Digest Logo

„მაღალია რისკი ინფარქტების, ინსულტების! მოსალოდნელია ავარიები, უბედური შემთხვევები, გაჟონვა, აფეთქებები“ - 3 მარტამდე პერიოდის ასტროპროგნოზი ნინა ხომერიკისგან

1771855513
ნინა ხომერიკინინა ხომერიკი

ასტროლოგი ნინა ხომერიკი სოციალურ ქსელი საზოგადოებას მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ აფრთხილებს! 

როგორც თავად აღნიშნავს, მიმდინარე კვირა საკმაოდ რთული იქნება, რადგან მარსისა და ურანის ზუსტი კვადრატი ერთ-ერთი მძიმე ასპექტია ასტროლოგიაში.

ასტროლოგის თქმით, პერიოდი განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ადამიანებისათვის, ვისაც აქვს გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, რადგან მაღალია რისკი ინფარქტების და ინსულტების განვითარების:

„მეგობრებო დაიწყო საკმაოდ რთული კვირა, კერძოდ: 23-იდან - 27 თებერვლის ჩათვლით ჩვენ უნდა გავიაროთ მარსისა და ურანის ზუსტი კვადრატი, რაც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ასპექტია ასტროლოგიაში, რომელსაც მოაქვს: გიჟური და არაადეკვატური იდეები, რომელიც თავის მხრივ იქნება დიდი კონფლიქტების მომტანი.

ასეთ დღეებში ეცადეთ არაფერი არ დაგეგმოთ, რადგან იმპულსურობა და მოუთმენლობა მოიტანს არასტანდარტულ მოქმედებებს, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს იმედგაცრუებას და ასევე ამ დროს მატულობს ტრავმების, ავარიებისა და ხიფათების საშიშროება, აუცილებლად დაიცავით მოძრაობის წესები, ყურადღება მიაქციეთ ელ. გაყვანილობებს, არ დაგრჩეთ ჩართული ბუნებრივი აირი, რადგან მოსალოდნელია ავარიები, უბედური შემთხვევები, გაჟონვა, აფეთქებები და ა.შ.

გარდა ამისა, ეს პერიოდი განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ადამიანებისათვის, ვისაც აქვს გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, რადგან მაღალია რისკი ინფარქტების და ინსულტების განვითარების!!

აკონტროლეთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას და ნერვიულ სისტემას. არასასურველი კვირაა ნებისმიერი სამედიცინო ჩარევებისთვის.

გისურვებთ მშვიდობას!“, - წერს ნინა ხომერიკი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მრავალი წელი გვეტარებინოს ღირსეულად, ერთობით...✨“ - ნუცა ცისკარიშვილი ქორწინების 7 წლის იუბილეს აღნიშნავს

„არ დატოვოთ მარტო, არ ჩაერიოთ უხეშად, არ გააუფასუროთ მისი ემოციები და მდგომარეობა“ - კლინიკური ფსიქოლოგი მშობლებს აფრთხილებს

⭕„ახალი თანამდებობის დაკავება არ არის რეკომენდებული“ - ეკა კვარაცხელია 23 თებერვლის ენერგიებზე