Digest Logo

„კი არ იყვიროთ თქვენს შესაძლებლობებზე, საქმით დაამტკიცეთ“ - ასტროლოგი 2027 წლის მთავარ მოვლენებსა და გამოწვევებზე

1794853682
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

ასტროლოგი ანა მზიანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში, 2027 წლის მთავარ ასტროლოგიურ მოვლენებსა და ტენდენციებს მიმოიხილავს.

მისი შეფასებით, მომავალი წელი ხუთი დაბნელებითა და პლანეტების მნიშვნელოვანი ტრანზიტებით იქნება გამორჩეული, განსაკუთრებული ასტროლოგიური დატვირთვის ქვეშ კი ზოდიაქოს ხუთი ნიშანი - ვერძი, ტყუპი, ლომი, ქალწული და მერწყული მოექცევა:

„2027 წლის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები და ზოდიაქოს რომელი ნიშანი იქნება მთავარი სამიზნე.

☀🎄💜 სანამ 2027 წლის ასტროლოგიური პროგნოზების შედგენას შევუდგები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, ჯერ თავად წელს მიმოვიხილავ.

2027 წელს გველოდება 5 დაბნელება - 2 მზის და 3 მთვარის. როგორც წესი, სტანდარტულად, წელიწადში 4 დაბნელება გვაქვს, 2 მზის და 2 მთვარის, თუმცა, წელიწადში 6 დაბნელებაც გვქონია, ბოლოს, 2020 წელს და 2029 წელსაც გვექნება - 4 მზის და 2 მთვარის. კარგი ისაა, რომ პლანეტების აქტიური მიმოსვლა არ გველოდება. სატურნი, ურანი, ნეპტუნი და პლუტონი თავიან ნიშნებში რჩებიან.

☀🎄💜 წლის განმავლობაში მთვარის კარმული კვანძები ლომი-მერწყულის ღერძზე არიან განლაგებულები და დაბნელებებიც ძირითადად ამ ნიშნებში გველოდება:

პირველი იქნება 2027 წლის 6 თებერვალს, მერწყულის მე-17 გრადუსში. 21-ში იქნება მთვარის დაბნელება ქალწულში (ამით თევზები-ქალწულის ღერძზე დაბნელებები 18 წლით დაგვემშვიდობება). 18 ივლისს მთვარის დაბნელება გველოდება თხის რქის 25-ე გრადუსში, 2 აგვისტოს მზის ლომის მეათე გრადუსში და 17 აგვისტოს მთვარის მერწყულის 24 გრადუსში. როგორც წესი, დაბნელებების დერეფანში ორი დაბნელება გვაქვს, ერთი ხსნის, მეორე ხურავს, მაგრამ წელს, ზაფხულის დაბნელებების დერეფანში 3 დაბნელება მოუწევს.

☀🎄💜 წლის მთავარი დაბნელება 2 აგვისტოს, ლომის მე-10 გრადუსში გველოდება და საინტერესოა იმით, რომ ასეთი ხანგრძლივი მზის დაბნელება ჯერ არ ყოფილა - 6 წუთი და 23 წამი (დაბნელება საშუალოდ 3,5 წუთი გრძელდება). ვის შეეხება ეს მზის დაბნელება ყველაზე მეტად? ვისაც ლომის, მერწყულის, კუროსა და მორიელის 8-12 გრადუსებში გყავთ პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები. ახლა რაც შეეხება ჩემს „საყვარელ“ ნერვებისმომშლელ ხუთეულს:

☀🎄💜 სატურნი ვერძშია. 2027 წელს პლანეტა ვერძში დაახლოებით 2-28 გრადუსზე იმოძრავებს. ვერძს სურს იმოქმედოს სწრაფად, აქტიურად, დაუფიქრებლადაც. სატურნი კი რქებში მოქაჩავს და სერიოზულობისკენ მოუწოდებს, რომ დაწყებული უნდა დაასრულოს სამოქმედო გეგმა შეადგინოს და მიჰყვეს. თუ პირველ ჯერზე არ გამოუვიდა, ხელი არ ჩაიქნიოს და კიდევ სცადოს. ვერძის ყველა ინიციატივა მოითხოვს დაკვირვებას, თანმიმდევრილობასა და პასუხისმგებლობას. ვითარებას ისიც ართულებს, რომ ვერძშივეა ნეპტუნი (დაახლოებით ვერძის 2-7 გრადუსზე იმოძრავებს). შეიძლება იყოს ბუნდოვანება, ახალი იდეების დაბადება, ცოტა ილუზიებსა და ოცნებებში გადავარდნა და ამიტომ კიდევ უფრო მეტად უნდა გააძლიეროთ სატურნი. შეეცადეთ, ნეპტუნისგან მიღებული იდეები და შთაგონება სატურნის დახმარებით რეალობად აქციოთ.

☀🎄💜 იუპიტერი 2027 წლის 26 ივლისს დატოვებს ლომის ნიშანს და ქალწულს ესტუმრება. წლის პირველ ნახევარში მოგინდებათ პომპეზურობა, საკუთარი უპირატესობის დემონსტრირება, განახორციელებთ გრანდიოზულ გეგმებს, იქნებით შემოქმედებითი, გულუხვი. 26 ივლისიდან კი გვირგვინი უნდა მოიხსნათ, ხელები დაიკაპიწოთ და მუშაობა დაიწყოთ, რომ პროფესიულად წარმატებული გახდეთ. ჩამოწერეთ გრანდიოზული იდეები? ახლა დაიწყეთ მათი დეტალურად განხილვა და განხორციელება. აქცენტი გაკეთდება სამუშაოზე, პროფესიულ წინსვლაზე და ფინანსური საკითხების გაუმჯობესებაზე. სანამ იუპიტერი ლომში იქნება, სამყაროსგან საჩუქრებს ვერძი, თავად ლომი და მშვილდოსანი მიიღებს, ხოლო როცა ქალწულში გადავა, კურო, თავად ქალწული და თხის რქა დასაჩუქრდება. 3 აპრილს და 12 ივლისს იუპიტერი ჰარმონიულ ასპექტს შექმნის სატურნთან. ეს კარგი დღეებია (პლუს/მინუს 2-3 დღე) სერიოზული საქმეების დასაწყებად, პროფესიული წინსვლისთვს, მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. უნდა გააქტიურდეთ ვერძები, ლომები და მშვილდოსნები. 10 სექტემბერს კი ურანი-იუპიტერის დაძაბული ასპექტი ტყუპებს, ქალწულებს, მშვილდოსნებს და თევზებს გაგააქტიურებთ, რომ გადახედოთ და შეცვალოთ გეგმები, იყოთ მეტად მოქნილები, მიიღოთ გამოწვევები როგორც წინსვლის, განვითარების შანსი.

☀🎄💜 პლუტონი ისევ მერწყულშია... 2043 წლამდე. აქვე იქნება აღმავალი კარმული კვანძიც. პლუტონი არის ტრანსფორმაცია, ძირეული ცვლილებები. მერწყული არის კოლექტური საქმიანობა, მომავლის ტექნოლოგიები, თავისუფლება, სამეგობრო, ცვლილებები იქნება ამ სფეროებში. პლუტონი 2027 წელს მერწყულის დაახლოებით 4-7 გრადუსზე იმოძრავებს და ცვლილებებს მოუტანს ყველას, ვისაც ამ გრადუსებში გყავთ პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები. აგრეთვე, ლომებს, კუროს და მორიელს.

☀🎄💜 ურანი ტყუპის ზოდიაქოშია, 2027 წელს კი ტყუპის დაახლოებით 2-10 გრადუსზე იმოძრავებს. ტყუპის ურანი ცვლის სწავლის, ურთიერთობის, საბუთების ფორმატს. უფრო აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი, ციფრული ინსტრუმენტები. ახალი პროფესიები გაჩნდება, ძველი კი შეიძლება გამოუსადეგარი გახდეს. თუ აქამდე ყველა საბუთი და დოკუმენტი ფურცელზე გეწერათ, ახლა უნდა გააციფრულოთ. შეიძლება შეისწავლოთ რაღაც ახალი, თუნდაც უცხო ენა, ჩაეწეროთ ახალ კურსებზე, მთავარია, ხარისხს მიაქციოთ ყურადღება და ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენება დაიწყოთ. ივნისში ურანს ჰარმონიული ასპექტი ექნება პლუტონთან და ნეპტუნთან. ახალი იდეების განხორციელება და სასიამოვნო ნაცნობობა გელოდებათ. შეიძლება დაიწყოთ ახალი, თამამი და ინოვაციური იდეების განხორციელება ან მიიღოთ საინტერესო შემოთავაზება. ეს განსაკუთრებით ეხებათ ტყუპებს, მერწყულებს, ვერძებს, სასწორებს, ლომებსა და მშვილდოსნებს.

☀🎄💜 დაბოლოს, ჩემი საყვარელი ლილიტიც ვახსენოთ, 2026 წლის 14 სექტემბრიდან ლილიტი თხის რქაშია. 2027 წლის 12 ივნისიდან კი მერწყულში იქნება 9 თვით. სანამ ლილიტი თხის რქაში იქნება, შეიძლება ადამიანებს მოუნდეთ ძალაუფლების, თანამდებობის დაკავება ან არსებულის ბოროტად გამოყენება. მერწყულში ლილიტის დროს გახშირდება თავისუფლებისთვის ბრძოლა, შეიძლება იყოს ანარქიაც. ზოგიერთი შეიძლება მეგობრებს დაშორდეს, მათი შეუფერებელი საქციელის გამო ან გამოვიდეს რაღაც ჯგუფიდან, კოლექტივიდან. გაფრთხილდით სოციალურ ქსელებში.

☀🎄💜 2027 წლის 10 იანვრიდან პირველ აპრილამდე მარსი რეტროგრადული ხდება ქალწულში და 21 თებერვალს დაბრუნდება ლომში. ლომში იქნება დაღმავალი კარმული კვანძიც. ქალწული არის სამსახური, პროფესია, ვალდებულება; ლომი თვითრეალიზაცია, შემოქმედება, ინიციატივა. მარსი კი ენერგია, ინიციატივა, ქმედება, აგრესიაც. ამგვარად, მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს უშუალო ვალდებულებებს, ქმედებებს, როგორ აკეთებთ, როგორ შედეგს იღებთ. რა გამოგარჩევთ სხვებისგან, როგორ აგვარებთ კონფლიქტებს. შეიძლება მიუბრუნდეთ ძველ საქმეებს, გადაუჭრელ საკითხებს. მეტად ჩაუკირკიტდეთ დეტალებს. ამასთან, გირჩევთ, ენერგია დაზოგოთ და არ გადაიწვათ; კი არ იყვიროთ თქვენს შესაძლებლობებზე, საქმით დაამტკიცოთ. მარსის გავლენას ყველაზე მეტად იგრძნობენ ლომები და ქალწულები. აგრეთვე კურო, მორიელი, მერწყული, ტყუპები, მშვილდოსანი და თევზები.

☀🎄💜 2027 წელს მერკური სამჯერ გახდება რეტროგრადული: პირველად 9 თებერვლიდან სამ მარტამდე. მეორედ 10 ივნისიდან-4 ივლისამდე და მესამედ: 7-28 ოქტომბერს. ეცადეთ, რეტროგრადული მერკურის დროს არ შეიძინოთ გაჯეტები, არ გააფორმოთ ხელშეკრულება, არ დაგეგმოთ მოგზაურობა.

☀🎄💜 ხშირად მეკითხებით ხოლმე რომელი თვეა ყველაზე კარგი, 2027 წელს თებერვალი, ივლისი და აგვისტო შედარებით დატვირთული იქნება ასტროლოგიური მოვლენებით.

☀🎄💜 გამოთვლებით რომ არ დაგღალოთ, უცებ შევაჯამებ და გეტყვით ვინ იქნება 2027 წლის მთვარი სამიზნე: ვერძი სატურნისა და ნეპტუნის გამო. ტყუპი ურანის გამო. ლომი მარსის, იუპიტერისა და დაბნელებების გამო. ქალწული იუპიტერისა და მარსის გამო. მერწყული ლილიტის, პლუტონისა და დაბნელებების გამო. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იქნება მათთვისაც, ვისაც ამ ნიშნებში გყავთ პლანეტები, სტელიუმი ან მნიშვნელოვანი წერტილები. თუმცა, ვერც ერთზე ვერ ვიტყვი, რომ ან კარგი წელი ექნება, ან ცუდი, ყველაფერი პირად ასტროლოგიურ რუკაზე დამოკიდებული. თუ გაინტერესებთ, როგორი იქნება 2027 წელი კონკრეტულად თქვენთვის, ჩაეწერეთ ჩემთან ასტროლოგიურ კონსულტაციაზე.

გისურვებთ, რომ 2027 წელს იყოთ ჯანმრთელი, ბედნიერი, წარმატებული, ხვავიანი და ბარაქიანი; სიხარულის, სიყვარულის და სურვილების ასრულების წელი გქონდეთ“, - წერს ანა მზიანი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „დღის ბოლოს მაინც მარტო ხარ „ოქტაგონზე“ - ბრძოლის მიღმა არსებული მარტოობა და ძმის განსაკუთრებული როლი: ილია თოფურიას გულახდილი ინტერვიუ

🎥 „გოგოები ძმასთან მატანდნენ წერილებს...“ - როგორ იშოვა პირველი ფული ჩემპიონმა: ილია თოფურიას სახალისო ისტორია რუსთავის სკოლიდან

⭕„საქართველოს ნაკრები აუცილებლად უნდა დავამარცხოთ“ - ილია ზაბარნი

✕