ასტროლოგი ქეთი ვაწაძე გადაცემის „დილა მშვიდობისა საქართველო“ სტუმარი იყო, სადაც მან მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა და 12-ვე ნიშანს მთავარი აქცენტებზე გაუმახვილა ყურადღება.
როგორც თავად ამბობს, წლის ფავორიტი ნიშნები არიან: მერწყული, ტყუპები და სასწორი.
ქეთი ვაწაძე ამბობს, რომ წლის პირველ ნახევარში მთავარი ნიშნები იქნებიან ცეცხლის და ჰაერის ნიშნები, მეორე ნახევარში კი წყლის და მიწის.
ვერძი - მთავარი აქცენტია ოჯახი, სახლის თემები, სამსახურებრივ სფეროში ინიციატივები.
კურო - სწავლა, კომუნიკაცია, მივლინებები.
ტყუპები - იქნება ფინანსები, კრედიტები.
კირჩხიბი - აქცენტები იქნება პარტნიორულ ურთიერთობასა და საზოგადოებასთან ურთიერთობაში.
ლომი - სულიერების მომენტია, სხვა აქცენტები გამოჩნდება რწმენაში.
ქალწული - კარგი პერიოდია, გართობისთვის, ბავშვებთან ურთიერთობისთვის.
სასწორი - ახალი შეთავაზებები სამსახურში. იყავით დიპლომატიურები არჩევანის გაკეთების დროს.
მორიელი - მე-3 და მე-9 სახლის თემები, სწავლის, იურიდიული საკითხების, კონტაქტების გამყარების კვირაა.
მშვილდოსანი - ფინანსური, მემკვიდრეობითი საკითხების თემები წამოიწევს.
თხის რქა - კარგად გრძნობთ თავს, ურთიერთობები, ახალი საქმე ძლიერად იქნება თქვენთან.
მერწყული - ახალი ეტაპისთვის ემზადებით. დაბადების წინა პერიოდია, შესაბამისად ენერგეტიკა ცოტა სუსტია.
თევზები - მშვენიერი პერიოდია სასიყვარულო ურთიერთობებისთვის. მოსალოდნელია ბევრი წყვილის შექმნა და გამოიყენეთ ინტუიცია. მოერიდეთ კონფლიქტებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „წლის განმავლობაში ყველაზე რთული კვირა გაქვთ“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარლისაგან