Digest Logo

„მაგია უკვე დაწყებულია, დიდი აღმოჩენებისთვის მოემზადეთ“ - ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებზეც 9 აგვისტოს სავსე მთვარე კარმულად იმოქმედებს

1754658309
 სავსემთვარეობა

2025 წლის აგვისტო არის თვე, როდესაც თქვენს ცხოვრებას, გარკვეულ ჩვევებსა და კომუნიკაციას უნდა გადახედოთ, აღმოაჩინოთ, რა გიშლით ხელს წინსვლასა და წარმატებაში და თვითგანვითარებაზე იზრუნოთ.

9 აგვისტოს სავსე მთვარეა. სავსე მთვარეს პლანეტა ურანი მართავს და თითოეულ ადამიანს აძლევს შესაბამის ენერგიას, რომ ცხოვრების განახლებული ეტაპი დაიწყონ. მაგია უკვე დაწყებულია. დიდი აღმოჩენებისთვის მოემზადეთ... გახსოვდეთ, რომ სავსემთვარეობის კვირა ყოველთვის გამოავლენს იმას, რაც აქამდე დაფარული იყო.

აღსანიშნავია, რომ 9 აგვისტოს სავსე მთვარეს კარმული გავლენა აქვს და ააქტიურებს იმ საკითხებს, რომლებსაც რაღაც ეტაპზე ყურადღება არ მივაქციეთ ან წარსულში გაუაზრებლად დავტოვეთ. 

როგორც ასტროლოგები ამბობენ, 9 აგვისტოს სავსე მთვარე ადამიანებს აჩვენებს, რაზე უნდა გაამახვილონ ძირითადი ყურადღება, რომ წარმატებას მიაღწიონ და ასევე, რას უნდა შეელიონ საბოლოოდ.

სავსე მთვარე ზოდიაქოს ამ 6 ნიშნის წარმომადგენლებზე კარმულად იმოქმედებს და განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს:

ლომი და მერწყული

შესაძლოა, ამ დღეს თვითშეფასებასთან, აღიარებასთან დაკავშირებული შეზღუდვები გამოვლინდეს, მაგრამ ამავდროულად, ეს უნიკალური შანსია, იპოვოთ თქვენი ნამდვილი ,,მე“, გათავისუფლდეთ წარსულისგან, ნეგატივისგან და ყოველდღიურობა გაიუმჯობესოთ.

მორიელი

ამ დღეს შესაძლოა, მომატებული ემოციურობა იგრძნოთ და კომუნიკაცია გაგიჭირდეთ. განსაკუთრებით, ოჯახის წევრებთან. ასტროლოგები გირჩევენ, რომ სავსე მთვარის ენერგია განვითარებისა და ძველი ტრავმებისაგან განკურნებისათვის გამოიყენოთ. ეს დღე კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, რომ არ ღირს იმას მიეჯაჭვოთ, რაც აღარ მუშაობს. შესაძლოა, ძველი პრობლემებიც გააქტიურდეს. იმისათვის, რომ ეს პერიოდი დანაკარგების გარეშე გაიაროთ, ჯობს, ხშირად დაისვენოთ, საკუთარ თავს დაფიქრების შესაძლებლობა მისცეთ და იმპულსური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.

კირჩხიბი

შესაძლოა, ძველი შიშები გააქტიურდეს და ემოციური არასტაბილურობა იგრძნოთ. ეს დღე გაძლევთ შესაძლებლობას, საბოლოოდ დაემშვიდობოთ იმას, რაც დიდი ხანია, დისკომფორტს გიქმნით და წარმატებაში ხელს გიშლით. გახსოვდეთ, კონფლიქტები სიტუაციას მხოლოდ გაამწვავებს. ჯობს, სხვადასხვა საკითხი მშვიდად და თანმიმდევრულად მოაგვაროთ.

სასწორი და კურო

საკუთარ ემოციებთან და სურვილებთან ჩაღრმავების დღეა. ეს არის პერიოდი, რომელიც, დიდი ალბათობით, ზუსტად გაჩვენებთ, რა უნდა შეცვალოთ სამომავლოდ აუცილებლად. საკუთარ თავთან გულწრფელი საუბარი, კონკრეტული კითხვების დასმა, ნამდვილად სწორ გზას გაპოვნინებთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

„გარდაცვალების ჟამს დაინახავს პირველად საკუთარ თავს - ზუსტად ისეთს, როგორიცაა სინამდვილეში და შეძრწუნდება“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

„შესაძლებელია, განვითარდეს სტიქიური პროცესები“ - მეტეოროლოგის გაფრთხილება მოსახლეობას

🎥 „მჯერა, შორენას მოუყვება შოშიებზე თუ როგორ უყვარს ყველას მისი შვილები“ - რას წერს გიგა ცხელიშვილი

წყარო: www.beaumonde.ge