Digest Logo

🎥 „მაღალია მოტყუებისა და სიცრუის შემთხვევები!...“ - გიორგი ლობჯანიძე 19 მარტის ახალმთვარეობაზე: რჩევები და პრაქტიკები

1773505729
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც 19 მარტის ასტროლოგიურ მოვლენაზე წერს და სხვადასხვა პრაქტიკებს გვიზიარებს:

„19 მარტს საკმაოდ მნიშვნელოვანი და მარტის თვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ახალმთვარეობაა, რა საკითხებზეც დაბლა მოგახსენებთ:

კოსმოსურ სამყაროში ახალმთვარეობა მუდამ ახალი ეტაპის დაწყებასთან ასოცირდება. ამჯერად, პიკი გვექნება თევზების ზოდიაქოს ნიშნის 28°27' გრადუსზე.

თევზები - მუტაბელური ფენის წარმომადგენელი, წყლის სტიქიაა.

მისი ბუნება ყველაზე ღვთიური და სათნოა. დაკავშირებულია ქვეცნობიერ და ინტუიციურ ამბებთან!

რადგან მთვარეს ექნება შეერთება მის მმართველ ნეპტუნთან და ასევე, გამოცდების და განსაცდელების მომცემ სატურნთან, უნდა იცოდეთ, რომ რიცხვებიდან:

18, 19, 20, 21 რიცხვები ჯადოსნური ღამეებისა და საოცარი ენერგეტიკული სიღრმეების პერიოდებია!
ძალიან ბევრი ადამიანი სწორი მიდგომებისა და გაცნობიერების შემთხვევაში, გათავისუფლდება ფსიქოლოგიური დაავადებებისა და წნეხებისგან!

ეს დრო კარგია განწმენდვისთვის, ძველი ნეგატიური ციკლების დასრულებისა და გამომშვიდობებისთვის!
თევზების სიმბოლო ქრისტიანულ ლოგოსთანაა ასოცირებული!

ამიტომ, კარგია ამ დღეებში მარხვა, ლოცვა, ზიარება, რაც „წყალთანაა“  მიბმული.
მისაღები და პროდუქტიული იქნება ფსიქოლოგიური სეანსები და მუშაობა ყველა იმ ტრავმაზე, რაც წარულისდან მომდინარეობს.

ეცადეთ, რომ არ დაძაბოთ ფსიქიკა, ისედაც გადატვირთულია ამ პერიოდებში და აუცილებელია სწორი მიმართულების მიცემა, რაც ბევრს იხსნის ძველი პროგრამებისგან.
ნუ ენდობით ამ ხანებში მარტივად ნურავის!

პლანეტა მერკური, ჯერ კიდევ, რეტროგადულია. პარალელურად, მაღალია მოტყუებისა და სიცრუის შემთხვევები!
ადამიანთა გარკვეული ჯგუფი სიზმრის სახით ან პარაფსიქოლოგიური ნიჭებით მიიღებს უმნიშვნელოვანეს ინფორმაციებს.

მაღალი იქნება წმინდა ძალების ჩარევა ზოგიერთ თქვენგანზე!

თევზების ბოლო დამამთავრებელი გრადუსის ახალმთვარეობას „კოსმოსური კარიბჭის“ როლიც აქვს, როცა ციკლი მთავრდება და იწყება წელთაღრიცხვა თავიდან.

დრო მოვიდა - სულიერი გამოღვიძების, ილუზიების დასრულების და ძველი სისტემების დაშლის! ნეპტუნის გვერდზე სატურნის და ურანის პოზიტიური ასპექტი ამას გენერირებს!

ვინც ზღვის ნაპირას ცხოვრობთ, კარგია ზღვის წყლით ხელის დაბანა.

მისაღებია მდინარის წყალიც ან ჩანჩქერიც, მის ქვეშ მცირე ხნით ყოფნა და განწმენდა.

დადებითია წყლით სავსე თასში ყურება და მასზე სასიამოვნოდ ფოკუსირება.

შეგიძლიათ იქონიოთ ზღვის მარილი, ლავანდა, გაიწმინდოთ მარილის პრაქტიკით და სითხის გამოყენებით.
ძალიან სახიფათოა ამ დღეებში ჰიპნოზური - ფსიქოლოგიური სეანსები, შავი მაგიით დაკავება და ბოროტად გამოყენება შესაძლებლობების.

დღე კარგად ფასდება მიტევების, პატიების, განწმენდვის და ალტრუისტული ქმედებებისთვის.
თევზები ღვთიური ნიშანია, ამიტომ გქონდეთ შეხება შემოქმედთან და შეასრულეთ სწორი საქმეები!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „100 სთ ვატარებ - 50 °C გრადუსში...“ - „კაკოს“ მორიგი ექსტრემალური ვიდეო ციმბირიდან

⭕„განსაცდელებს აქვს ორი დასასრული: ერთი, რომელიც აბოროტებს ადამიანს და მეორე, რომელიც ღმერთთან აახლოებს“ - მღვდელი ლუკა მუხიგულაშვილი

⭕„დიდი ტკივილით გაცნობებთ...“ - ნუცა ბუზალაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს