Digest Logo

🎥 „ცოლს რომ ემიგრაციაში გაუშვებ და ქალის სადღეგრძელოებს სვამ, რომელ პატივისცემაზეა საუბარი“ - ელენა სიყმაშვილი

1776942473
ელენა სიყმაშვილი

პროფესიონალი მოკრივე და სამხედრო მოსამსახურე ელენა სიყმაშვილი გადაცემა „დღის პოსტი“ სტუმარი იყო, სადაც მან ემიგრაციის სიმძიმესა და საქართველოში დარჩენილი ქმრების/კაცების როლზე ისაუბრა.

მისი თქმით, ქალის საზღვარგარეთ წასვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაამართლებს, თუ ცოლს ქმარი შშმ პირი ჰყავს:

„მე ძალიან არ მესმის იმ კაცების, 50+ ხალხს ევროპაში რომ სამუშაოდ უშვებენ. გინდაც ახალგაზრდას. 

ეს ძალიან დიდი სირცხვილია ჩემთვის. ის ქალები იქ არიან, შრომობენ, ესენი აქ ყრიან და სადღეგრძელოებში ვაჟკაცობაზე, ქალებსა და სამშობლოზე საუბრობენ. რომელ ვაჟკაცობაზეა საუბარი, ოჯახიდან ქალს რომ გაუშვებ, ქვეყნის გარეთ, ის შენი აღარ არის და პრეტენზიაც აღარ უნდა გქონდეს. 

მე იმ შემთხვევაში გავამართლებ ქვეყნიდან წასულ ქალს, თუ ჰყავს ინვალიდი ქმარი ან შვილი“, - ამბობს ელენა სიყმაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„კომბინაცია სიმბოლურად უკავშირდება ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას“ - როგორ გავააქტიუროთ დღის კოდი

🎥 „დავტესტე რამდენად იცის ასტროლოგია და გარტყმაში არ არის... შეადგინა რუკა, მაგრამ იყო სრული აბსურდი“ - მარიამ შუკაკიძე ხელოვნურ ინტელექტს აკრიტიკებს

🎥 პლანეტების უმრავლესობა ვერძში, მზე კუროში: ვის აქვს ენერგიის დაქვეითების პერიოდი და ზოდიაქოს რომელი ნიშანი იქნება წარმატებული