
გაიგეთ, რა ასაკში ჯობს თქვენთვის ოჯახის შექმნა და რატომ...
♈ვერძი
ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის დაქორწინება ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთანავე მათ უყვართ დამოუკიდებლობაზე ფიქრი. ამიტომაც მათთვის უმჯობესია 20 წლის ასაკში შეუღლება. ამ შემთხვევაში ქორწინებაში ბედნიერებას მიაღწევენ.
♉კურო
კუროებისთვის ოჯახში სტაბილურობა პრიორიტეტულია. ურთიერთობა, ქორწინება და საყვარელი ადამიანი, რომელიც მათ სახლში ელოდება - ეს ისაა, რისკენაც კუროები მიისწრაფვიან. მათთვის ყველაზე კარგი ასაკი დასაოჯახებლად 25 წელია.
♊ტყუპები
ტყუპები რომანტიკულ სიყვარულზე ოცნებობენ. ისინი გულის რჩეულს ადრეულ ასაკში შეხვდებიან, მაგრამ 35 წლისანი დაქორწინდებიან.
♋კირჩხიბი
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები საყვარელ ადამიანს 30 წლის ასაკში შეხვდებიან. სწორედ ეს პერიოდია მათთვის ქორწინებისთვის საუკეთესო დრო.
♌ლომი
მიუხედავად იმისა, რომ ლომის გული ბევრ სიყვარულს იტევს, მათ შესაფერისი ადამიანის საპოვნელად მაინც დიდი დრო ესაჭიროებათ. მათთვის ოჯახის შესაქმნელად საუკეთესო ასაკი 30 წელია.
♍ქალწული
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლების ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია ოჯახს და ამიტომაც ისინი დაოჯახებას ადრე ცდილობენ. როგორც წესი, ეს 20-25 წლის ასაკში ხდება.
♎სასწორი
სასწორის სიყვარულის ღირსი შესაძლოა ბევრი იყოს, მაგრამ ის მაინც ადრეულ ასაკში ქორწინდება - როგორც წესი, 20 წლისა.
♏მორიელი
მორიელები დამოუკიდებლობას მოწიფულ ასაკამდე ინარჩუნებენ. ამას გარდა, ის თავისი ვნებიანი ბუნებითაც არის ცნობილი. ამიტომაც ისინი ან 20 წლის ასაკში ქორწინდებიან ან უკვე 35 წლის შემდეგ.
♐მშვილდოსანი
თუკი მასთან შეუღლება გსურთ, მაშინ მის მოთვინიერებას ნუ შეეცდებით, მას თავისუფლების შეგრძნება უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება შეუღლების ასაკს, იდეალური 30 წელია.
♑თხის რქა
თხის რქას კომფორტი და უსაფრთხოება სწყურია. ამიტომაც ისინი დაქორწინებამდე პარტნიორს დიდხანს აკვირდებიან. შესაბამისად, შეუღლების ასაკიც 25-30 წლამდე გადაიწევს.
♒მერწყული
ზოდიაქოს ამ ნიშანს ენერგიულობა და ენთუზიაზმი ახასიათებს. მათთვის ქორწინება ადრეულ ასაკში უმჯობესია, ამიტომაც ხშირად 20 წლისანი ქორწინდებიან.
♓თევზები
თევზებს სერიოზული ურთიერთობები აფრთხობთ, ამიტომაც ქორწინდებიან მხოლოდ მაშინ, როცა კარგად არიან დარწმუნებულები. ეს პერიოდი კი მათთვის 30 წლის ასაკში დგება.
აგრეთე დაგაინტერესებთ:
🔵4 მარტივი რჩევა, თუ როგორ ვებრძოლოთ სიცხეს - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაციები
🔵„კეტო დიეტის შემდეგ უფრო მეტს მოიმატებთ“ - წონაში დასაკლებად აი, ეს საკვები უნდა მიიღოთ
🔵„ნოყიერი საუზმე ზედმეტ კილოგრამებს დაგაკლებინებთ“ - ენდოკრინოლოგი
წყარო: funtime.ge