Digest Logo

„კვირა გავყოთ ორ ნაწილად 5 რიცხვამდე და 5-ის შემდგომ...“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

1651478340
ცაგარელი ასტროლოგი

„კვირა შეგვიძლია გავყოთ 2 ნაწილად - 5 მაისამდე და 5 მაისის შემდეგ, პირველი ნახევარი უკეთესია და ეცადეთ ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოიყენოთ,“ - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს.

ასტროლოგის თქმით, 16 მაისს არის მთვარის დაბნელება. დღეს ვენერა, სიყვარულის მმართველი პლანეტა, გადაინაცვლებს თევზებიდან ვერძის ზოდიაქოში, სიყვარული გახდება უფრო ვნებიანი, მაგრამ მოიმატებს ვერძის ნეგატიური ელემენტები, აგრესიულობა ეგოიზმი და მიაქციეთ ამ ნეგატივს ყურადღება.

გეომაგნიტური დღეები - სამშაბათი, ხუთშაბათი და კვირა.

რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს მათი პროგნოზი ასე გამოიყურება: 

♈ვერძი - ენერგოტონუსი დაბალია, ამიტომ ნუ გადაიტვირთებით. თუ რაიმე ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ 5 რიცხვის შემდეგ შეიძლება ეს გამოვლინდეს და იყავით ყურადღებით. 5 რიცხვის მერე შეიძლება მოგიხდეთ ვალდებულებების შესრულება, რომელიც თქვენ ძალიან გაღიზიანებთ, დაიოკეთ თქვენი ნერვები.

♉კურო - აქტიური, ენერგიულია და ახლა თქვენი დროა, მაგრამ 5 რიცხვის შემდეგ მატულობს ჯიუტობა, ამიტომ მეტი ყურადღება გამოიჩინეთ. 

♊ტყუპები - ახლა აქვთ დაბადების წინა პერიოდი, გაორება, უიღბლობა მატულობს. ფარული მტრების რაოდენობა თქვენ წინააღმდეგ მოიმატებს, არ გათქვათ საიდუმლოები.

♋კირჩხიბი - მოგიხდებათ ნაცნობების და მეგობრების პრობლემებში ჩართვა, ამიტომ შეიძლება თქვენ თავს საკმარისი დრო ვერ დაუთმოთ, ეცადეთ ორივეს მიაქციოთ ყურადღება.

♌ლომი - ბევრი უნდათ, მაგრამ შესაძლებლობა არ აქვთ. გთხოვთ, იყავით ყურადღებით და არ იყოთ ჯიუტები, განსაკუთრებით სამსახურში. შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმიანობით.

♍ქალწული - გადასარევი პერიოდი გაქვთ, გამოგდით ბევრი რამ. პერიოდი კარგია უცხოელებთან კონტაქტისთვის. 

♎სასწორი - ენერგოტონუსი დაბალია, შეიძლება ფინანსურმა პრობლემებმა იჩინოს თავი,  5 რიცხვის შემდეგ იყავით ყურადღებით და არ დაიწყოთ სარისკო მოქმედებები.

♏მორიელი - აქტიური, ენერგიულია და სარისკო მოქმედებებზე მიდიან. თუ კონფლიქტური სიტუაცია იქნება კარგად დაფიქრდით და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება, ინტუიციაც და იღბალიც თქვენ მხარეს არის.

♐მშვილდოსანი - განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ ჯანმრთელობის მიმართ, ასევე ფინანსური პრობლემები შეიძლება გამოჩნდეს და ფარულმა მტრებმაც შეიძლება იჩინოს თავის, ამიტომ არ გათქვათ საიდუმლოებები.

♑თხის რქა - იღბლიანი, ენერგიული და წარმატებულია. შეიძლება ახალ რომანტიულ ურთიერთობებშიც აღმოჩნდეს. 

♒მერწყული - საქმიანი კუთხით ბევრი რამ გამოგდით. შეიძლება რემონტიც დაიწყოთ და ურთიერთობაც გაიუმჯობესოთ ნათესავებთან. 

♓თევზები - მათი მთავარი პრობლემები არის ის, რომ ძველ მეგობრებთან გაწყვეტენ ურთიერთობებს ახალი მეგობრების ხარჯზე, თუმცა აღმოჩნდება, რომ ძველი ურთიერთობები უფრო მყარი იყო. იყავით ყურადღებით,  იღბლიანობა თქვენ მხარეს არის.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„10 წლამდე გოგოები არიან გაუპატიურებულები... შიშველი მოკლული ქალები ქუჩებში... აჩვენეთ ყველას, ვინც თვლის, რომ მხოლოდ პუტინია დამნაშავე“ - ნინო ბექაური

🔵„პატარა ბიჭუნა ოლიმპმა მიიღო უსასყიდლოდ... ერთმა ქალბატონმა უსასყიდლოდ დაუთმო ბინა“- ომს გამოქცეული უკრაინელი დედა-შვილის ამბავი

🔵არესტოვიჩსა და კიმის მთავარი კონკურენტი გამოუჩნდა - ვინ არის უკრაინის სუსის პრესსპიკერი არტემ დეხტიარენკო?

🔵რატომ მალავს პუტინი შვილებს - პრეზიდენტის ქალიშვილების საიდუმლოებით მოცული ცხოვრება