ოქტომბერი ეს უბრალოდ კიდევ ერთი თვე ნამდვილად არ იქნება. ეს იქნება პერიოდი, როცა ცხოვრება თითქოს უკან გვაბრუნებს ძველ ადამიანებთან, გრძნობებთან, დაუმთავრებელ საქმეებთან და გადაწყვეტილებებთან. ეს დაბრუნება ზოგიერთი ადამიანისთვის იქნება შესაძლებლობა, ზოგისთვის კი საბოლოო წერტილი.
ოქტომბრის მთავარი სიტყვა იქნება გადაფასება!
3 ოქტომბერს პლანეტა ვენერა რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს და სწორედ აქ გვესაუბრება ვენერა სიყვარულზე, ფინანსებზე, ურთიერთობაზე, სიამოვნებაზე და იმაზე, თუ რამდენად ვაფასებთ საკუთარ თავს, სურვილებს და შესაძლებლობებს.
ამ პერიოდში საკუთარ თავს დაუსვით კითხვა: ნამდვილად მინდა თუ უბრალოდ ნაცნობი მომენტებია ჩემთვის.
ოქტომბერში რეტროგრადულ მოძრაობას ასევე იწყებს პლანეტა მერკური, რაც სიტყვას განაგებს! ყურადღება უნდა მიაქციოთ კომუნიკაციას, დოკუმენტებს, შეთანხმებებს, ტექნიკას, მგზავრობას! შეიძლება ძველი საუბრები გაგრძელდეს.
მნიშვნელოვანია, არ ენდოთ ვარაუდებს, არ იჩქაროთ და გადაამოწმეთ ყველაფერი.
რას არ ვაკეთებთ რეტროგრადულობის პერიოდში?
არ არის კარგი პერიოდი იმპულსური გადაწყვეტილებებისთვის, ემოციურობა ძალიან მაღალ პიკზე იქნება და მოგიწევთ კონტროლი.
არ ღირს მხოლოდ ემოციის საფუძველზე ძველი ურთიერთობის დაბრუნება.
არ ღირს დიდი თანხის დახარჯვა მხოლოდ იმიტომ, რომ უცებ ძალიან მოგინდა.
არ არის სასურველი დაუფიქრებლად მნიშვნელოვანი ხელშეკრულების დადება.
არ ღირს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, როცა თავად არ იცით რას გრძნობთ.
ეს თვე გამოიყენეთ გადახედვისთვის და არა გაქცევისთვის. გადაფასებისთვის, ფინანსური თემების გადალაგებისთვის.
სავსემთვარეობის ენერგიები იქნება აქტუალური, რაც გარკვეულ თემებს ნათელს მოჰფენს. ის, რასაც აქამდე ვერ ვხედავდით, უფრო აშკარა გახდება და მიიღებთ პასუხს, შედეგს.
ოქტომბრის თვეში ნუ შეგეშინდებათ უკან დაბრუნების, ზოგჯერ აუცილებელია უკან გაიხედო, რომ წინ სწორი გზა დაინახო. თუ ვინმე დაბრუნდება, მოისმინე, მაგრამ არ დაივიწყო რატომ დასრულდა ეს თემა. თუ ძველი გრძნობა დაბრუნდა, იგრძენი, ოღონდ არ აურიო მონატრება რეალურ სურვილებში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ოქტომბრის სარფიანი დღეები თმის შეჭრისთვის ფენ-შუის სპეციალისტისგან
🎥 როგორ შევინარჩუნოთ ტვინის ჯანმრთელობა - 4 მარტივი ჩვევა დემენციის რისკის შესამცირებლად