Digest Logo

„მაისის განმავლობაში ყველაზე რთული კვირა გვაქვს წინ... მატულობს სიკვდილიანობის ტენდენცია“ - მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას აფრთხილებს

1652082796
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

„ამ კვირაში გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე. დღეს, ხვალ, პარასკევს და კვირას. ტექნოგენური ავარიების ტენდენციები, სხვადასხვა სახის ბუნებრივი კატაკლიზმები, დაძაბულობა, ჯანმრთელობის გაუარესება და სხვა ბევრი არასტაბილური ტენდენციები იჩენენ თავს“, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა განაცხადა და მოსახლეობას განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდა. 

მაისის განმავლობაში ყველაზე რთული კვირა გვაქვს წინ... დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, ეს ყველაფერი დაგვირგვინდება მთვარის დაბნელებით, შემდეგ ორშაბათს, 16 მაისს.

ჩვენ ახლა გავდივართ დერეფანს, რასაც ემატება ისიც, რომ დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, რაც ნიშნავს, რომ სიტუაცია იძაბება.

ტექნოგენური ავარიების ტენდენციები, სხვადასხვა სახის ბუნებრივი კატაკლიზმები, დაძაბულობა, ჯანმრთელობის გაუარესება და სხვა ბევრი არასტაბილური ტენდენციები იჩენენ თავს. 

ჩემი თხოვნაა, ცოტა მეტი თავდაჭერა, წინდახედულობა და მოთმინება წამოვწიოთ ყველგან და ყველაფერში. მატულობს სიკვდილიანობის ტენდენცია. ფრთხილად იყავით გაზის ბალონებთან. ავიადისპეტჩერებს ვთხოვ, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ. 

ამ კვირაში გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე. დღეს, ხვალ,  პარასკევს და კვირას. ვისაც წნევასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ, მეტად დაისვენეთ, თუ რამე დისკომფორტი იგრძენით შესაბამისი პროფილაქტიკური კვლევები ჩაიტარეთ.

ამ კვირაში გვაქვს 2 მნიშვნელოვანი მოვლენა. პირველი, მოვლენაა მერკური, გონების და ინტელექტის მმართველი პლანეტა, რომელიც მართავს ჟურნალისტიკას და ხვალიდან იწყებს რეტროგრადულობას, ხდება უკუმავალი, დაახლოებით 3 კვირით. რეტროგრადულობა ნიშნავს, რომ საცობების რაოდენობა მოიმატებს, ძალიან რთული გახდება ინფორმაციის მოპოვება, შემცირდება ურთიერთგაგება და მოიმატებს დაძაბულობა. 3 ივნისამდე არ არის სასურველი ახალი საქმეების დაწყება.  ეს არის პერიოდი, რომელიც გვაბრუნებს წარსულში. 

მეორე მოვლენაა ოთხშაბათს. იუპიტერი, გამარჯვების მმართველი პლანეტა, რომელიც გადადის ვერძის ზოდიაქოში ოქტომბრამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ ვერძის მონათესავე ნიშნებსაც ელით პოზიტიური სხივი. 

ყველას ვთხოვ განსაკუთრებულ ყურადღებას“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„კანონში თუ არ ჩაგიწერეს, ისე ვერ ხვდებით ვითომ მაგდენს, რომ ექსკურსია საქეიფო და გასალეში ადგილი არ არის? რომ ბავშვების ჯანმრთელობა და სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია?“ - სალომე ბარ­კე­რი

🔵„სკოლაში გვცემდნენ მასწავლებლები, ბიჭებს აპამპულავებდნენ იმის გამო, რომ 14 წლის ასაკში „ქალებში ნამყოფი“ არ იყვნენ, გოგოებს ბოზებს გვეძახდნენ“ - ბაია როსი

🎥 თუ თქვენ უძილობა გაწუხებთ, მაშინ ეს ვიდეო თქვენთვისაა - გიორგი ღოღობერიძის რჩევები