Digest Logo

„არ დატოვოთ მარტო, არ ჩაერიოთ უხეშად, არ გააუფასუროთ მისი ემოციები და მდგომარეობა“ - კლინიკური ფსიქოლოგი მშობლებს აფრთხილებს

1771852187
ბავშვიბავშვი~

ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ნანა ფიფია სოციალურ ქსელში მშობლებს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს უზიარებს. 

იგი ამბობს, რომ როდესაც ბავშვი ხშირად არის მოწყენილი, მარტო არ უნდა დავტოვოთ, მას ყურადღება უნდა მივაქციოთ:

„როცა ბავშვი ხშირად იწყენს:

❌️არ დატოვოთ უყურადღებოდ

❌️არ დატოვოთ მარტო

❌️არ ჩაერიოთ უხეშად

❌️არ გააუფასუროთ მისი ემოციები და მდგომარეობა

❌️არ უთხრათ, რომ თავს იკატუნებს, გატყუებთ და ყურადღებას იქცევს.

✔️შეეცადეთ,ფრთხილად ჰკითხოთ, ხომ არ შეგიძლიათ რამით დაეხმაროთ ან რამის თქმა ხომ არ სურს თქვენთვის

✔️შეეცადეთ, შექმნათ ისეთი სიტუაცია, სადაც ის უსაფრთხოდ იგრძნობს თავს და მეტად შემოვა კონტაქტში

✔️შეეცადეთ მოიქცეთ ისე, როგორც მოიქცეოდა ახლო მეგობარი და არა მშობელი

✔️დაეხმარეთ ბავშვს სახელი მოუძებნოს იმ მდგომარეობას და ემოციას, რასაც გრძნობს. ასე ასწავლით მას ემოციების სწორად გამოხატვას და სახელის დარქმევას

✔️აუცილებლად, აგრძნიბინეთ ბავშვს თქვენი ემოციური მხარდაჭერა

✔️უთხარით,რომ ყოველთვის მზად ხართ მოუსმინოთ და დაეხმაროთ მას

✔️ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ შეუძლია იტიროს და ეს ნორმალურია და აუცილებელიც კი, როდესაც მას ამის სურვილი აქვს“, - წერს ნანა ფიფია.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ახალი თანამდებობის დაკავება არ არის რეკომენდებული“ - ეკა კვარაცხელია 23 თებერვლის ენერგიებზე

🎥 „26 თებერვლიდან მერკური წარსულში გვაბრუნებს, არ დაიწყოთ ახალი საქმეები!“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

⭕„მოწყენილობა სასჯელი არაა - ის პორტალია“ - რატომ გვაშინებს სიცარიელე და რა ხდება სინამდვილეში, რას წერს მეტაფიზიკოსი?