თორნიკე შენგელია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ტიტულოვანი ქართველი კალათბურთელია, რომელიც წლებია ევროპული კალათბურთის ელიტაში ასპარეზობს. იგი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და ლიდერი გახლავთ. თორნიკე შენგელია 22 წლის ასაკში დაოჯახდა. მისი მეუღლე კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას დეიდაშვილი სალომე ჯუღელია. წყვილმა ერთმანეთი სწორედ ზაზა ფაჩულიას და თიკა ალავიძის ბავშვის ნათლობაზე გაიცნო.
სპორტსმენმა ლელა მებურიშვილის „იუთუბ არხზე“ მათი სიყვარულის ისტორიაზე ისაუბრა და ცოლთან პირველი შეხვედრის მომენტი გაიხსენა:
„ერთმანეთი ზაზა ფაჩულიას ბავშვის, საბას ნათლობაზე გავიცანით.
მახსოვს, ეფექტური შემოსვლა ჰქონდა, მიიპყრო ჩემი ყურადღება. ძალიან მომეწონა, მომხიბვლელად გამოიყურებოდა, ძალიან ლამაზად, როგორც ყოველთვის.
დავამატე ფეისბუკზე, გარკვეული პერიოდი მარტო მე ვიწერებოდი, ეს არ მწერდა. მე მაშინ ბელგიაში ვმოღვაწეობდი, სალი პარიზში და ვცდილობდი, თავისუფალ დროს მასთან ჩავსულიყავი და ერთად გაგვეტარებინა დრო“, - ამბობს თორნიკე შენგელია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 გზა მოდელობიდან სპორტის ნუტრიციოლოგობამდე - სალომე ჯუღელის ცხოვრებაში პროფესიული სიახლეებია