Digest Logo

🎥 ზაფხულში მგზავრობის დროს გასათვალისწინებელი რეკომენდაციები - სპეციალისტის რჩევები

1750659450
ნინო კიკნაძე

ზაფხული ის სეზონია, როცა დრო თითქოს ნელდება და სივრცე ფართოვდება. მზის გულზე გამთბარი დღეები, ხანგრძლივი საღამოები და დაუვიწყარი თავგადასავლების მოლოდინი თითქოს თვითონვე გვეპატიჟება.

აუცილებელია, რომ ზაფხულში მგზავრობის დროს გავითვალისწინოთ გარკვეული რეკომენდაციები - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ექიმმა თერაპევტმა ნინო კიკნაძემ ისაუბრა:

„თუ გვიწევს ხანგრძლივი მგზავრობა, დილით არ არის სასურველი საკვების მიღება. განსაკუთრებით ცხიმიანი, მწარე, მჟავე. ასევე ალკოჰოლის და კოფეინის შემცველი სასმელების მიღება, ვინაიდან ასოცირდება სითხის დაკარგვასთან და დეჰიდრატაციასთან. წყალი არის აუცილებელი კომპონენტი, რომელიც თან უნდა ვიქონიოთ. როდესაც უკვე გვწყურდება აუცილებელია ორგანიზმს წყალი არ დავაკლოთ.

სამოსი უნდა იყოს მსუბუქი და ნატურალური.

ასევე ფეხსაცმელიც არ უნდა იყოს მჭიდრო.

არის შემთხვევები, როდესაც გადაფრენა გვიწევს, შესაძლოა კომპრესიული გეტრები ვურჩიოთ, რადგან საათების განმავლობაში ვზივართ უმოძრაოდ. ასევე ორსულობის დროსაც გასათვალისწინებელია ეს რეკომენდაცია“, - აღნიშნა ნინო კიკნაძემ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „შეეცადეთ ზედმეტად არ გადაიღალოთ... მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას...“ - 23 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის ნინა სუსლოვასგან

⭕ხვიჩა კვარაცხელია კვლავ „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა ათეულშია - კანდიდატებს შორის ლიდერი ვიტინიაა

⭕ „წვიმა, ელჭექი, სეტყვა” - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება