Digest Logo

„ლილიტი“ ნატალურ რუკაში: სად არღვევთ წესებს და მიდიხართ საკუთარი გზით - რას გვირჩევს ასტროლოგი?

1791370380
ნინო ალბორიშვილი

„ლილიტი“ ადგილია, სადაც საკუთარ წესებს ვქმნით...

„ლილიტის“ შესახებ გავრცელებულ მითში, იგი ადამის პირველ ცოლად არის წარმოდგენილი. ქალი, რომელმაც უარი თქვა მორჩილებაზე და გადაწყვიტა, ეცხოვრა საკუთარი წესებით. იგი იყო უშიშარი, ამაყი, დაუმორჩილებელი, მაგრამ ამით, თავისი „მატარებელიც“ დააყენა საფრთხის ქვეშ.  

სწორედ ამიტომ „ლილიტის“ სახე, უკავშირდება დაუმორჩილებლობას, ავტორიტეტის უარყოფას, სურვილს, რომ ადამიანმა საკუთარი გზა თვითონ განსაზღვროს. სფეროს, სადაც ადამიანს განსაკუთრებით ძლიერად უჩნდება

განცდა:

„აქ მე თვითონ გადავწყვეტ, როგორ უნდა მოვიქცე.“ 

ზუსტად ასე ვლინდება „ლილიტი“ ნატალურ რუკაში:

მისი ნიშანი და სახლი აჩვენებს იმ სფეროებს, სადაც თქვენ ჯიუტად დგახართ თქვენს პოზიციაზე და არავის უსმენთ, პირიქით, შეგნებულად აკეთებთ საწინააღმდეგოს. 

ეს ის სფეროა სადაც, თქვენ გაბედულად შეიძლება არღვევდეთ სოციალური ნორმების საზღვრებს და ყველაფერს საკუთარი წესით აკეთებთ. აძლევდეთ თავს უფლებას, გახვიდეთ სისტემის ჩარჩოებიდან, იპოვოთ ბზარები მატრიცაში და შეიმუშაოთ საკუთარი წესები. 

მაგრამ.......

ამავე დროს, ეს გზა ხდის ადამიანს მოწყვლადს, არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ ბუნების კანონების წინაშეც.

მაგ:

ბრიუს ლის „ლილიტი“ ვერძის ნიშანში ჰქონდა.

ის არ მიჰყვებოდა საბრძოლო ხელოვნების ტრადიციულ წესებს, გამოიგონა საკუთარი სტილი, მიაღწია თითქმის ზებუნებრივ შესაძლებლობებს, მაგრამ მისი ცხოვრების წესი, ჩვეულებრივი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდა.

მაგ:

ლილიტი სასწორში, ან 7 სახლში, ან შეერთებაში ვენერასთან, ასეთ ადამიანს ვერ ასწავლით, როგორი უნდა იყოს ურთიერთობა ან პარტნიორის არჩევა. მისთვის არ არსებობს წესი „როგორც სხვები აკეთებენ“. მას თავისი, სრულიად განსხვავებული შეხედულება აქვს, სიყვარულზე თუ ქორწინებაზე.

ხშირად მისი პარტნიორები სრულიად განსხვავებულ სოციალურ ფენას, ასაკს ან გარეგნობას ეკუთვნიან, უარეს შემთხვევაში ერთვებიან სამკუთხედებში. თითქოს ყველაფერს საპირისპიროდ აკეთებენ - მშობლების, მეგობრების და საზოგადოებრივი წესების წინააღმდეგ.

ამ ადამიანებს სჭირდებათ ასეთი გამოცდილება, რადგან ლილიტი ვერ იტანს ტრადიციულ, ჩარჩოებში მოქცეულ ურთიერთობებს - ადრე თუ გვიან ის მაინც აფეთქდება.

თუ ეცდებით აიძულოთ ასეთი ადამიანი სხვა ქალი ან მამაკაცს აირჩიოს - მხოლოდ გააძლიერებთ მის აკვიატებას იმაზე, ვისზეც უკვე არჩევანი შეაჩერა.

და თუ ადამიანისთვის დაუმორჩილებლობა, მხოლოდ სხვების წინააღმდეგობა გახდება, მას შეიძლება გაუჭირდეს საზღვრების დანახვა და საკუთარი არჩევანითვე შეიქმნას რისკები.

„ლილიტის“ ცდუნება ისაა, რომ, აძლიერებს ადამიანში ძლიერი წინააღმდეგობას, თავსმოხვეული წესების მიმართ.

(მაგ:ტატუ და პირსინგიც, „ლილიტის“ გავლენით განისაზღვრება).

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 მაია ასათიანი კოლეგებთან ურთიერთობაზე: „ყველასთან ძალიან კარგი, მაგრამ ფასადური ურთიერთობა მაქვს... ამ სფეროში გულწრფელი მეგობრობა არ არსებობს“

🎥 „სხვა გზა არ მქონდა, ვერ გადავრჩებოდი“ – მაია ასათიანი ტელევიზიაზე და ახალ საქმიანობაზე

⭕„საუკეთესო ოთხეული“ - რა კადრებს გვიზიარებს ანრი ჯოხაძე

✕