიმბოლო: განეშას სპილო (შივას შვილი), მოტეხილი ეშვით, გრაგნილი და ოქროს გასაღები.
მოქმედება: სწავლა.
სახელწოდება: სპილო, წიგნი.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
მისტიკური ზეგავლენა: ნაღვლიანი დღეა, ცხოვრების შეცნობის. შეიძლება მომავლის პროგნოზირების გაკეთება. კარგია მედიტაცია, უკეთესია სწავლას თუ დაუთმობთ ამ დღეს. აქ ხდება საკუთარი ისტორიული ფესვების კვლევა, არქივზე მუშაობა. ხშირია სიზმარში აღმოჩენები. რეკომენდებულია მომავლის ამოცნობა, გაგება (არა კარტებით), მედიტაციები ასტრალური სიმბოლოებით. კარგია მკითხაობა „გარდაქმნების წიგნი ი-ცზინი”-თ. ამ დღეს უნდა ასწავლოთ სხვებს, გადასცეთ გამოცდილება, გამოიჩინოთ გულუხვობა, ანდა უბრალოდ გაიღრმავოთ ცოდნა.
სოციალური ზეგავლენა: სიბრძნის დღეა. კონტაქტები არ არის რეკომენდებული. ამ დღეს ალტრუიზმი და გულუხვობა გამოიჩინეთ.
სამედიცინო თვალსაზრისით: დაავადებები საშიშია. ხშირად სასიკვდილო. ავადმყოფი ხვდება თავის მდგომარეობას, ეშინია. განსაკუთრებით საშიშია მენჯისა და ბარძაყის მიდამოებში, ხერხემლის ქვედა ნაწილი. მკვეთრ მოძრაობებს ერიდეთ. რეკომენდებულია ბევრი ჭამა. დატვირთეთ კუჭი.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები: ცოდნითა და სიბრძნით აღჭურვილები არიან. ტვინი გაცილებით უკეთ უმუშავებთ, ვიდრე სხვა დღეს დაბადებულებს. სულიერად მდიდარი და სამართლიანები არიან. ცინიკოსები და კონსერვატორები, მაგრამ სწავლობენ ხალისით და წარმატებით. საგნის არსს ადვილად სწვდებიან. ნებისმიერი მეცნიერების შესწავლის ნიჭი აქვთ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 22-ე დღეს 3-ჯერ ნაკლები ბავშვი იბადება, ვიდრე სხვა დღეებში.
ზეგავლენა ჩასახვაზე: - მთვარე იმყოფება ვერძის ზოდიაქოში 6.07-ის 19:08 სთ-დან 9.07-ის 0:31 სთ.მდე
აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, ლომის და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის. სუსტად დადებითი დღეები ექნება ტყუპების და მერწყულის ნიშნებს.
საქმეში წარმატება, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობა ექნება ქალწულის და მორიელის ზოდიაქოს.
ვერძის და სასწორის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
კუროს ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი სუსტად დადებითია.
დადებითია აღნიშნული დღეები თევზების ნიშნისთვის.
კრიტიკულია ეს დღეები კირჩხიბის და თხის რქის ნიშნებისთვის.
დღის პროგნოზი: 7 ივლისი სუსტად დადებითი დღე იქნება“, - წერს ბესო ბეციაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
🎥 „მე ყველაფერი გავეცი, რითაც ბედნიერი ვარ...“ - კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
⭕„თუ ჩემი და ღვთის ნება ერთმანეთს ასცდა, დამთავრებულია ჩემი საქმე...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 7 ივლისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით