ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ადამიანებზე და მათ სულიერ მდგომარეობაზე წერს.
როგორც გიორგი ლობჯანიძე ამბობს, სიცოცხლე მაშინ იწყება როცა სიყვარული იცი:
„ადამიანი ნამდვილად პატარაა სამყაროსთან შედარებით, მაგრამ მისი სული იმდენად დიდია, რომ შეუძლია მთელი კოსმოსი დაიტიოს.
სამყარო უსასრულოა არა მხოლოდ სივრცით, არამედ, აზრითაც.
ყოველი ვარსკვლავი მოწმობაა იმისა, რომ სინათლე სიბნელეშიც იბადება.
მომენტებში გაუგებრობა არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე ცდება, ზოგჯერ ეს ნიშნავს, რომ ისინი უბრალოდ განსხვავებულად აზროვნებენ.
როცა ორი სული სხვადასხვა განვითარების ეტაპზეა, მათ შორის სიჩუმეც კი შეიძლება გაუგებრობად იქცეს.
ადამიანის სიდიადე არ იზომება იმით, თუ რამდენს მიაღწევს, მთავარია რა კვალს ტოვებ.
სიცოცხლე იწყება მაშინ, როცა სიყვარულს იწყებ“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„როგორ გიხდება წითელი“ - რა კადრებს აქვეყნებს გვანცა დარასელია
⭕„არ გირჩევთ ახალი ურთიერთობის დაწყებას“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი