
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.
ამჯერად მან მორიგი პოსტი გაავრცელა, სადაც 25 ივნისის ახალმთვარეობაზე საუბრობს.
ასტროლოგის თქმით, მთვარე, მზე და იუპიტერი კირჩხიბის ზოდიაქოში ერთიანდებიან, რაც ხელს უწყობს ინტუიციის გაძლიერებას, ახალი იდეებისა და პროექტების დასაწყებად ხელსაყრელ პერიოდს.
„ძალიან საინტერესო ახალმთვარეობა გვექნება 25 ივნისს, თბილისის დროით პიკი - 14:31 საათზე. ამ პოსტში კი მიმდინარე ტენდენციებზე ვისაუბრებ.
ახალმთვარეობა ესაა ასტრონომიული ფაქტი, როდესაც დღის და ღამის მანათობლები ერთმანეთთან ახლოვდებიან და ასპექტაციურად ცის კაბადონზე ვიღებთ საინტერესო შეერთებას. ამ დროს, მთვარეს ხილულად ნაკლებად თუ შეამჩნევთ, მომდევნო დღეებიდან კი მის ნამგალა წვერს დაინახავთ, რომელიც წავა მატებაში.
კოსმოლოგიური თვალსაზრისით, მეტად საგულისხმო ეტაპს გავდივართ. ახალმთვარეობის პიკზე, რომელიც კირჩხიბის ზოდიაქოში იქნება, შესანიშნავი პეიზაჟი გვაქვს მთვარის - მზისა და იუპიტერის შეერთების ერთმანეთთან. ეს ჩინებული ამბავია მათთვის, ვისაც გსურთ ახალი საქმეების, იდეების გენერირება. შესაძლოა 24-26 რიცხვებში მკაფიოდ იყოს გამძაფრებული ინტუიცია. არის შანსი ნანახი სიზმრებიც რომ ცხადად ახდეს.
კარგი დროა სახლის, მიწის, ნაკვეთის მოპირკეთებისა და სარემონტო საშუალებებისთვის, ახალ სახლში გადასასვლელად, საოჯახო და სანათესავო კავშირებისთვის.
უბრალოდ, რადგან გვექნება მნიშვნელოვანი კვადრატები სატურნისა და ნეპტუნის გაერთიანებულ პლანეტურ ძალებზე, ეცადეთ, რომ არ იჩქაროთ!
მიაქციეთ ყურადღება თქვენს ემოციებს, ფიქრებს, სიტყვებს ურთიერთობის დროს, კარგად აწონ-დაწონეთ რა გიღირთ და როგორ ... მაღალია რისკებისა და ილუზიების ალბათობაც.
ახლა, ისე, როგორც არასდროს, უნდა შეძლოთ და მოიპოვოთ შინაგანი სიმშვიდე. გადასარევი პერიოდია ფსიქოლოგიური სეანსებითვის, სულიერი ბუნების გაუმჯობესებისთვის, მასაჟისთვის, წყლის თერაპიული ვარჯიშებისთვის.
გარშემო, როცა ამდენი ნეგატივი ტრიალებს და დაძაბული ფონია, თუ გექნებათ იმის შანსი, რომ დაისვენოთ ან განერიდოთ რთულ მოვლენებს, რელაქსისთვის არაჩვეულებრივი წუთებია, შესაბამისად - იჩქარეთ!
რადგან მთვარე ასე ახლოსაა იუპიტერთან და იუპიტერი კი კირჩხიბში თავს ძალიან კარგად გრძნობს, ეგზალტირებულია, სწორედ ახლა თქვენს ლოცვასა, სურვილებს და ნუგეშს უზომოდ დიდი ძალა ექნება. მთავარია ითხოვოთ რაციონალურად ის, რაც ნამდვილად შეიძლება რომ მოგეცეთ და მოგეცემათ კიდეც!
ხოლო, რაც შეეხება საზოგადო საკითხებს: აქ ახალს ვერაფერს გეტყვით, ისედაც იცით, რომ სიტუაცია დაძაბულია, ამიტომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
მთავარია ჩვენი ერთობა და ნუგეში, საღი აზრი, არა ემოციით, არამედ, რაციონალური აზროვნებით ფიქრი, რომელიც დარწმუნებული ვარ კარგ შედეგებს მოიტანს!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ზაფხულში მგზავრობის დროს გასათვალისწინებელი რეკომენდაციები - სპეციალისტის რჩევები
⭕ხვიჩა კვარაცხელია კვლავ „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა ათეულშია - კანდიდატებს შორის ლიდერი ვიტინიაა