Digest Logo

🎥 „ჩემი პირველი საკალათბურთო ოცნება იყო ნაკრებში თამაში, სულ სხვა ემოციებია...“ - თორნიკე შენგელიას გულწრფელი ინტერვიუ

1778252731
 თორნიკე შენგელია

თორნიკე შენგელია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ტიტულოვანი ქართველი კალათბურთელია, რომელიც წლებია ევროპული კალათბურთის ელიტაში ასპარეზობს. იგი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და ლიდერი გახლავთ.  

თორნიკე შენგელია ლელა მებურიშვილის „იუთუბ არხის“ სტუმარი იყო, სადაც კარიერაზე ისაუბრა:

„გუნდთან და ნაკრებთან თამაში განსხვავდება, რამდენადაც მიჭირს აღიარება, კი, განსხვავდება, სულ სხვა ემოციებით მიწევს ნაკრებში თამაში. 

ჩემთვის ყველა თამაში ნაკრებში თითქმის ერთი და იგივეა შეგრძნებებით, რადგან რაღაცნაირი შეგრძნებაა, წარმოიდგინე, რომ იქ ხარ, სადაც მთელი ბავშვობა ოცნებობდი, რომ ყოფილიყავი. თან კაპიტნის როლში ხარ, ლიდერის, ქვეყანას წარადგენ და თან თამაშებს იგებ, მსოფლიოზე გავედით. მიღწევებიც ძალიან საამაყოა ჩემთვის. 

ყოველთვის ვიძახდი, ჩემი პირველი საკალათბურთო ოცნება იყო, ნაკრებში თამაში. 

მინდა, რომ ხელმეორედაც გავიდეთ მსოფლიოზე. თამაშის დროს ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას საკუთარ თავთან ვგრძნობ“, - ამბობს თორნიკე შენგელია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეფექტური შემოსვლა ჰქონდა, მიიპყრო ჩემი ყურადღება, რადგან ძალიან მომხიბვლელად გამოიყურებოდა...“ - თორნიკე შენგელიას და სალი ჯუღელის სიყვარულის ამბავი

🎥 გზა მოდელობიდან სპორტის ნუტრიციოლოგობამდე - სალომე ჯუღელის ცხოვრებაში პროფესიული სიახლეებია

🎥 როგორ იწყება სალომე ჯუღელის დილა 3 შვილთან ერთად და რა აძლევს მას მამოძრავებელ ძალას - „ბავშვებს ვაღვიძებ, რაც მარტივი არ არის...“