მინეროლოგი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას კვირა საღამოს რიტუალის შესახებ ინფორმაციას უზიარებს.
„კვირა საღამოს აიღეთ ღრმა თეფში, ჩაასხით ცივი წყალი, ჩაყარეთ 7 მწიკვი მარილი და წყალს უთხარით:
„მარილიან წყალს საწოლის ქვეშ ვდგამ, ღამით საკუთარ თავს ნეგატივისგან ვასუფთავებ.
პრობლემები, უსახსრობა და მტრები მიდიან, ხოლო ბედნიერი და მდიდარი ცხოვრება ჩემკენ მოდის. მარილიანი წყალი სასწაულებს ახდენს.
ასე იყოს.“
შემდეგ დადგით ეს წყალი საწოლის ქვეშ და დაიძინეთ.
მარილი წყალში გაიხსნება და ღამის განმავლობაში მისი აორთქლება დაიწყება, ის თქვენგან წაიღებს მთელ ნეგატივს, უბედურებასა და თვალს, მოგაშორებს შურსა და არასასურველ ადამიანებს თქვენი გზიდან, გაასუფთავებს დაბრკოლებებს და გახსნის ყველა გზას.
დილით ეს წყალი გადაასხით ნიჟარაში ან ტუალეტში“, - წერს თამუნა იოსელიანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ფული მოდის ოფიციალური სამსახურიდან ან ტრადიციული ბიზნესიდან“ - 25 იანვრის ტაროლოგიური პროგნოზი
⭕„დაალაგეთ სახლი და გაათავისუფლეთ სივრცე ძველისგან“ - 25 იანვრის ტენდენციები თაკო მელიქიშვილისგან