
ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემის „შუადღე“ სტუმარი იყო, სადაც მან მარტში მოსალოდნელ სირთულეებზე ისაუბრა და ჯანმრთელობის დეტალებზე გაამახვილა ყურადღება.
ნახეთ, როგორია ჯანმრთელობა და რას უნდა მიაქციონ ზოდიაქოს ნიშნებმა მარტში ყურადღება👇
ვერძი - ლიმფური სისტემა, ტერფების ზონა, ფეხის უცაბედი გადაბრუნება. ბოლო დროს დაავადებები ლიმფურ სისტემასთან დაკავშირებით ძალიან ბევრია, ამიტომ თავის არეს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. 20 მარტამდე იმუნიტეტი ძალიან დაბალი გაქვთ, მაქსიმალურად ხშირად გაიზომეთ წნევა.
კურო - თვალებს გაუფრთხილდით მარტში, ზედმეტი დაღლა არ არის სასურველი. როგორც კი იგრძნობთ თვალი აგეწვათ, დაასვენეთ და მასაჟი გაუკეთეთ თვალებს. ასევე გისუსტდებათ ნერვული სისტემაც. დიდხანს ფეხზე ნუ იდგებით.
ტყუპები - მთავარი პრობლემა ძვლოვანი სისტემაა, ხერხემალი, მუხლები, სახსრები. ამინდი ცვალებადია, შეიძლება დაგცხეს, გაიხადო და წელმა შემოგიტიოს. მკვეთრ მოძრაობებს მოარიდეთ თავი. სასუნთქ სისტემასაც მიაქციეთ ყურადღება.
კირჩხიბი - სუსტი ზონები გაქვთ ღვიძლი და ნაღვლის ბუშტზე. კვებას მიაქციეთ მაქსიმალური ყურადღება.
ლომი - შარდსასქესო სისტემაა სუსტი, ამიტომ ფღხტილად იყავით და თუ რამე იქნება აუცილებლად დროულად მიდით ექიმთან.
ქალწული - ყველაზე სუსტი ზონაა ყელი, ფარისებრი ჯირკვალი, ენდოკრინული სისტემა და თირკმელები. რძის პროდუქტებს ერიდეთ მარტში.
სასწორი - მთავარი პრობლემაა ნაწლავთა სისტემა. ეცადეთ არ მიიღოთ მძიმე საკვები.
მორიელი - აი, ვის აქვს ყველაზე სუსტი გულსისხლძარღვოვანი სისტემა. ნუ ინერვიულებთ და ნუ ჩართავთ გულს. ნუ გადაიღლებით ფიზიკურადაც.
მშვილდოსანი - მაქსიმალური ყურადღება მიაქციეთ კუჭის და მკერდის ზონას. ზედმეტი გადაღლა არ შეიძლება.
თხის რქა - მთავარი პრობლემა სასუნთქი სისტემაა, თამბაქოს მოერიდეთ და ყურადღება მიაქციეთ ფილტვებს, ბრონქებს.
მერწყული - ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავის ზონა და ყელის არე. ცივი გაზიანი სასმელი არ არის სასურველი.
თევზები - ლიმფური სისტემაა სუსტი. არაფერზე ინერვიულოთ და სასიამოვნოდ გაატარეთ დღეები“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„მე ასეთი თოვლი თბილისში არ მახსოვს, თქვენ?“ - გიორგი კალანდია ეზოში გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს