7-წლიანი ციკლი სრულდება, პლანეტა ურანი, რომელიც მოულოდნელობებისა და რადიკალური ცვლილებების სიმბოლოა, კუროს ნიშანს ტოვებს და ტყუპების ტერიტორიაზე გადადის. ასტროლოგი ხათუნა ნოელი განმარტავს, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის აღმოჩნდება ეს ტრანზიტი განსაკუთრებით მომგებიანი და ვის მოუწევს მომდევნო წლების განმავლობაში სირთულეებთან გამკლავება:
„მალე ურანი ტყუპებში გადავა.
აქამდე ის მთელი 7 წელი კუროების სტუმარი იყო და რაც შეეძლო „უჯანჯღარებდა“ ცხოვრებას, არ აძლევდა სტაბილურობის შეგრძნებით ტკბობის საშუალებას, თუმცა იმ კუროებისთვის, ვინც გაბედა და ურანის მიერ მოტანილ ცვლილებებსა და სიახლეებს ფეხის აუწყო, ბევრი წარმატებაც მოიტანა - ახალი პროექტები, ახალი ადამიანები, განსხვავებული ხედვა, შტამპებიდან ამოსვლა...
ჰო, ახლა ეს ურანი ტყუპების ტერიტორიაზე გადადის 26-ში და იქაც მთელი 7 წლით აპირებს დარჩენას.
წინასწარ მხოლოდ იმას გეტყვით, რომ თქვენთვის გაცილებით უფრო სასურველი სტუმარი იქნება ურანი, რადგან მერწყული, (რომლის მმართველია ეს პლანეტა) და ტყუპები კარგად უგებენ ერთმანეთს.
სარგებელს მოუტანს სასწორებსაც და თვითონ მერწყულებსაც, ასევე იხეირებენ ვერძები და ლომები და ისინი, ვისაც ჩამოთვლილ ნიშნებში ასცენდენტი ან მნიშვნელოვანი პლანეტები გყავთ.
პრობლემას ვის შეუქმნის?
მშვილდოსნებს, თევზებს, ქალწულებს.
დანარჩენებისათვის ნეიტრალურია“, - წერს ხათუნა ნოელი.
ასევე დაგაინტერესებთ: