Digest Logo

მარსი ლომშია: იწყება ბრძოლა ლიდერობისთვის, რომელიც 2027 წლის მაისში დასრულდება - რას წერს ასტროლოგი

1790598698
მარსი ლომშია

28 სექტემბერს ენერგიის, აგრესიისა და ომის პლანეტა მარსი დატოვებს ემოციური და ფრთხილი კირჩხიბის ნიშანს და გადავა ცეცხლოვან ლომში, სადაც დარჩება 25 ნოემბრამდე. 2027 წლის თებერვალში კი რეტროგრადული სვლით ისევ დაბრუნდება ლომში და რა საქმეც და ბრძოლაც ახლა დაიწყება, თებერვლიდან შეიძლება გადაიხედოს. მარსი ლომის ნიშანს საბოლოოდ 14 მაისს დატოვებს და საბოლოო შედეგსაც ამ დროისთვის მიიღებთ.

ადამიანებში, განსაკუთრებით ცეცხლისა და ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებში (აგრეთვე, მათში, ვისაც პირად რუკაში ასცენდენტი ჰყავს ლომში), იმატებს ენერგიულობა, კონკურენციის, თვითგამოხატვის, ლიდერობის, აღიარების, შემოქმედობითობის, სასურველის ნებისმიერი საშუალებით მიღწევის სურვილი. გათამამებული ადამიანები თამამად ან ძალით დაიწყებენ სასურველის მოპოვებას. მოვისმენთ ხმამაღალ განცხადებებს, იქნება ბრძოლა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად.

✅ მარსი ლომში თავს კარგად გრძნობს, იმოქმედებს მიზანმიმართულად, იქნება გამარჯვებაზე ორიენტირებული და არც შოუსა და თეატრალურობას მოერიდება, უცებ გლადიატორების ბრძოლა და გამარჯვებულის ტრიუმფი წარმოვიდგინე. თუმცა, სიტუაციას ამძაფრებს პლუტონი, რომელიც მარსთან ოპოზიციას შექმნის. პირველი შეხება იქნება სამ ოქტომბერს, მაგრამ ამაზე და მარსის სხვა ასპექტებზე ცოტა მოგვიანებით.

✅ იყავით თამამი, გაბედული, მაგრამ არა აგრესიული. ნუ ეცდებით საკუთარი სიმართლის აგრესიული ფორმით დამტკიცებას. გახსოვდეთ, რომ ცეცხლოვან ნიშანში მყოფი #მარსი გაძლევთ ენერგიას, მაგრამ დაფერფვლაც შეუძლია. ამიტომ, მართეთ თქვენი ენერგია რაციონალურად და სასარგებლოდ. გახსოვდეთ, რომ ლომი მეფეა და შეურაცხყოფას ვერ აიტანს.

✅ იყავით თამამი, ამბიციური, შემოქმედებითი, კაშკაშა. წარადგინეთ თქვენი პროექტები; გამოავლინთ ლიდერის, ორგანიზატორის თვისებები, დაიცავით სუსტები; დახატეთ, დაწერეთ, გადაიღეთ; ჩაერთეთ სპორტულ აქტიურობაში. თუმცა, სპორტთან მიმართებაში უნდა გაგაფრთხილოთ, რომ სამედიცინო ასტროლოგიაში ლომი გულს მართავს, ზოგადად, გული ლომის სუსტი ორგანოა და გაფრთხილდით და ყოველი შემთხვევისთვის, წნევაც აკონტროლეთ.

✅ ლომებისთვის აქტიურობის, დაძაბულობის და ლიდერობისთვის ბრძოლის დრო იწყება. ახლა ჩრდილში ყოფნის დრო არაა, უნდა იყოთ გაბედული და მიზანმიმართული. მარსი კიდევ უფრო მეტ ენერგიას შეგმატებთ, რომ იკაშკაშოთ. მიაღწევთ იმას, რაზედაც ოცნებობდით, ეს კარგი პერიოდია ვერძისა და მშვილდოსნისთვისაც. რაც შეეხება მერწყულს, სადაც ახლა პლუტონია, მარსი ოპოზიციაშია თქვენს მზესთან და ეცადეთ, გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები, გააძლიეროთ კავშირები არსებულ პარტნიორებთან და გაიჩინოთ საიმედო მოკავშირეები. ამასთან, თუ ხვდებით, რომ იჩაგრებით, პარტნიორთან კავშირის გაწყვეტას ნუ მოერიდებით, თამამად დაიცავით თქვენი უფლებები.

✅ ახლა კი ჩაინიშნეთ მნიშვნელოვანი თარიღები, რომ რთულ სიტუაციებს და გარშემო მყოფების აგრესიულობას მშვიდად შეხვდეთ, პოზიტიურები კი თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ:

✅ 2 და 30 ოქტომბერს მარსი დაძაბულ ასპექტს ქმნის მერკურთან - ფრთხილად იყავით გამონათქვამებთან, ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას. საუბრისას არავის მიაყენოთ შეურაცხყოფა და ენას ხმალივით ნუ აილესავთ.

✅ სამ ოქტომბერს მარსი პლუტონს დაუპირისპირდებაა - იქნება ბრძოლა პირველობისა და ლიდერობისთვის. ტრავმული და საფრთხილო დღეა.

✅ შვიდ ოქტომბერს მარსი-ურანის მეგობრული ასპექტი გველოდება - მეგობრული ასპექტი კია, მაგრამ ფეთქებად-საშიშიცაა. ფრთხილად ახალ ინსტრუმენტებთან, მჭრელ და ბასრ ნივთებთან და აალებად ნივთიერებებთან. ადამიანმა შეიძლება მოსინჯოს რაღაც ახალი, გიჟური და მერე სანანებელი გაუხდეს.

✅ 2026 წლის ათ ოქტომბერს და 2027 წლის 19 მარტს მარსს დაძაბული ასპექტი ექნება ვენერასთან - მოერიდეთ დაპირისპირებას ფულის გამო, ნუ ჩაიტარებთ კოსმეტიკურ პროცედურებს, ნუ გაიკეთებთ სილამაზის ნემსებს. არ იკამათოთ საყვარელ ადამიანთან.

✅ 16 ოქტომბერს მარსს მეგობრულ ასპექტს ქმნის სატურნთან - ენერგიულობითა და დისციპლინის გამოვლენით შეუძლებელს შეძლებთ.

✅ 2026 წლის 9 ნოემბერს და 2027 წლის 14 მაისს ვენერასა და მარსის ჰარმონიული ასპექტი გველოდება - შეყვარებულებთან გამოიდარებს, დატკბება და დათბება ურთიერთობა.

✅ 2026 წლის 14 ნოემბერს მარსი დაღმავალ კვანძს შეუერთდება - შეიძლება წარსულიდან რაღაც სიტუაცია, ადამიანი, საქმე გამოვლინდეს და მისი მოგვარება გახდეს საჭირო.

✅ 2026 წლის 16 ნოემბერს მარსი ლომში მყოფ იუპიტერს შეუერთდება - მარსს სურს ბრძოლა და იუპიტერი ყველაფერს აფართოებს. კარგი საქმისთვის ბრძოლა კარგი იქნება. მოერიდეთ ამბიციურობას, შეუძლებელს ნურც შეეჭიდებით და ნურავის დაჰპირდებით.

✅ 2026 წლის 19 ნოემბერს ლომში მყოფი მარსი კონფლიქტშია მორიელში მყოფ მზესთან - დაკა-დაკა იქნება, კონკურენცია და გაღიზიანებულობა მოიმატებს. ამიტომ, მაქსიმალურად ფრთხილი და გააზრებული უნდა იყოთ.

✅ 2027 წლის 11 აპრილს მარსი ჰარმონიულ ასპექტშია მზესთან - ერთ-ერთი ჰარმონიული ასპექტია, ამ დროისთვის მარსი რეტროგრადული სვლიდან გამოსული იქნება, ბევრი რამე გადახარშული ექნება და გააზრებულობაც მოიმატებს. მიხვდებით, რა გინდათ და რისი გაკეთება შეგიძლიათ რეალურად და არა სხვებისთვის დასანახავად, ბაქიბუქობისთვის.

✅ აი, ასეთი მოვლენები გველოდება. ერთსაც ვიტყვი, მარსი არაა კეთილი პლანეტა, უფრო პირიქით და ამიტომ, სანამ კონკრეტულ ნაბიჯს გადადგამთ, კარგად გაიხედ-გამოიხედეთ. სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, სიტუაცია ყველა მხრიდან გაიაზრეთ. მე ვეცადე, მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მომეწოდებინა. თუმცა, ეს მაინც ზოგადი ინფორმაციაა და თუ რამე კონკრეტული გაინტერესებთ, გელოდებით პირად კონსულტაციაზე.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ელჭექი, სეტყვა, შტორმი...“ - ცნობილია, როდიდან გაუარესდება ამინდი საქართველოში

⭕„შესაძლოა ბევრი პროცესი, სტრუქტურა თუ ურთიერთობა, რომელიც აქამდე ჰარმონიულად მუშაობდა, დამუხრუჭდეს ან შეჩერდეს“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი რამაზ გიგაურისგან

🎥 „ნუ შეგეშინდებათ დაბრუნების, ზოგჯერ აუცილებელია უკან გაიხედო, რომ წინ სწორი გზა დაინახო“ - ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ანა ჯალაღონიასგან

✕