Digest Logo

კურო-მორიელის სავსემთვარეობა: ილუზიების დასასრული და სტრუქტურული წმენდა - რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი

1777552423
რამაზ გიგაური

კურო-მორიელის სავსემთვარეობა: ილუზიების დასასრული და სტრუქტურული წმენდა - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს სოციალურ ქსელში ასტროლოგი რამაზ გიგაური აქვეყნებს:

„კურო-მორიელის სავსემთვარეობა: ილუზიების დასასრული და სტრუქტურული წმენდა 

1-ელ მაისს, თბილისის დროით 21:23 საათზე, 2026 წლის ერთ-ერთი ყველაზე რთული სავსემთვარეობა დადგება — მზე კუროს, ხოლო მთვარე მორიელის ნიშანში იქნება.

⚡️ სავსემთვარეობა მორიელის ნიშანში — ეს უკვე კრიზისია. მაგრამ ახლა საქმე გვექნება არა რიგით დაპირისპირებასთან, არამედ ფიქსირებული ჯვრის ტაუ-კვადრატთან — ასტროლოგიის ერთ-ერთ ყველაზე ხისტ და უკომპრომისო კონფიგურაციასთან, სადაც მთავარ დარტყმას კონფიგურაციის მწვერვალზე მდებარე პლუტონი (მერწყულში) მიიღებს. ეს ნიშნავს, რომ ტოლერანტობისა და დიპლომატიის დრო სრულდება.

🌍 მუნდანურ დონეზე ეს კონფიგურაცია ფინანსური და პოლიტიკური სტაბილურობის ფუნდამენტს ძირფესვიანად შეარყევს.

წარმოიდგინეთ უკიდურესად დაჭიმული ენერგეტიკული ველი: ერთ მხარეს იქნება მზე კუროში, რომელიც სტატუს-კვოს, კომფორტის ზონას და მატერიალურ გარანტიებს ჩაებღაუჭება. მის საპირისპიროდ იქნება მორიელის მთვარე — კრიზისის, ტრანსფორმაციისა და ფარული სქემების სიგნიფიკატორი (მმართველი). ეს ოპოზიცია შექმნის მძლავ ენერგიას, რომელიც გამოსავალს მხოლოდ ერთ წერტილში — მერწყულში მდებარე პლუტონში იპოვის. ⚔️ ეს არა უბრალოდ ენერგიების აბსტრაქტული ჭიდილი, არამედ გეოპოლიტიკური და ეკონომიკური კარკასის რღვევა იქნება. მატერიალური რესურსების, ტერიტორიებისა და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების სურვილი (კურო) ფარულ, აგრესიულ ძალაუფლებასა და ჩრდილოვან სამხედრო ოპერაციებს (მორიელი) შეეჯახება. ეს კონფლიქტი ბუნებრივია, გლობალურ ცხელ წერტილებში აირეკლება: ენერგომატარებლებზე, სავაჭრო ლოგისტიკურ დერეფნებსა და სტრატეგიულ პოზიციებზე კონტროლისთვის ბრძოლა უკიდურესად გამწვავდება.

💻 სისტემური კვანძი გაიხსნება მერწყულის პლუტონით, რაც იმას ნიშნავს, რომ სტანდარტული მეთოდები — დიპლომატიური მოლაპარაკებები ან კულუარული გარიგებები — ვეღარ იმუშავებს. ამიტომ ვიხილავთ ბრძოლის სრულიად ახალ, ტექნოლოგიურ ფორმებს. მოსალოდნელია უპრეცედენტო კიბერ-დივერსიები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე (ენერგოქსელები, ცენტრალური საბანკო სერვერები, საკომუნიკაციო სისტემები) და ინფორმაციული ომის ახალ ეტაპზე გადასვლა.

📉 ეკონომიკურ სექტორში მოვლენები ბევრად უფრო ცხადი და თვალსაჩინო გახდება. ნელ-ნელა დაიმსხვრევა ის ფინანსური ილუზიები, რომლებზეც აქამდე მსხვილი კორპორაციები თუ ტრადიციული საბანკო სისტემები იდგნენ. საზოგადოება უფრო მომთხოვნი გახდება და უსამართლობაზე თვალი აღარ დახუჭავს — ადამიანები მეტ გამჭვირვალობას მოითხოვენ. შესაბამისად, ის პოლიტიკური თუ ფინანსური ჯგუფები, რომლებიც ძალაუფლების შენარჩუნებას ხელოვნური კრიზისების ხარჯზე შეეცდებიან, ხალხის ძალიან მკაფიო და ღია წინააღმდეგობას შეეჯახებიან.

⚖️ იმოქმედებს მარტივი, მაგრამ დაუნდობელი წესი: ყველაფერი, რაც სიცრუეზე, რესურსების მიტაცებასა და ჩრდილოვან სქემებზე დგას — ფარული საერთაშორისო შეთანხმებებით დაწყებული, ეროვნული ბანკების მანიპულაციებით დამთავრებული —გამოაშკარავდება და კრახის წინაშე დადგება.

🛡 მიუხედავად ამ რადიკალური სურათისა, კოსმოსი პრაგმატულ გამოსავალსაც შემოგვთავაზებს. მორიელის მთვარე ჰარმონიულ ტრიგონს შექმნის კირჩხიბში მდებარე იუპიტერთან. ეს ის უძლიერესი საყრდენი იქნება, რომელიც ტაუ-კვადრატის დარტყმას გაანეიტრალებს. მუნდანურ ჭრილში ეს ასპექტი მიუთითებს, რომ კრიზისის მშვიდად გადალახვა შესაძლებელი იქნება ფუნდამენტური ფასეულობებისა და საბაზისო უსაფრთხოების სტრუქტურების გაძლიერებით. იუპიტერი იმოქმედებს როგორც დამცავი ბუფერი მათთვის, ვინც შეინარჩუნებს კანონიერებას და საეჭვო ავანტიურებში არ გაეხვევა.

📌 რას უნდა ველოდოთ და როგორ ვიმოქმედოთ?

• 💰 ფინანსური რეორგანიზაცია: საუკეთესო დრო იქნება ვალების გასასტუმრებლად, ბიუჯეტის ოპტიმიზაციისა და არასასურველი ფინანსური ვალდებულებებისგან გასათავისუფლებლად. ნებისმიერი მატერიალური ტვირთი, რომელსაც ამ პერიოდში მოიშორებთ, გზას სტაბილურობისკენ გაგიხსნით.

• 🤝 პრაგმატული კავშირები: ტყუპების ვენერასა და ვერძის სატურნის ჰარმონიული ასპექტი აჩვენებს, რომ გადარჩებიან მხოლოდ ის კავშირები, რომლებიც საერთო პასუხისმგებლობასა და მკაფიო გათვლებზე იქნება აგებული. რომანტიკა მეორეხარისხოვანი გახდება — წინ წამოვა საერთო ინტერესები.

• 🛑 რისკების მართვა: მარსისა და იუპიტერის დაძაბული კვადრატი შექმნის ცრუ თავდაჯერებულობის რისკს. ეს ასპექტი მიანიშნებს სერიოზულ პრობლემებს იმპულსურ ინვესტიციებთან, დაუფიქრებელ ხარჯებთან და ღია კონფლიქტში ჩართვასთან დაკავშირებით.

♈♓ ზოდიაქოს ნიშნების დინამიკა

🔴 ინტენსიური (კურო, მორიელი, ლომი, მერწყული): ფიქსირებული ჯვრის ნიშნები ამ სავსემთვარეობის ეპიცენტრში აღმოჩნდებიან. თქვენთვის ეს ტრანსფორმაციის მთავარი ფაზა იქნება. მოგიწევთ დაემშვიდობოთ კომფორტის ზონას, მოძველებულ პრინციპებს ან ამოწურულ ურთიერთობებს. მიიღეთ ცვლილებები — ნებისმიერი წინააღმდეგობა პროცესს მხოლოდ გაართულებს.

🟢 კონსტრუქციული (კირჩხიბი, თევზები, ქალწული, თხის რქა): მოსალოდნელი კრიზისი თქვენთვის ახალი შესაძლებლობების ფანჯარა იქნება. გაგიჩნდებათ შანსი, სწორი გათვლების ხარჯზე ფინანსური სარგებელი მიიღოთ, პროფესიული პოზიციები გაიმყაროთ და რთული პროექტები დაასრულოთ.

🟠 სარისკო (ვერძი, სასწორი): ეს სავსემთვარეობა გიბიძგებთ იმპულსურად იმოქმედოთ და საკუთარ შესაძლებლობებს გადააჭარბოთ. მოერიდეთ იურიდიულ დავებს, ხელმძღვანელობასთან დაპირისპირებას და ფიზიკურ გადაღლას. დისტანცირება ამ დროს თქვენი საუკეთესო თავდაცვა იქნება.

🔵 ნეიტრალური (ტყუპები, მშვილდოსანი): თქვენ ეს პროცესები დიდი ალბათობით არ შეგეხებათ. შეეცადეთ, მოვლენებს გარედან დააკვირდეთ. გამოიყენეთ ეს დრო ინფორმაციის შესაგროვებლად, დიპლომატიური სვლებისთვის და საკუთარი ნერვული სისტემის დასტაბილურებისთვის“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ რა არის „ბელტეინი“ ანუ „ხორბლის დღე“ - რიტუალები და რჩევები თამუნა იოსელიანისგან

⭕ „შენ თაფლს ანადგურებ ისე, რომ არც კი იცი“ - რას წერს არუნ ხათრი

⭕„სიცოცხლე იწყება მაშინ, როცა სიყვარულს იწყებ“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე