„10 მარტის ჩათვლით ვართ საყოველთაო ანესთეზიის გარემოში. თუ დააკვირდებით, ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ბურუსია, პროცესები შენელებულია და აპათია მომატებულია. ეს ყველაფერი არ არის საშიში. ამ ეტაპზე ძალიან ბევრი პლანეტის ენერგია კონსოლიდირებულია ისეთ ნიშანში, რომელიც ბევრ რამეზეა პასუხისმგებელი, მაგალითად ძილი. თევზები არის ზოდიაქოს ის ნიშანი, რომელიც ასრულებს ზოდიაქოს ციკლს და გამოღვიძების წინა პერიოდში ვართ“, - ამის შესახებ ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.
მარტის თვის მთავარი რისკები და გამოწვევები ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის:
ვერძი
თქვენს ცხოვრებაში არის პერიოდი „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“. ძალიან ბევრ შეკითხვაზე იღებთ პასუხებს. არის სიტუაციები, რაც თქვენს ზურგს უკან მწიფდებოდა და ჯერ კიდევ არ იცით ამის შესახებ. ასევე, შეიძლება იყოს სიტუაციები, რაც წარსულში დატოვეთ, თუმცა მისი ახლებურად დანახვა მოგიწევთ. სამყარო გაძლევთ მინიშნებებს.
კურო
მარტის მეორე ნახევარი ბევრად უკეთესი იქნება თქვენთვის. ენერგეტიკულად და ჯანმრთელობის მხრით უკეთ იგრძნობთ თავს. სასწაულების რწმენა გაგიუმჯობესდებათ. იჩქარე ნელა და მიიღე მიიღე დიდური გადაწყვეტილება ბევრ თქვენგანი დადგება სამსახურის ცვლილების და ფიქსაციის წინაშე. კარგი პერიოდია უძრავი ქონების შესაძენად.
ტყუპები
ქაოსიდან ცდილობთ დალაგდეთ. მთავარია არ იჩხუბოთ, შეინარჩუნეთ გულწრფელობა. თუ თქვენს ავთენტიკურობას აჩვენებთ თანამოსაუბრეებს, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ხვალინდელი დღე განსაკუთრებული ემოციური იქნება თქვენთვის.
კირჩხიბი
თვის მეორე ნახევარში მომატებული გექნებათ სურვილი იცხოვროთ შენელებულ რიტმში. შეიძლება პროცესები ძალიან გაწელილი მოგეჩვენოთ, რაღაცას ელოდებით, თუმცა გადაიდება. ეს ყველაფერი დროებითია, სამყარო განიშნებთ, რომ ადამიანები, რომელთანაც ცდილობთ კონტაქტს, სულაც არ არიან შესაბამისები. გადახედეთ თქვენს გრძელვადიან მიზნებს, რაც რეალობასთან შეიძლება იყოს აცდენაში.
ლომი
ძალიან მნიშვნელოვანი ცდუნებების წინაშე დგახართ. ბევრის ცხოვრებაში არის შიში გაწყვიტოთ ურთიერთობა საბოლოოდ, ბევრთან ნოსტალგიაა. თქვენს თავს ადანაშაულებთ წარსულის შანსებზე.
ქალწული
რაღაც მიზეზით განდევნილ პოზიციაში ხართ. ვიღაცასთან შეიძლება ეს იყოს ჯანმრთელობის პრობლემები, სხვათა შორის უმეტეს შემთხვევაში იქნება კუჭ-ნაწლავის, თვალების, უძილობის და ცენტრალური ნერვული სისტემის პრობლემები. არის სიტუაციები, სადაც ძალა და გამბედაობა არ გყოფნით. გამოდით ჩრდილიდან და დროულად გადაჭერით პრობლემები.
სასწორი
მოგეცემათ შანსი მოითხოვოთ და მიიღოთ! არ არის გამორიცხული, რომ პირადი ურთიერთობების კუთხით საოცარ სცენარებს მოგიტანთ. იქნებით ის ადამიანი, რომელსაც საინტერესო მოვლენები გელოდებათ, შესაძლოა ვინმე გაიცნოთ და პროცესები მალე წარიმართოს.
მორიელი
მარტის მეორე ნახევარი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაზა თქვენთვის! ეს უკავშირდება ბავშვებს და მათ საჭიროებებს. რჩევაა, არაფერი გამოგეპაროთ. ყურადღება მიაქციეთ თინეიჯერ შვილებს, რომლებსაც შეიძლება დიდი პრობლემები ჰქონდეთ. მოგიწევთ, ემპათიურები იყოთ საყვარელი ადამიანების მიმართ.
მშვილდოსანი
სასურველია 10 მარტი გაატაროთ მშვიდად. გაუაზრებელი შფოთვები შეიძლება გქონდეთ, ამიტომ შინაგანად ჩაატარეთ სამუშაოები. დარჩით საკუთარ თავთან მარტო, ან დრო გაატარეთ ისეთ ადამიანებთან, ვისაც უპირობოდ უყვარხართ ისეთი, როგორიც ხართ.
თხის რქა
მიმდინარე პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები დაუკავშირდება ფინანსებს, შეთანხმებებს, საუბრები ფულზე, ცხოვრების წესის ცვლილებებზე. გადახვალთ სხვანაირ რიტმზე, საბოლოოდ დაემშვიდობებით მავნე ჩვევებს. მოხდება პირადი და სასიყვარულო ურთიერთობების ფინალიზაცია.
მერწყული
ფასეულობების გადაფასება მიდის თქვენში. ძალიან ბევრ პასუხებს მიიღებთ, არ შეგეშინდეთ ამ პასუხების, რადგან თქვენთვის მიუღებელია. ფინანსური ნაწილი, მატერიალური ფაქტორი მნიშვნელოვანია თქვენთვის ამ ეტაპზე. ეს არის გამოფხიზლების პერიოდი და ნუ დარჩებით სირაქლემის პოზიციაში. არ შეგეშინდეთ დასვათ შეკითხვები და იმოქმედეთ!
თევზები
მთელი ენერგიები თქვენშია თავმოყრილი. ძალიან ღრმა გაცნობიერების პროცესებს გადიხართ, იქნება იმედგაცრუება. გექნებათ განცდა, რომ მარტო ხართ და თქვენი არ ესმით. ეს ყველაფერი არ ხდება შემთხვევით. მოგიწევთ მონიშნოთ საზღვრები ქალთა პერსონალთან, ადამიანებთან, რომლებიც თქვენს ახლო წრეს წარმოადგენენ. ვერ დაემალებით სერიოზულ საუბრებს, ამის იქით გზა აღარ გაქვთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕რამ შეიძლება გამოიწვიოს შიზოფრენია და რა ასაკიდან ხდება მისი გამოვლინება - ფსიქიატრის განმარტება
🎥 „სურვილი ნათქვამი არ არის, რეალობა ხდება“ - რა აჩუქა თათია შარანგიას ქმარმა