
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც აგვისტოს ასტროლოგიურ ტენდენციებზე საუბრობს:
„სანამ აგვისტოს ახალმთვარეობასა და პლანეტულ ტენდენციებზე ვისაუბრებ, იქამდე მსურს რომ კოსმოგონიური კუთხით საინტერესო დეტალს შევეხო, ეს ნამდვილად საინტერესოა:
ყოველი წლის 20-22 აგვისტოს რიცხვებში ზაფხულის ერთ-ერთი პიკური სურათი გვაქვს ცის კაბადონზე. მზე ლომის ნიშნიდან უერთდება თავისი თანავარსკვლავედის გამორჩეულ უძრავ ვარსკვლავ „რეგულუსს“. მოდით, ვნახოთ აქ რა ხდება:
თითოეული ნიშანი შედგება უძრავი ვარსკვლავებისგან. ლომის დამამთავრებელი 29.50 გრადუსი უკავია ვარსკვლავ რეგულუსს, რომელსაც ლომის გულს უწოდებენ. ეს უკანასკნელი, ლომის მკერდში იდებს ბინას და ამიტომ.
ლათინურად - „cor leonis” თავადი ან პატარა მეფე. არაბულად ლომის გული (Qalb al-asad). ბაბილონში კი ეს იყო „შარუ“ მეფე და ლუგალი.
სიმბოლურად რეგულუსი ასოცირდება მთავარანგელოზ რაფაელთან, ოთხი მთავარანგელოზის ვარსკვლავიდან ერთ-ერთთან, გამოცხადების წიგნში ოთხ მხედართაგანთანაც დიდ კავშირშია.
ძვ.წ.100 წელს, ჯერ კიდევ, ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფიური აზროვნების ფიგურა, როგორიც იყო პტოლემე, ამბობდა რეგულუსს იუპიტერის და მარსის ბუნება აქვსო.
რეგულუსი ადამიანს დიდებას აძლევს, მაღალ სოციალურ სტატუსს, ორგანიზებულ ნიჭს და უნარებს, სამხედრო დისციპლინას, სიდიადეს, შემწყნარებულობას და გულუხვობას.
რთულად განვითარების შემთხვევაში: პიროვნებას საკუთარი ეგო კლავს, დაუკმაყოფილებლობის გამო შესაძლოა სასტიკად დამარცხდეს. ესაა, როგორც აღზევება, ისე დაცემა. საჭიროა მეფური აზროვნების სწორი მიმართულება და მუშაობა პირად ამბიციებზე.
20-22 რიცხვში დაბადებული ადამიანები ნამდვილად საინტერესო ხალხი ხართ, რადგან სააშკარაოზეა მზე გამოსული და პირდაპირ შეერთებაში ამ პატარა მეფესთან!
წელს კი 22 აგვისტოს მზე გადაინაცვლებს ლომის ზოდიაქოს ნიშნიდან ქალწულის ნიშანში და იქ იმოძრავებს ერთი თვით. დაეტყობა ეს ყველაფერი ამინდსაც. ჰაერი უფრო ნოტიო და სასიამოვნო გახდება. შემოვა მეტი პრაგმატიზმი და შრომისუნარიანი განწყობაც.
23 აგვისტოს, თბილისის დროით 10:06 საათზე ახალმთვარეობა გვექნება იმავე ქალწულის ნიშანში. დროა რომ კონკრეტულ შედეგებზე იყოთ კონცენტრირებული. მზარდი მთვარის პერიოდი ხელს უწყობს ჩანაფიქრის განხორციელებას, ასევე გეგმების მატერიალიზაციას.
მთვარეს პიკზე მძიმე კვადრატი ექნება პლანეტა ურანზე. ზოგადად, დრო ურიგო არაა რეორგანიზაციებისთვის, თუმცა სიფრთხილეა საჭირო, ეცადეთ ახლობლებთან, და-ძმებთან, მეგობრებთან არ გაიფუჭოთ კონტაქტი.
დადებითად განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა ბევრი გადაუჭრელი პრობლემა დადებითად გადაიჭრას, მაგრამ სხვა ვარიანტში იქნება პირობის დარღვევებიც და სოციალური ამბოხი.
სანამ მარსი სასწორში მოძრაობს დრო გადასარევია დიპლომატიური კონტაქტებისთვის. ჯამში, დრო ურიგო არაა, შეძლებისდაგვარად მეტი იაქტიურეთ და ეცადეთ რომ სიტუაციურად იმოქმედოთ.
აწი, სექტემბრის მზე-მთვარის დაბნელებისთვის მოგვიწევს მომზადება, ამ ყველაფერს კი მომდევნო სტატიებში შემოგთავაზებთ“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ნუცა ბუზალაძე ეროვნულ სამოსში პოზირებს - როგორ ასრულებს მომღერალი ქართულ ცეკვას?