
ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც საინტერესო ასტროლოგიურ მოვლენაზე საუბრობს, რომელიც მითოლოგიასთან მჭიდრო კავშირშია:
„სედნა
ასტროლოგებისთვის ცნობილი ფაქტია, რომ ნებისმიერი ახლად აღმოჩენილი ციური ობიექტის ხასიათის გასარკვევად ძალიან დიდ მინიშნებებს იძლევა მოვლენები, რომლებიც იმ პერიოდში ხდება.
2003 წლის 14 ნოემბერს აღმოაჩინეს ასტეროიდი, რომელსაც სედნა უწოდეს. ის მაგ დროისათვის კუროს ზოდიაქოში მოძრაობდა. თუმცა „მოძრაობა“ ცოტა გადაჭარბებული სიტყვაა, რადგან ეს ასტეროიდი მზის სისტემაში შემავალ ყველა ჩვენთვის ცნობილ ციურ სხეულზე უფრო ნელა გადაადგილდება (11,513 წლიანი ელიფსური ორბიტა აქვს).
სედნა ესკიმოსური მითიების ნაწილია, ის ოკეანის ქალღმერთია; თავიდან ჩვეულებრივი გოგო იყო, მამამ ძალით გაათხოვა მდიდარ კაცზე, რომელიც შემდეგ არც მდიდარი აღმოჩნდა და არც ადამიანი, არამედ ბოროტი სული, ვისაც ფრინველის სახე ჰქონდა. ასე იყო თუ ისე, მამა სედნას გამოსახსნელად გაემართა, კანოეთი მიცურდა იმ შორეულ ადგილას, სადაც მისი შვილი მოწყენილი, შეშინებული დამშეული მარტოკა იჯდა ძვლებით აშენებულ ბუდეში. მამამ სედნა ნავში ჩაისვა, მაგრამ შინ დაბრუნება ვერ მოახერხეს, „სიძემ“ ავი ფრინველების გუნდი შემოასია. ატყდა ქარიშხალი და რომ საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად მამამ სედნა გაწირა, ნავიდან გადააგდო.
დიდხანს ცდილობდა გოგონა ნავში დაბრუნებას, ბოლოს მამამ ნიჩბით თითები გადაუმტვრია და თავს უშველა. სედნა ფსკერზე წავიდა, იქ შურისმაძიებელ ქალღმერთად იქცა და თავის აბურდული თმებით სძირავდა მეთევზეების ნავებს. მხოლოდ გამოცდილ შამანებს შეეძლოთ მისი დაშოშმინება.
საკმაოდ მძიმე ფაბულაა, დამეთანხმებით.
დავუბრუნდეთ იმ მოვლენებს, რომლებიც სედნას აღმოჩენის პერიოდში ხდებოდა; ხვდებით, ალბათ, რომ ისინი ოკეანეებში მომხდარ სტიქიურ უბედურებებს უკავშირდებოდნენ.
მართლაც, აღმოჩენიდან ცოტა მოგვიანებით, 2005 წლის აგვისტოს ბოლოს, როდესაც სედნას მარსი შეუერთდა, შეერთებულ შტატებში ქარიშხალმა „კატრინამ“, გაანადგურა ქალაქი ახალი ორლეანი და მიმდებარე ტერიტორიები. ნიშანდობლივია, რომ კატრინაც ქალის სახელია.
გასული წლის 16 ივნისს სედნამ დატოვა კუროს ნიშანი და ათასწლეულების შემდეგ პირველად გავიდა ტყუპების ზოდიაქოში.
ცოტა გვიან ხომ არ გაგახსენდა ეს ამბავი, ჩვენო ხათუნაო? გაიცინებთ ალბათ.
კი, გვიან გამახსენდა.
ორიოდე წლის უკან კი ვწერდი ამ ასტეროიდზე, ოღონდ სულ სხვა კონტექსტში. ახლა რამ გამახსენა, გეტყვით:
მასზე რაღაც სტატია შემხვდა და ამომიტივტივდა ხელახლა გონებაში.
მოკლედ - სედნა, როგორც გითხარით დაახლოებით 1 წელია ტყუპებში მოძრაობს. ცოტა ხნის წინ ამ ნიშანში გადავიდა ურანიც და მეორე გრადუსზე მათი შეხვედრა შედგა.
იცით, რა მოჰყვა ამ მოვლენას?
კამჩატკაზე რომ მიწისძვრა იყო და ცუნამი გამოიწვია, აი ეგ ამბავი.
ემანსიპაცია?
ეგეც აუცილებლად განსხვავებულ ფორმებს მიიღებს, მით უმეტეს, რომ ახლა პლუტონთან მოდის ასპექტში და ეს ცვილილებები შეიძლება ითქვას, გარანტირებულია.
დღის წესრიგში ზღვებისა და ოკეანეების ეკოლოგიის თემები დადგება საკმაოდ მწვავედ და გარკვეული ინფორმაციები პრესაში გამოჟონავს, ის რაც ტაბუდადებული იყო აქამდე“, - წერს ხათუნა ნოელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ფანდურზე უკრავს ძიუდოისტი, მღერის სპორტული ჟურნალისტი - რა ვიდეოს აქვეყნებს საბა საპანაძე
🎥 ნუცა ბუზალაძე ეროვნულ სამოსში პოზირებს - როგორ ასრულებს მომღერალი ქართულ ცეკვას?