🧭 28 სექტემბერი - 4 ოქტომბრის კვირის ასტროლოგიური პროგნოზი:
🛑 სექტემბრის ბოლო და ოქტომბრის დასაწყისი წლის ერთ-ერთ ყველაზე რთული, ტრანსფორმაციული და კრიტიკული პერიოდია. ამ კვირაში პლანეტარული ინგრესიები და ასპექტები რადიკალურად იცვლება.
ზოგადი ფონი: სექტემბრის ბოლო და ოქტომბრის დასაწყისი წლის ერთ-ერთ ყველაზე რთული, ტრანსფორმაციული და კრიტიკული პერიოდია. ამ კვირაში პლანეტარული ინგრესიები და ასპექტები რადიკალურად იცვლება. შესაძლოა ბევრი პროცესი, სტრუქტურა თუ ურთიერთობა, რომელიც აქამდე ჰარმონიულად მუშაობდა, დამუხრუჭდეს ან საერთოდ შეჩერდეს.
პლანეტა მარსი ლომის, მერკური კი მორიელის ნიშანში გადადის. ეს მიანიშნებს, რომ ურთიერთობებში უფრო მეტი ეჭვი და უნდობლობა იჩენს თავს. თუმცა, კვირის და ზოგადად, თვის მთავარი ასტროლოგიური მოვლენა მორიელის ნიშანში ვენერას რეტროგრადულ ფაზაში გადასვლაა. ეს ნიშნავს, რომ პარტნიორულ და ფინანსურ თემებში სერიოზული გადაფასებების, დაბრკოლებებისა და ძველი პრობლემების დაბრუნების დრო დგება.
კვირის მთავარი მოვლენები:
⏺ მარსის ინგრესია ლომში (28 სექტემბერი): ენერგიის, მოქმედებისა და აგრესიის პლანეტა ცეცხლოვან ლომში გადადის. იწყება ბრძოლა ძალაუფლებისთვის, ლიდერობისთვის და საკუთარი ეგოს განმტკიცებისთვის. მარსის ეს პოზიცია პოლიტიკაში სერიოზულ გამწვავებებსა და შეჯახებებს მოიტანს. კიდევ უფრო გართულდება მდგომარეობა „ცხელ წერტილებში“.
⏺ მერკური მორიელში (30 სექტემბერი): ზედაპირული საუბრების დრო სრულდება. გონება გამჭრიახი, სიღრმისეული და ამასთანავე, ეჭვიანი ხდება. ადამიანები მეტად დაინტერესდებიან სხვისი საიდუმლოებებითა და ფარული მოტივებით. როგორც პირად, ისე გლობალურ დონეზე მოსალოდნელია საიდუმლოებების გამჟღავნება.
⏺ ვენერას რეტროგრადულობა (3 ოქტომბრიდან): მორიელში ვენერას რეტროგრადული მოძრაობა ნეგატიურად აისახება ეკონომიკურ, ფინანსურ და საბანკო სფეროებზე. მოსალოდნელია ამოტივტივდეს ძველი ვალები, პრობლემები გაჩნდეს ბიზნეს-პარტნიორობასთან დაკავშირებით. ნებისმიერი დაძაბული ქორწინება თუ ღია პირადი ურთიერთობა გარკვეული გამოცდის და შესაძლოა, განხეთქილების წინაშეც დადგეს.
⏺ გაფრთხილება: კვირის განმავლობაში „უკურსო მთვარის“ ოთხი პერიოდი გვაქვს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ 30 სექტემბერსა და 2 ოქტომბერს, რადგან მთვარე ფაქტობრივად მთელი დღით კარგავს კურსს.
ამ დროს ახალი საქმის დაწყება, ფინანსური ოპერაციები და ხელშეკრულებების გაფორმება არ არის რეკომენდებული:
❌ 28 სექტემბრის 13:50-დან - 18:40-მდე;
❌ 30 სექტემბრის 03:36-დან - 21:26-მდე (ხანგრძლივი პერიოდი!);
❌ 2 ოქტომბრის 06:41-დან - 23:54-მდე (მთელი დღე!);
❌ 3 ოქტომბრის 19:08-დან - 5 ოქტომბრის 02:54-მდე.
28 სექტემბერი, ორშაბათი: ამბიციები და სიჯიუტე
მთვარე: ვერძში - გადადის კუროში (18:39). ⚠️ყურადღება: მთვარე უკურსოა 13:50-დან 18:40-მდე. დილა საკმაოდ აქტიურად იწყება, მარსი ლომის ნიშანში გადადის და სასიცოცხლო ენერგიას აძლიერებს. დილა ინიციატივის გამოვლენისთვის კარგი დროა. თუმცა, შუადღიდან ემოციური ფონი სუსტდება. საღამოს მთვარე კუროში ინაცვლებს და მარსს უპირისპირდება. ეს ნიშნავს, რომ იმატებს სიჯიუტე და უკომპრომისობა, რაც პოზიციების შეთანხმებაზე ნეგატიურად მოქმედებს.
✅რეკომენდებულია: დილის საათებში მოკლევადიანი ან ისეთი საქმეების შესრულება, რომლებსაც დიდი ძალისხმევა სჭირდება. ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში. საღამოს - კომფორტულ გარემოში დასვენება. მზისა და ურანის ჰარმონიული ასპექტი ორიგინალურ იდეებსა და მოვლენების სხვა თვალით დანახვის შესაძლებლობას მოგიტანთ.
⛔️თავი შეიკავეთ: შუადღის უკურსო პერიოდში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან. საღამოს საათებში კატეგორიულად მოერიდეთ კამათს, სხვებისთვის საკუთარი აზრის ძალადობრივად თავს მოხვევას და სარისკო და საეჭვო ფინანსურ ოპერაციებს.
29 სექტემბერი, სამშაბათი: ფინანსური შფოთვები
მთვარე: კუროში. კუროს მთვარე სტაბილურობას, მატერიალურ უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს ითხოვს, მაგრამ დღე საკმაოდ დაძაბულია. მთვარე პლუტონსა და ვენერას უპირისპირდება. დღის წესრიგში მწვავედ დგება ფინანსური ვალდებულებების, საკუთრებისა და ასევე ეჭვიანობის თემები. მოსალოდნელია პირადი ურთიერთობების გამო შინაგანი შფოთვისა და უკმაყოფილების მომატება.
✅რეკომენდებულია: მიწასთან მუშაობა, მცენარეების მოვლა, ბუნებაში გასეირნება, პრაქტიკული და რუტინული საქმეების კეთება. საკუთარი ფინანსური რესურსების აღრიცხვა და ხარჯების დაგეგმვა. სხეულზე, გარეგნობაზე ზრუნვა და მასაჟი.
⛔️თავი შეიკავეთ: იმპულსური შოპინგისგან, ფულის სესხება-გასესხებისგან. მოერიდეთ პარტნიორთან მესაკუთრეობის გამოვლენას და ეჭვიანობის ნიადაგზე კონფლიქტების წამოწყებას.
30 სექტემბერი, ოთხშაბათი: პაუზა და დაკვირვება
მთვარე: კუროში - გადადის ტყუპებში (21:25). ⚠️ყურადღება: მთვარე უკურსოა 03:36-დან 21:26-მდე. მთელი დღის განმავლობაში მთვარე უკურსოა. პლანეტარული ენერგია გაფანტულია და მიზნის მიღწევა ჭირს. დღის მეორე ნახევარში მერკური მორიელის ნიშანში გადადის. გონება ეჭვიანი, სიტყვები კი - მწარე და სარკასტული ხდება.
✅რეკომენდებულია: მხოლოდ რუტინული, ყოველდღიური საქმეების კეთება. დაწყებული პროექტების დასრულება. სამუშაო მაგიდის ან კომპიუტერული ფაილების დალაგება-მოწესრიგება-დასუფთავება. ფსიქოთერაპია, ფსიქოლოგიური რეფლექსია და წარსულის სიღრმისეული ანალიზი.
⛔️თავი შეიკავეთ: ნებისმიერი ახალი და მნიშვნელოვანი საქმის დაწყებისგან! არ გააფორმოთ ხელშეკრულებები, არ შეიძინოთ ტექნიკა ან უძრავი ქონება (საქმე შუა გზაში გაჩერდება ან პრობლემები გამოჩნდება). მოერიდეთ საიდუმლოებების გათქმას და სარკასტულ გამონათქვამებს.
1-ელი ოქტომბერი, ხუთშაბათი: ინფორმაციული ქარიშხალი
მთვარე: ტყუპებში. მთვარის ტყუპებში გადასვლასთან ერთად, სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება. დღე სავსეა ახალი ურთიერთობებით, საქმიანი თუ პირადი სახის ზარებით, შეხვედრებითა და ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლით. მთვარის ჰარმონიული ასპექტები პლუტონთან, ურანთან და მზესთან გონებრივი შრომისთვის და ახალი იდეების გენერირებისთვის ჰარმონიულ ენერგიას იძლევა.
✅რეკომენდებულია: შეხვედრებისა და მოლაპარაკებების დაგეგმვა, მოკლე მანძილზე მგზავრობა, შეხვედრები, სწავლა, ტესტების ჩაბარება, სტატიების წერა და სოციალურ ქსელებში აქტიურობა. საუკეთესო დღეა ახალი ინფორმაციის მოძიებისთვის და ძველი ურთიერთობების განახლებისთვის.
⛔️თავი შეიკავეთ: ენერგიის წვრილმანებზე გაფანტვისგან. მოერიდეთ ერთდროულად ბევრი საქმის დაწყებას, რადგან შესაძლოა ბოლომდე ვერცერთი მიიყვანოთ. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციასა და ჭორებს.
2 ოქტომბერი, პარასკევი: სიტყვიერი დაპირისპირებები
მთვარე: ტყუპებში - გადადის კირჩხიბში (23:53). ⚠️ყურადღება: მთვარე უკურსოა 06:41-დან 23:54-მდე. კიდევ ერთი სრულიად უკურსო და იმავდროულად, ძალიან დაძაბული დღეა. მერკური და მარსი ნეგატიურ ასპექტს ქმნიან. ეს ნიშნავს, რომ სიტყვა იარაღად იქცევა. მაქსიმალურად მატულობს ცინიზმი და სიტყვიერი უხეშობა, რაც თავის მხრივ მკვეთრად ზრდის კონფლიქტის ალბათობას. თანაც, უკურსო მთვარის გამო, ამ კამათს არანაირი კონსტრუქციული შედეგი არ ექნება.
✅რეკომენდებულია: სიმშვიდის შენარჩუნება, დამოუკიდებლად მუშაობა, კითხვა, ინფორმაციის დახარისხება და არქივის მოწესრიგება. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი შეხვედრები, რადგან გაჭირდება შეთანხმების მიღწევა. კარგია განმარტოება და საკუთარ თავში ჩაღრმავება.
⛔️თავი შეიკავეთ: მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისგან, ხელმძღვანელობასთან კამათისგან და მანქანის მართვისას სიჩქარის გადაჭარბებისა და წინდაუხედავი მანევრებისგან. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ, იმპულსურ გადაწყვეტილებებს. შეეცადეთ არ წამოეგოთ პროვოკაციაზე.
3 ოქტომბერი, შაბათი: წარსულის ჩრდილები
მთვარე: კირჩხიბში. 🌗ბოლო მეოთხედის ფაზა. კვირის ყველაზე კრიტიკული დღეა. ვენერა მორიელის ნიშანში რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს, რაც ფინანსურ და სასიყვარულო სფეროებში პროცესების დამუხრუჭებას, გართულებას ან სრულ შეჩერებას ნიშნავს. ამას ემატება მერკურისა და პლუტონის დაძაბული ასპექტი, რაც ფსიქოლოგიურ წნეხს, მძიმე ფიქრებსა და მანიპულაციებისკენ მიდრეკილებას ზრდის. დღის მეორე ნახევარში მთვარის ბოლო მეოთხედის ფაზა დგება - ეს ძველის დასრულებისა და გაშვების დროა.
✅რეკომენდებულია: დროის ოჯახის წევრებთან გატარება, სახლის კომფორტზე ზრუნვა. კარგი დროა ფსიქოთერაპიისთვის, საკუთარ ქვეცნობიერში ჩაღრმავებისთვის და ძველი ურთიერთობების ანალიზისთვის. მოსიყვარულე იყავით ოჯახის წევრების მიმართ. გადააფასეთ თქვენი ფინანსური სტრატეგიები.
⛔️თავი შეიკავეთ: არასასურველია გრძელვადიანი ურთიერთობის დაწყება, რომანტიკული შეხვედრები, პლასტიკური ოპერაციები და კოსმეტოლოგიური პროცედურები, ასევე მსხვილი ფინანსური ინვესტიციები. მოერიდეთ მანიპულირებას და ძველი წყენების გახსენებას. საღამოს (19:08-დან) მთვარე უკურსო ხდება, ამიტომ შეეცადეთ უფრო მეტად დაისვენოთ, ვიდრე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ.
4 ოქტომბერი, კვირა: ვალდებულებები და ენერგიის ვარდნა
მთვარე: კირჩხიბში. ⚠️ყურადღება: მთვარე უკურსოა მთელი დღე. ემოციურად და ფიზიკურად საკმაოდ რთული დღეა. მზე სატურნს უპირისპირდება - ჩვენი სურვილები (მზე) მკაცრ რეალობასა და შეზღუდვებს (სატურნი) ეჯახება. სასიცოცხლო ენერგია სუსტდება, თავდაჯერება კლებულობს და წინა პლანზე პესიმიზმი მოდის. სირთულეების დროს მნიშვნელოვანია სიმშვიდის და ასევე შეუპოვრობის გამოჩენა.
✅რეკომენდებულია: დასვენება, განტვირთვა, ძილის რეჟიმის მოწესრიგება. ასაკოვან ადამიანებთან ან მშობლებთან ურთიერთობა და მათზე ზრუნვა. საკუთარი მოვალეობების ზედმეტი პრეტენზიების გარეშე შესრულება.
⛔️თავი შეიკავეთ: ხელმძღვანელ პირებთან ან უფროსი თაობის წარმომადგენლებთან კამათისგან. თავს ფიზიკურად ნუ გადაიტვირთავთ. სიმძიმეებით ვარჯიშისგან (დასუსტებულია კუჭი და ხერხემალი). არ არის სასურველი საკუთარი თავის შეცოდება და ცხოვრებაზე წუწუნი. არსებულ გამოწვევებსა და შეზღუდვებს მშვიდად და „ცივსისხლიანად“ შეხვდით.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ოქტომბრის სარფიანი დღეები თმის შეჭრისთვის ფენ-შუის სპეციალისტისგან
წყარო: www.patreon.com