Digest Logo

🎥 „100 სთ ვატარებ - 50 °C გრადუსში...“ - „კაკოს“ მორიგი ექსტრემალური ვიდეო ციმბირიდან

1773504281
ნიკა კაკოიშვილი

ქართველი ბლოგერი, ვლოგერი და მოგზაური ნიკა კაკოიშვილი, რომელსაც სოციალურ სივრცეში „კაკოს“ სახელით ვიცნობთ, ერთ-ერთი ის მოგზაურია, რომლის ვიდეოები საინტერესო და გასართობთან ერთად, შემეცნებითი ხასიათისაა.

იტალია, ესპანეთი, გერმანია, ალპები, ხორვატია, ბელგია, კრაკოვი, სტოკჰოლმი, ტაილანდი, ეს მხოლოდ ის მცირე ჩამონათვალია, სადაც „კაკო“ იმყოფებოდა და მნიშვნელოვანი ბლოგები ჩაწერა.

მისი საბოლოო მიზანი კი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მონახულებაა. მოგზაურს Youtube-ზე 346K გამომწერი ჰყავს, მის ვიდეოებს კი ნახევარ მილიონამდე ნახვა აქვს ხოლმე.

ამჯერად მოგზაური რუსეთის ფედერაციაში შემავალ ციმბირში, იაკუტიის მხარეში, სოფელ ოიმიაკონში ჩავიდა, საიდანაც ერთი ვიდეო უკვე გაგვიზიარა. ნიკა კაკოიშვილმა ახალი ვიდეო იუთუბის საკუთარ არხზე განათავსა, სადაც სხვადასხვა ექსტრემალურ ჩელენჯებს გვთავაზობს.

ცნობისთვის, ოიმიაკონი ცნობილია, როგორც დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ცივი დასახლებული ადგილი. ზამთარში აქ ტემპერატურა ხშირად −50°C-ზე ქვემოთ ეცემა, ხოლო რეკორდულად −71 °C-მდეც დაფიქსირებულა.

მიუხედავად უკიდურესი სიცივისა, სოფელში ადამიანები მუდმივად ცხოვრობენ, ინარჩუნებენ ტრადიციულ ცხოვრების წესს და ადაპტირებულები არიან მკაცრ კლიმატურ პირობებთან.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„განსაცდელებს აქვს ორი დასასრული: ერთი, რომელიც აბოროტებს ადამიანს და მეორე, რომელიც ღმერთთან აახლოებს“ - მღვდელი ლუკა მუხიგულაშვილი

⭕„დიდი ტკივილით გაცნობებთ...“ - ნუცა ბუზალაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

⭕„მიშა ძილში ჩაცხრილეს...“ - ყოფილი მეგობრების მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაული: რა დეტალებია ცნობილი დუშეთში მომხდარ მკვლელობაზე