ასტროლოგი ნინა ხომერიკი სოციალურ ქსელში შავი მთვარის (ლილიტის) მშვილდოსნის ზოდიაქოში გადასვლისა და მე-9 სექტორში მისი ტრანზიტით გამოწვეული მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ წერს.
ასტროლოგის განმარტებით, ეს პროცესები 2026 წლის 15 სექტემბრამდე გაგრძელდება და მსოფლიოზე რამდენიმეწლიან გავლენას მოახდენს.
„როგორც უკვე ვიცით, დეკემბრის ბოლოს „ლილიტი“ მშვილდოსანში გადავიდა. რა ცვლილებებს მოიტანს შავი მთვარის ტრანზიტი მე-9 სექტორში 2026 წლის 15 სექტემბრამდე?
✅ ამერიკა-ისრაელის ომის დაწყება ირანთან, რომელიც კიდევ დიდხანს არ დასრულდება;
✅ ამერიკის მიერ ვიზის აღების პირობების შეცვლა;
✅ უთანხმოებები და განხეთქილებები სხვადასხვა ქვეყანას შორის;
✅ მსოფლიო ბაზარზე ნავთობისა და სხვა რესურსების ფასების ცვლილება;
✅ ლილიტი მშვილდოსანში აქტიური იქნება 2026 წლის 15 სექტემბრამდე.
წინ კიდევ ზაფხული გვაქვს გადასალახი: 29 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით მოხდება ურანი-მარსის შეერთება და მათი ოპოზიცია ე.წ. შავ მთვარესთან. „ლილიტის“ დროს დაწყებული ცვლილებები აქტიურია მინიმუმ 4.5, მაქსიმუმ კი - 9 წელი.
პ.ს. მე-9 სექტორი ასევე გულისხმობს განათლებას; ის ცვლილებები, რასაც ამ დარგში გეგმავენ, იქნება წარუმატებელი და გარკვეული წლების შემდეგ ისევ შეიცვლება...“, - წერს ნინა ხომერიკი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მოერიდეთ ეგოიზმს და აგრესიას“ - რომელი დღეებია კვირის განმავლობაში ყველაზე სახიფათო?
⭕„გარეშე სუნთქვაც არ შემიძლია“: ვინ არის მარიამ შუკაკიძის ახალი სიყვარული? – სკანდალური დაშორების შემდეგ მის მოდელი ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა